რას ეძებ?

საინტერესო ჯანმრთელობა და სილამაზე

ახდენს თუ რა გავლენას ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ახდენს თუ რა გავლენას ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე

ფსიქოლოგმა ემილ კუემ პარიზში, ერთ-ერთ საავადმყოფოში საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თითქოსდა მთავარი ექიმის დანიშნულებით ავადმყოფებს დაავალა გაემეორებინათ გონებაში ან ხმამაღლა დღეში სამჯერ შემდეგი ფრაზა: „ყოველ დღე მე სულ უფრო უკეთესად და უკეთესად ვგრძნობ თავს.” ამასთან ერთად, ეს არა მექანიკურად, არამედ შეძლებისდაგვარად გააზრებულად უნდა გაეკეთებინათ. ერთი თვის შემდეგ კუეს პაციენტები იქცნენ მთავარ სალაპარაკო თემად საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის, მოგვიანებით კი მათ შესახებ მთელს საფრანგეთში დაიწყეს ლაპარაკი. (ფიქრები)

მძიმედ დაავადებულები ერთი თვის მანძილზე გამოჯანმრთელდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ამით ქირურგიული ჩარევაც კი აიცილა თავიდან. ამგვარად, ეს იყო დასტური დიდი მეცნიერის პარაცელის მოსაზრების, რომელიც ამტკიცებდა, რომ რწმენას შეუძლია სასწაულის მოხდენა. ჩვენი ჯანმრთელობა – ჩვენივე აზროვნების პირდაპირი შედეგია.

დღეს უკვე თითქმის არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის არის პირდაპირი კავშირი. „ყველა დაავადებისა და ნებისმიერი ინფექციისგან საკუთესეო დაცვა არის საკუთარი ჯანმრთელობის მტკიცე რწმენა და დადებითი ემოციები“ – აცხადებს 20 წლიანი სტაჟის მქონე ფსიქოლოგი ა. მეტელსკი. – ნეგატიური აზრები კი ანადგურებს.

მაგალითად, სიბრაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს იწვევს, წყენა – იწვევს ქოლეცისტიტს, ასევე დროთა განმავლობაში ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კანონის თანახმად – სიყვარულის, სიმპატიის და აღფრთოვანების სიტყვიერი გამოხატვა აძლიერებს იმ ადამიანის სიცოცხლის ენერგიას, ვისკენაცაა მიმართული, ბოროტი სიტყვები კი ზიანს აყენებს და ასუსტებს მსმენელის ენერგიას. დაავადებათა საერთო რაოდენობა, რომელიც უკავშირდება ცუდ და ნეგატიურ აზრებს, მუდმივად იზრდება.

მათზე წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, უნდა მივყვეთ ბრძენი ხალხის რჩევას – ვიყოთ პოზიტიურები და გავიხაროთ ცხოვრებით, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის. გაითავისეთ ამერიკელი კარდიოლოგის რობერტ ელიოტის ორი ოქროს წესი, რომელიც არის ინფარქტებისა და გულის უკმარისობის პროფილაქტიკის აღიარებული სპეციალისტი. პირველი წესი: წვრილმანების გამო არ განაწყენდეთ. მეორე წესი: ყველაფერი წვრილმანია.

მეთოდის ავტორის შესახებ: ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი – ემილ კუე (1857-1926) – შეიმუშავა ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის საკუთარი მეთოდი, რომელიც ეფუძნებოდა შთაგონებას. ის ბევრ პაციენტს ჯგუფებში უფასოდ მკურნალობდა. პარიზში სწავლის დასრულების შემდეგ ტრუაში ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მკურნალობის ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს პაციენტის რწმენა შეთავაზებული პრეპარატების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებისადმი.

ნებისმიერი დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზად კუე ადამიანის წარმოსახვას უკავშირებდა. ამიტომ, გამოჯანმრთელებისთვის ის ურჩევდა პაციენტებს ყოველ დღე გაემეორებინათ ფორმულები, რომელიც იქნებოდა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული.

კუე ამტკიცებდა, რომ ყოველი ადამიანი რომელიც საკუთარ თავს შთააგონებს: “მე ამას მივაღწევ!”, აუცილებლად მიაღწევს. ეს და კიდევ სხვა შეთავაზებული ფორმულები ხელს უწყობდა ფსიქოთერაპიულ პროცესში ავადმყოფის აქტიურ მონაწილეობას, თუმცა, რა თქმა უნდა, მედიკამენტური პრეპარატების სრულად შეცვლას ვერ ახერხებდა. (ფიქრები)

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *