როგორ გადაიღეს აინშტაინის ცნობილი ფოტო
აინშტაინის და მის გამოყოფილი ენის მთლიანი ფოტო! – ცოტამ თუ იცის, როგორ გადაიღეს ეს ცნობილი ფოტო. ყველაფერი მოხდა 1951 წლის 14 მარტს, როდესაც ალბერტ აინშტაინმა თავის 72 წლის იუბილე გადაიხადა.
მან დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ დოქტორ ეიდელოტთან და მის მეუღლესთან ერთად დატოვა პრისტონის უნივერსიტეტი და მანქანაში ჩაჯდა. უამრავი ფოტოგრაფი და რეპორტიორი ყოველთვის აღიზიანებდა გენიოსს, მაგრამ ერთი მათგანი, თურმე, განზე იდგა და ელოდა ჟურნალისტების ძირითადი ჯგუფის დაშლას.
ლოდინის შემდეგ, ეს ფოტოგრაფი – არტურ სასი მიუახლოვდა მანქანაში მსხდომებს და სთხოვა პროფესორს გაეღიმა ფოტოსურათისთვის. აინშტაინმა პასუხად ენა გამოუყო! ეს კადრი გენიოსის ორიგინალურობის ლეგენდარულ სიმბოლოდ იქცა.
დიდი ხნის განმავლობაში, რედაქცია, სადაც არტურ სასი მუშაობდა, ვერ წყვეტდა გამოექვეყნებინა, თუ არა ასეთი უჩვეულო ფოტო. ბოლო-ბოლო ფოტო მაინც გამოქვეყნდა. როცა ალბერტ აინშტაინმა ნახა თავისი თავი გამოყოფილი ენით, ეს კადრი შეუყვარდა.
მან მაშინვე ამოჭრა გაზეთიდან ფოტო იმ ზომით, როგორსაც ჩვენ მიჩვეული ვართ და ასლები გააკეთა, რომელიც ღია ბარათის სახით დაუგზავნა მეგობრებს.
სხვათაშორის, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მან ერთ-ერთ მეგობარს მისწერა, რომ ეს ჟესტი მთელ კაცობრიობას ეძღვნებაო!