ლაპუ ლაპუ – ფერნანდო მაგელანის მკვლელი
ლაპუ ლაპუ – ფერნანდო მაგელანის მკვლელი, ფილიპინელი ეროვნული გმირი, კუნძულ მაქტანის მთავარი.
ლაპუ ლაპუ ფილიპინების ისტორიაში პირველ ეროვნულ გმირად სახელდება, რომელიც მაქტანის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, სადაც მან ფერნანდო მაგელანი მოკლა. მაგელანმა იქ მდებარე კუნძულის მმართველებთან ხელშეკრულება დადო, რის მიხედვითაც მათ მმართველებს ესპანეთის მეფისათვის ხარკი უნდა გადაეხადათ.
მაგელანის წინადადებას ლაპუ ლაპუ არ დაემორჩილა. 1521 წლის 27 აპრილს მაგელანმა კუნძულ მაქტანს შეუტია. მის განკარგულებაში დაახლ. 20-30 საბრძოლო გემი იყო, ხოლო ლაპუ ლაპუმ 1500 მეომარი შეკრიბა, რომლებიც შეირაღებულნი იყვნენ რკინის შუბებით, მშვილდისრებითა და ბამბუკის შუბებით.
ბრძოლის დაწყებამდე, მაგელანმა შეთვაზება კიდევ ერთხელ გააკეთა, რათა მტერი დანებებულიყო და ესპანეთის მეფისთვის ხარკი გადაეხადათ… ბრძოლა საღამოდან დილამდე არ დაწყებულა. მაგელანმა მებრძოლებს უბრძანა, რომ გემზე დარჩენილიყვნენ, თვითონ კი 49 შეირაღებულ მებრძოლთან ერთად კუნძულზე შევიდა. იფიქრა, რომ ევროპული შეიარაღებით მტერს შეაშინებდა და რამდენიმე შენობა გადაწვა.
ლაპუ ლაპუს მეომრებმა შეტევა დაიწყეს და ორი ესპანელი მაშინვე მოკლეს. მაგელანმა უკან დახევის ბრძანება გასცა, რა დროსაც ფეხში მოწამლული ისრით დაიჭრა. როდესაც ჯარი უკან გარბოდა და გემზე ავიდა, ლაპუ ლაპუს მეომრებმა მაგელანი იცნეს და შეტევის ობიექტიც ის გახდა. მაგელანი და მისი მეომრების უმეტესობა მოკლეს, მცირე ნაწილმა კი გაქცევა მოახერხა.