მის დამპროექტებელს ალბათ დიდად არ მოეწონებოდა მიზეზი, რომლის გამოც ეს კოშკია ცნობილი, მაგრამ ერთი რამ უდავოა, პიზის დახრილი კოშკი საერთაშორისო სიმბოლოა. კოშკის დახრილობის კუთხე სამხრეთ-აღმოსავლეთით 3,99°-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მისი წვერი ვერტიკალიდან 3,9 მეტრით ...
რომში, კარგა ხნის წინ იპოვეს ქართველი უფლისწულის – ამაზასპის საფლავის წარწერა: ,,მეფის სახელოვანი ძე, ამაზასპი, მითრიდატე მეფის ძმა, რომლის მშობლიური მიწაც არის კავკასიის კარიბჭესთან, ქართველი, ქართველის ძე, განისვენა წმინდა ქალაქთან, რომელიც ააგო ნიკატორმა ზეთისხილოვან მდინარესთან ...
ნეონის შუქით განათებული, თვალისმომჭრელი ლას-ვეგას-სტრიპი თავბრუდამხვევი სათამაშო მოედანია ზრდასრულთათვის, სადაც ვენეციის არხებიდან პარიზის ეიფელის კოშკამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია. ოდნავ მოშორებით დგას თავისუფლების ქანდაკება, რომლის უკან ნიუ-იორკის ცათამბრჯენები და „ამერიკული მთებია“ აღმართული. თავისუფლების ქანდაკების პირდაპირ დგას ...
თანამედროვეობის ყველაზე ამბიციური და ხანგრძლივი პროექტი, ბარსელონის მრავალქიმიანი საგრადა-ფამილია 1882 წლიდან შენდება. მიუხედავად იმისა, რომ დაუმთავრებელია, უნიკალური და შტამბეჭდავი დიზაინით გამორჩეული ეს საკათედრო ტაძარი დიდი ხანია, არქიტექტურულ შედევრად მიიჩნევა. ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო არქიტექტორ ...
მოსკოვის კრემლის კომპლექსსა და მის მიმდებარე წითელ მოედანს მრავალი წელია, რუსულ კულტურაში ცენტრალური როლი უჭირავს. სწორედ აქ გათამაშდა ყველა მოვლენა, რომელმაც რუსეთისა და მსოფლიოს ისტორია შეცვალა. კრემლი რუსეთის მეფეებისა და პრეზიდენტების, აგრეთვე ლენინისა და სტალინის ...
ლეგენდარული ქაჯურაჰო (ჰინდი: खजुराहो khajurāho) – ინდუისტურ-ჯაინისტური 22 ტაძარი არქიტექტურულ შედევრად ითვლება. ქაჯურაჰოს ტაძრები ფასადზე გამოსახული, ყოველდღიურობის ამსახველ სცენებს შორის გამოკვეთილი ეროტიული სკულპტურებითაა ცნობილი. სინამდვილეში სკულპტურების მხოლოდ 10 %-ია ეროტიული, დანარჩენები ქაჯურაჰოს კულტურული მნიშვნელობის ეპოქის ...
XIXს-ის. მეორე ნახევრის საქართველოში ინტელიგენციის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი ლიტერატურული სალონი იყო. საქართველოში პირველი ლიტერატურული სალონი XIX- ის დასაწყისში შეიქმნა და მას ბევრი მიმბაძველი გაუჩნდა. სალონში იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და უცხოელი სტუმრები. ეწყობოდა ახალი ...
ექვსიათასწლოვანი ისტორიის მქონე იერუსალიმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქალაქი და კაცობრიობის სამი უმთავრესი რელიგიის – იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის – წმინდა ადგილია. აქ არქიტექტურულად ძვირფასი უძველესი შენობების სიცოცხლით სავსე თანამედროვე ქალაქის ნაგებობებთან თანაარსებობს. იერუსალიმი სავსეა ...
ზუსტად 50 წლის წინ, 1972 წლის 14 მაისს 19 წლის ლიეტუველმა რომას კალანტამ მანამდე სსრკ-ში გაუგონარი რამ ჩაიდინა. რომასმა საბჭოთა ოკუპაციისადმი პროტესტის ნიშნად ქ. კაუნასში იმ შენობის წინ, სადაც ლიეტუვის გასაბჭოება გამოცხადდა, თავი დაიწვა. მოსკოვისთვის ...
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua აშშ-ის მიერ 1941-1945 წლებში სსრკ-ს ლენდ-ლიზის (Lend-Lease) პროგრამით გადაცემული შეიარაღების, საკვებისა და ტანსაცმელის ღირებულება იმ დროინდელი კურსით $11.3 მლრდ-ს შეადგენდა, რაც ამჟამინდელი კურსით ...