”როგორც კი ლენინი გარდაიცვალა (1924), აღმოჩნდა, რომ პარტიის მეორე პირი, ამხანაგი ტროცკი, მოღალატე იყო. კამენევმა, ზინოვიევმა, ბუხარინმა და სტალინმა ჩამოაგდეს ტროცკი და გააძევეს სსრკ-დან (1927). მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ კამენევი, ზინოვიევი და ბუხარინი ...
საფრანგეთის ეროვნული ცნობიერებისთვის არმან ჟან დიუ პლესი, იგივე კარდინალი დე რიშელიე, სიმბოლური ფიგურაა და, შესაბამისად, მისი ისტორია და მოღვაწეობა ლეგენდებითაა მოცული, რომლის მიღმაც საკმაოდ რთულია ავთენტური ისტორიული მოვლენების გარჩევა გამოგონილისგან. ამასთან ერთად, თავად რიშელიე იყო ...
გოთიკური, ბაროკოსა და ლუი XIV-ის სტილის გრანდიოზული და ნატიფი ორნამენტებით მორთული შენობებით გარშემორტყმული ბრიუსელის გრან-პლასი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი და ბელგიის დედაქალაქის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. მოედნის ისტორია XI საუკუნეში იწყება, როცა მდინარე სენას შენაკადების გასწვრივ ...
ჩინური არქიტექტურული მიღწევების მწვერვალი, პეკინის აკრძალული ქალაქი სწორედ ისეთი ბრწყინვალე სასახლეა, როგორიც ქვეშევრდომების მიერ ზეცის ძედ აღიარებულ იმპერატორს შეეფერებოდა. დედამიწაზე სამოთხის აღსადგენად აგებული კომპლექსის კარიბჭე უბრალო ჩინელებისთვის მჭიდროდ იყო დაგმანული (ამიტომაც უწოდეს მას აკრძალული) და ...
არტ-დეკოს სტილის შედევრი და მსოფლიოს სიმბოლო ნიუ-იორკის „ემფაიერ სთეით ბილდინგი“ 1994 წელს „სამშენებლო ინჟინერიის ამერიკულმა ასოციაციამ“ (სიია) თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად დაასახელა. სიის შედგენისას ასოციაციამ პატივი მიაგო თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს, მიუწვდომელ სიმაღლეებს ...
სხვა მხრივ არაფრით გამორჩეულ ტუნისურ ქალაქ ელ-ჯემის ხედს რომაული ეპოქის ერთ-ერთი უმშვენიერესი რელიკვია ამშვენებს. ელ-ჯემის ამფითეატრი ზომით ოდნავ ჩამოუვარდება რომის კოლიზეუმს და ბევრად უკეთაა შემონახული. მის საკნებს, გალიებს, დასაჯდომ ადგილებსა და კოლონადებს შორის სეირნობისას ადვილია ...
პარიზში აღმართული ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი უცნობილესი ნაგებობაა. მიუხედავად იმისა, რომ რკინის უბრალო კონსტრუქციაა, ქალაქს მაინც უნიკალურ ელეგანტურობას სძენს და XIX საუკუნიდან საფრანგეთის სიმბოლოდ მიიჩნევა. ორმოც წელზე მეტხანს, სანამ ნიუ-იორკში „ქრაისლერ ბილდინგს“ ააშენებდნენ, ეიფელის კოშკი ...
აღდგომის კუნძული (აბორიგენების ენაზე „რაპა-ნუი“) დედამიწის ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტი და ერთ-ერთი იდუმალი ადგილია. ის ოდესრაც დიდი ცივილიზაციის სამშობლო იყო. თუმცა, როცა ევროპელებმა აღმოაჩინეს, ცივილიზაცია უკვე თითქმის განადგურებული იყო და მხოლოდ 887 დიდი „მოაით“ – ...
დელფო ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი იყო. საყოველთაო რწმენით, დელფოში მცხოვრები მისნის პირით თავად ზევსის ძე, აპოლონი საუბრობდა. გასაკვირი არაა, რომ უძველესი ხალხი დელფოს კურთხეულად მიიჩნევდა – ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს არ უჩივის, დელფო ნამდვილად ...
არავინ იცის პირველად როდის და როგორ გაუსინჯეს გემო ინდიელებმა თამბაქოს. არადა, არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ამერიკის ძირძველი მოსახლეობა თამბაქოს უხსოვარი დროიდან იცნობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე მამონტების ჯოგები ბინადრობდნენ. მეცნიერების აზრით, თავიდან თამბაქოს ერთგვარ რიტუალურ ...