ველური ბუნების ფოტოკონკურსში გამარჯვებული საოცარი ფოტოსურათები
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში, ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო ველური ბუნების ფოტოკონკურსი. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა, ასევე მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება და პოპულარიზაცია. კონკურსში მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ათასობით მოყვარულმა და პროფესიონალმა ფოტოგრაფმა დედამიწის მრავალფეროვანი ეკოსისტემის ამსახველი საოცარი სურათები წარმოადგინეს. გამარჯვებულად კი ჟიურიმ კანადელი თომას ვიჯაიანი დაასახელა, რომლის ნამუშევარზეც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ბორნეული ორანგუტანია ასახული. წარმოგიდგენთ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილებზე გასულ ფოტოსურათებს:
ამერიკული წითელი მელა ღამით ხის მორზე გადასვლისას (ფოტოკონკურსი)
აფრიკული კამეჩი სამხრეთ აფრიკის ქალაქ ჰუდსპრუიტში წყლის გადალახვისას
ბალახის ბაყაყები ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენუაში მდებარე ავეტოს ველური ბუნების რეგიონულ პარკში
აფრიკული სპილო კენიაში
აშშ-ის კოლორადოს შტატის სანაპიროსთან მობინადრე ზღვის ლოქორა
ბენგალური ვეფხვი მაჰარაშტრას შტატში მდებარე ტადობა ანდარის ველური ბუნების ნაკრძალში
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ბორნეული ორანგუტანი
ევრაზიაში მობინადრე ჩვეულებრივი ციყვი
თეთრი ფიჭვები აშშ-ის ორეგონის შტატში
თუთიყუშთევზა მალდივის რესპუბლიკის სანაპიროსთან
კანადის ალბერტას პროვინციაში მობინადრე ზარნაშო ხიდან აფრენისას
მურტალა თავის ახლად გამოჩეკილ ჭუკთან ერთად აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე სან ლუის ობისპოს ოლქში
მყვინთავი თევზების გარემოცვაში ჰავაის კუნძულების სანაპიროსთან
სინგაპურში მობინადრე ბორნეული მწვანე ხვლიკი
ტალახიანი თეთრი მარტორქა სამხრეთ აფრიკაში
ტანზანიაში მდებარე სერენგეტის ეროვნულ პარკში მობინადრე ლომები ორთაბრძოლის დროს
ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ტრენტინო-ალტო ადიკეს ავტონომიურ რეგიონში განლაგებული კავალაცას დათოვლილი მთები
ჩრდილოული ქარიშხალა გემის ფონზე
ძროხისებრი ანტილოპა უგანდაში მდებარე მურჩინო ფოლსის ეროვნულ პარკში
ჭაობის კვიპაროსები აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
ტეგები: ფოტოკონკურსი, საინტერესო, ბუნება, ველური ბუნება, ცხოველები