რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია

დარტანიანი – შარლ დე ბატს დე კასტელმორი

დარტანიანი - შარლ დე ბატს დე კასტელმორი

1611 წელს ლიუპიაკში, შატო კასტელმორში დაიბადა შარლ დე ბატს დე კასტელმორი. 1630-იანი წლების დასაწყისში კარიერის დასაწყებად პარიზში ჩასულმა კასტელმორმა აირჩია დედის გვარი – დარტანიანი და ამ უკვდავი სახელით შევიდა ისტორიაში, რომლის პოპულარობასაც დიდაც შეუწყო ხელი დიუმას რომანებმა.

პარიზში მან ბიძის მეგობრის, ჟან-არმან დიუ პეირეს, გრაფ დე ტრუავილის (რომელსაც ჩვენ დე ტრევილის სახელით ვიცნობთ) დახმარებით მიაღწია გვარდიაში, დეზ-ესარის რაზმში ჩარიცხვას, სადაც მრავალ საომარ მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. მან აგრეთვე მიაღწია რიშელიეს მემკვიდრის პირველი მინისტრის პოსტზე, მაზარინის პროტექტორობას ისე, რომ როცა 1646 წელს მუშკეტერების რაზმი გააუქმეს, მაინც მის სამსახურში დარჩა და ისეთი ერთგულება გამოიჩინა, რომ ფრონდის დროს, 1651 წელს მაზარინის გადასახლებაში გაჰყვა. ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა მაზარინიმ მას გვარდიის ლეიტენანტის წოდება მისცა, 1658 წელს იგი დააწინაურეს აღდგენილი მუშკეტერების რაზმის მეორე ლეიტენანტად, სადაც იგი მეფის დელიკატურ და საიდუმლო დავალებებს ასრულებდა (მათ შორის იყო ფინანსების სუპერინტენდანტის ნიკოლა ფუკეს დაპატიმრება).

1667 წელს იგი დანიშნეს მუშკეტერების კაპიტან-ლეიტენანტად ანუ ფაქტობრივ მეთაურად (კაპიტანი თვითონ მეფე იყო). ერთი პერიოდი იგი ქალაქ ლილის გუბერნატორიც იყო, მაგრამ დარწმუნდა, რომ ადმინისტრაცია მისი ხელობა არ იყო და ისევ სამხედრო კარიერას მიჰყო ხელი. მიიღო მონაწილეობა საფრანგეთ-ჰოლანდიის ომში, სადაც მაასტრიხტის ალყის დროს დაიღუპა კიდეც 1673 წლის 25 ივნისს. დარჩა ორი შვილი და დიუმას რომანების წყალობით, უკვდავი სახელი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა