რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო

1939 წლის „ზამთრის ომი“ – სსრკ-ფინეთის ომი

სსრკ-ფინეთის ომი - 1939 წლის ზამთრის ომი - რუსეთ ფინეთის ომი

ზუსტად 82 წლის წინ, 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა 21 დივიზიით დაიწყო მასიური შეტევა ფინეთზე, რაც ისტორიაში შევიდა “ზამთრის ომის” სახელით.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა -45 გრადუსის პირობებში. ფინელებმა, ლეგენდარული მხედარმთავარ მანერჰეიმის ხელმძღვანელობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს წითელ არმიას. ისინი აქტიურად იყენებდნენ პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სნაიპერმა სიმო ჰაიჰამ (ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”), რომელმაც სნაიპერული შაშხანით 507 საბჭოთა მებრძოლი მოკლა და ამით ერთგვარი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

სსრკ-ფინეთის ომი - 1939 წლის ზამთრის ომი - რუსეთ ფინეთის ომი

საერთო ჯამში ფინელებმა ორთვენახევარში 127 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი გაანადგურეს, ხოლო 208 ათასი დაჭრეს. ამ არნახული ზარალის შემდეგ მოსკოვმა გადაიფიქრა მთელი ფინეთის ოკუპაცია, თუმცა ჩამოაჭრა მას ტერიტორიის 11%. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 430 ათასი ფინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და ფინეთის შიდა ნაწილში გადასახლდა. ფინეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება 26 ათასი საკუთარი ჯარისკაცის სიკვდილის ფასად დაუჯდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 

სსრკ-ფინეთის ომი - 1939 წლის ზამთრის ომი - რუსეთ ფინეთის ომი - რუკა
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *