რას ეძებ?

ისტორია პოლიტიკა

დავიწყებული ისტორია / არაბების მიერ გაყიდული 15 მილიონი აფრიკელი

დავიწყებული ისტორია / არაბების მიერ გაყიდული 15 მილიონი შავკანიანი აფრიკელი

ბოლო პერიოდში აფრიკაში დაიწყო სხვადასხვა ისტორიკოსების მოწოდებები გადაფასდეს შავკანიანი აფრიკელების დამონების ისტორია. კერძოდ, ძირითადად, აფრიკელ მონასთან ჩვენ გვახსენდება დასავლეთ ევროპული კოლონიალური სახელმწიფოები. მაგრამ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ არც არაბული სამყარო ჩამოუვარდებოდა “თანამოძმე” დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს, შავკანიანი აფრიკელების დამონებასა და მათ გაყიდვაში კონტინენტის გარეთ.

ძირითადად არაბები მათ მიერ გამუსლიმანებული აფრიკელების შექმნილი სასულთნოებიდან ეზიდებოდნენ მონებს. ერთ-ერთი დიდი მონათა პუნტქი ზანზიბარი იყო. სხვადასხვა მონაცემებით, არაბებმა მარტო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკიდან (ტანზანია, კენია, მოზამბიკი და სხვ.) 15 მილიონი შავკანიანი აფრიკელი გაყიდეს. ძირითადად ეს იემენელმა და ომანელმა არაბებმა გააკეთს. ცალკეა ეგვიპტელი მამლუქების, მაროკოელი, ტუნისელი და ალჟირელი არაბების მიერ დამონებული აფრიკელები. რომელიც რამდენიმე მილიონს აღწევს. შეიძლება ითქვას შავკანიანი აფრიკელების დამონებაში დას ევროპელი ერების გარდა დიდი დანაშაული არაბულ ერებსაც მიუძღვით. აფრიკაში უამრავი მემორიალია არაბების მიერ დამონებული და გაყიდული აფრიკელების პატივსაცემად დადგმული. ამ მხრივ ბევრი ძეგლია ტანზანიაში.

მაგალითად დღესაც არის ყოფით ნიადაგზე შავკანიან და არაბ (თეთრ-კანიან) მუსლიმებს შორის კონფლიქტი. უნდა აღინიშნოს, დღესაც არის ფაქტები, მაგალითად ლიბიაში (არაბული სახელმწიფო), შავკანიან აფრიკელებს იძულებით ამუშავებენ და ისინი შეიარაღებული პირების მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებენ სამუშაოებს. გაეროს მონაცემებით ეს რიცხვი შეიძლება რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლის. სამოქალაქო ომის გამო ფაქტობრივად ლიბიაში მონობა უკონტროლო “ბიზნესად” იქცა, რომლის აღკვეთა შეუძლებელია.

მონობა იემენში 1967 წელს გაუქმდა, ომანში 1970 წელს. ბოლო სახელმწიფო სადაც მონობა გაუქმდა იყო მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა 1981 წელს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა