რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ასურეთის იმპერიის დაბადება

ასურეთის იმპერიის დაბადება (ასურეთი)

ასურეთის ლეგენდარული იმპერიის დაბადება უკავშირდება ორ მეფეს აშურეში I და ტიგლათფილესერ I -ს.

აშურეში პირველი მმართავდა ძვ.წ 1133 -1115 წლებში. მისი 18 წლიანი მმართველობდა გამოირჩეოდა დიდი მშვიდობიანობით. ბრინჯაოს ეპოქის კოლაფსი მომხდარი იყო. ხეთების და მითანის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ბაბილონი და ეგვიპტე ზღვის ხალხებთან ომებით გამოფიტული და ასურეთის სახელმწიფოს მიეცა დრო რომელიც მან ბრწყინვალედ გამოიყენა. აშურეშიმ ასურეთი აქცია უმდიდრეს სახელმწიფოდ, შექმნა უძლიერესი არმია, გაიყვანა გზები და ეკონომიკა გადაიყვანა სამხედრო რელსებზე.

როცა გარდაიცვალა მან თავის შვილს ტიგლათფილესერ I ჯერ საშუალო ზომის, მაგრამ ძლევამოსილი სახელმწიფო დაუტოვა.

მის შემდეგ კი ტახტზე ტიგლათფილესერ 1 ავიდა. ძვ. 1115 -1076. სწორედ მის დროს გადაიქცა ასურეთი იმპერიად. მან ბავშობიდანვე საუკეთესო სამხედრო და საერო განათლება მიიღო, იყო უაღრესად განსწავლული პიროვნება.

ტახტზე ასვლის წელსვე კაპადოკიიდან ასურეთში მუშკები იგივე მესხები შეიჭრნენ. ტიგლათფილესერმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და 6000 ადამიანი იგდო ტყვედ.

ძვ.1114 წელს ის თვითონ გადადის შეტევაზე და იპყრობს კაპადოკიას. მუშკები (მესხები) მას მორჩილებას უცხადებენ.

ძვ.1113 წელს ის განაგრძობს ლაშქრობას და ვანის ტბის გარშემო მდებარე მიწებს იპყრობს, ამის შემდეგ კი დღევანდელი ერზერუმის და დიარბექირის ტერიტიტორიას რომელსაც მაშინ ადაუშის ქვეყანა ეწოდებოდა.

ძვ.1112 წელს კი ასურეთის არმია კავკასიას მოადგება და დიაოხში იჭრება, სადაც მისი ანალებში წერია რომ ის ” ამარცხებს დიაოხის მეფეს და მის მოკავშირე 60 სხვა მეფეს და სრულიად იპყრობს ამ ქვეყანას. მისი არმია ბოლომდე გადის ამ ქვეყნის საზღვრამდე და მიადგება დიდი მთების კალთას!”

მერე ჩვენთვის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ტიგლათფილესერის ანალებში წერია: “უკან გაბრუნებულ მეფეს მოსდის შეტყობინება დიაოხში კოლხთა ძლევამოსილი მეფე შეიჭრა დიდი არმიით, იქ დატოვებული ასურეთის არმია დაამარცხა და ქვეყანა თვითონ დაიკავა” ტიგლათფილესერი ბრუნდება და გაჩაღებულ დიდ ომში ამარცხებს კოლხთა მეფეს. კოლხები დიდი მთების უკან იხევენ. აქ აშკარად რიკოთი იგულისხმება.

ძვ.1111 წელს ის უკვე სირია და ფინიკიაში იჭრება და იქ აწარმოებს ტრიუმფალურ სამხედრო კამპანიას. და სრულიად იმორჩილებს იქაურობას. ერთადერთი ქალაქი ტიროსი უძლებს ალყას, მაგრამ ქალაქგარეთ გამართულ ბრძოლაში ასირიელები იმარჯვებენ, შესაბამისად ტიროსის მეფე თავს ასურეთის ვასალად აცხადებს და ხარკს კისრულობს.

ძვ. 1110 წელს ტიგლათფილესერი კავკასიაში ბრუნდება და იმორჩილებს დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას და როგორც წერია მაღალ მთებს. აქ მიიჩნევა რომ ასურეთის ყარაბაღსაც იმორჩილებს.

ასურეთის ასეთ გაძლიერებას რეგიონის კიდევ ორი იმპერია ეგვიპტე და ბაბილონი აკვირდება. ეგვიპტე ასურეთს მოკავშირეოვას სთავაზობს. ეგვიპტის ფარაონი, ასურეთის მეფეს ტანატოლად აღიარებს, ცნობს სირიისა და ფინიკიის დაკავებას და დიდ საჩუქრებს უგზავნის. ტიგლათფილესერიც თანხმდება და თვითონაც იღებს ვალდებულებას რომ არ შეიჭრება იორდანიასა და პალესტინაში და აღიარებს მას ეგვიპტის ნაწილად. ეს კავშირი 4 საუკუნე გაძლებს და მერე კი დიდი ომიანობა დაიწყება ამ ორ იმპერიას შორის.

რაც შეეხება მეორეს. ბაბილონი ომის გზას აირჩევს და მთელი ძალებით უტევს ასურეთს. ძვ.წ. 1100 წლიდან და ძვ.1080 წლამდე ორი გრანდიოზუოი ომი გაიმართება იმპერიებს შორის. საბოლოოდ ყველაფერი ასურეთის ტრიუმფით სრულდება. ტიგლათფილესერი იღებს ბაბილონს და აიძულებს მისი მეფეს მარდუნანიხეს აღიაროს ასირიის ტერიტორიული ექსპანსია, გადაიხადოს უზარმაზარი კოტრიბუცია და გადასცეს ასურეთს სამხრეთ მესოპოტამია.

თავისი მმართველობის ბოლოს ტიგლათფილესერი ანატოლიაში იჭრება და იმორჩილებს იქაურობა, მისი არმიები ხმელთაშუა ზღვაზე გადიან.

ბოლო 5 წელი მისი მმართველობისა მშვიდობიანი იყო. გარდაიცვალა ძვ. 1076 წელს. მან თავის შვილს დაუტოვა უკვე უზარმაზარი იმპერია რომელიც სამხრეთ მესოპოტამიიდან კავკასიამდე და ხმელთაშუა ზღვიდან ფინიკიის ჩათვლით იყო გადაჭიმული.

ასევე მის დროს ქვეყანა დაემსგავსა სამშენებლო პოლიგონს. ტიგლათფილესერი ამ მხრივ ბრძენი კაცი იყო. ის ყველანაირად ცდილობდა ასირიელებს ეგრძნოთ თავიანთი სამშობლოს დიდება! სწორედ მისი ეპოქიდან თავის დაცემამდე ძვ.წ 605 წელს ასურეთი იქნება დიდი იმპერია და რეგიონის ერთი-ერთი მთავარი ზესახელმწიფო!

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *