თეჯო – გოგურიოს მე-6 მეფე, რომელმაც 118 წელი იცოცხლა
თეჯო – გოგურიოს მე-6 მეფე, რომელმაც 118 წელი იცოცხლა და აქედან 93 (ან 89) წელი იმეფა. თეჯო გახლავთ გოგურიოს პირველი მეფის, ჟუმონგის (დონმიონგი) შვილთაშვილი. მე-5 მეფის მკვლელობის შემდეგ, ტატხტზე თეჯოს მამა უნდა ასულიყო, მაგრამ ძალიან მოხუცი იყო, რის გამოც ტახტი თავის შვილს დაუთმო. თეჯო სულ რაღაც 10 წლის იყო, ამიტომაც სამეფოს დედასთან ერთად მართავდა.
თეჯო მოიაზრება გოგურიოს ადრეული წლების საუკეთესო დამპყრობელ მმართველად. მან ტერიტორიის გაზრდა არა დასავლეთით, არამედ აღმოსავლეთის ტერიტორიებით დაიწყო, ჩინეთის ფაქტორიდან გამომდინარე. გოგურიოს ტერიტორია დონგოკჩოს დაპყრობით დიდად გაიზარდა. ახ.წ. 56 წელს კი გალსას სამეფო აიღო. გამეფებიდან 50 წლის შემდეგ, თეჯო ბრძოლას იწყებს ჰანის დინასტიის წინააღმდეგ, ააშენა 10 ციხესიმაგრე ლიაოდონის ტერიტორიის მახლობლად. 112 წელს დაიპყრო იემეკი და იონდონგუნის ტერიტორიები. ასაკის მატების გამო, თეჯომ სამხედრო ძალაუფლება სხვას გადასცა, პრინც გო სუსონს.
121 წელს გოგურიომ დიდ გამარჯვებას მიაღწია. ჰანის დინასტიიდან ფენგ ჰუანი, რომელიც ჰიონთოს მმართველი იყო და იაო გუანი ლიაოდონის მმართველი, თავს დაესხნენ გოგურიოს. მათ მცდარი ინფორმაცია გაგზავნეს, თითოქოს გო სუსონი ტუვედ აიყვანეს, რათა მებრძოლებს ბრძოლის მორალი დაეკარგათ. გო სუსონი მათ 3000 მეომრით მოულოდნელად დაესხა თავს, მოკლეს 2000 ჩინელი და უკან დახევა აიძულეს. ამავე წლის აპრილში ლიაოდონის ტერიტორიას სუსონმა სიანბეის ტომის 8000 მეომრით შეუტია და ფენგ ჰუანი მოკლეს. დეკემბრის თვეში გოგურიელებმა ლიაოდონის მმართველი მოკლეს, რომელიც თავს მეფედ აცხადებდა.
99 წლის ასაკში თეჯომ ტატხი დათმო და 19 წლის შემდეგ, 118 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგურიოს მოსახლეობა მას როგორც ქვეყნის დამაარსებელს ისე აღიქვამდა.