რას ეძებ?

საინტერესო სხვა

ძმები გრიმები: „თუ საშინელებების კითხვა გიყვართ“

თუკი ძმები გრიმების ზღაპრების ძველ გამოცემებს წააწყდებით ისინი ნამდვილად მოერგებიან თქვენს გემოვნებას თუ საშინელებების კითხვა გიყვართ. მათი ზღაპრები ბნელია, საშიში და ძალადობით სავსე. მართალია, ძმები გრიმების ზღაპარების უმეტესობას თითქოს ბედნიერი დასასრული აქვს, მაგრამ მოვლენებმა, რომლებიც იქ ვითარდება, შეიძლება ბნელი კვალი დატოვონ ადამიანის ფსიქიკაზე. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანის შინაარს, ხოლო დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.


მფრინავი თითები!

“ყაჩაღი საქმრო” – ზღაპრის მთავარი გმირი, მეწისქვილის ქალიშვილი არ ენდობა ბიჭს, რომელზეც მამას სურს მისი დაქორწინება. შეიპარება საქმროს სახლში, სადაც შეხვდება მოხუცი ქალი და ეუბნება, რომ ეს არის ყაჩაღების სახლი, სადაც მკვლელები და კანიბალები ცხოვრობენ. მოხუცი ქალი გოგონას მალავს და ის უყურებს, რას აკეთებენ დაბრუნებული ყაჩაღები: „ყაჩაღებმა უცხო გოგონა მოიყვანეს, რომელიც ტიროდა. შემოახიეს ლამაზი კაბა, დადეს მაგიდაზე, დაჭრეს ლამაზი სხეული და მოაყარეს მარილი. ერთ-ერთმა მათგანმა მოკლული ქალის პატარა თითზე ოქროს ბეჭედი შენიშნა, ვერ მოხსნა, ცული აიღო და თითი ჩამოჭრა, მაგრამ თითი გაფრინდა და დამალული საპატარძლოს მუხლებზე დაეცა. ”მოხუცი ქალი არწმუნებს ყაჩაღებს, სადილის დაწყებამდე ბეჭედიანი თითი არ ეძებონ, შემდეგ კი მთელ კომპანიას აძინებს საძილე წამალით. გადამალულ საპატარძლოსთან ერთად მოხუცი სახლიდან იპარება. მხოლოდ ქორწილში აცხადებს საპატარძლო მომხდარის შესახებ და ყველას მტკიცებულებად აჩვენებს მოკვეთილ თითს. სტუმრები დასჯიან დამნაშავეებს. მოხუცი ქალი დარჩება გოგოსთან.

დედოფალმა მოსამსახურეს უბრძანა, ფიფქია წაეყვანა ტყეში, როდესაც გოგონა შვიდი წლის იყო. გასაკვირი არ არის, რომ მოსამსახურემ შეიწყალა გოგონა, და დედინაცვლის სიკვდილის მტკიცებულებად ირმის ფილტვები და ღვიძლი მოუტანა.ვშემდეგ დედინაცვალი ახერხებს ფიფქიას ვაშლით მოწამვლას. ჩვენთვის ცნობილ ზღაპარსა და მულტფილმში პრინცი გოგონას გამოსამშვიდობებელი კოცნით აღვიძებს. ძველ გამოცემაში ყველაფერი უფრო მწვავედაა: უფლისწულმა დაარწმუნა ჯუჯები, გოგონას სხეული მიეცათ მისთვის, რომელიც ბროლის კუბოში იწვა – ის მშვენიერი იყო და ჩანდა არა მკვდარი, არამედ მძინარე.

ჯუჯებს კუბო რომ მიჰქონდათ, ფეხი წამოდეს ქვას, კუბო შეირხა, გოგონას პირიდან შხამიანი ვაშლის ნაჭერი ამოუმოვარდა და გაიღვიძა. მაგრამ აი ის, რაც აქამდე არ ვიცოდი: ზღაპრის კიდევ უფრო ძველ ვერსიაში, ვაშლის ნაჭერი ფიფქიას პირიდან უფლისწულის მსახურის დარტყმისგან გადმოუვარდა. არა, ის დახმარებას კი არ ცდილობდა, არამედ უბრალოდ გაბრაზებული იყო პატრონის არასათანადო მოპყრობის გამო და ეძებდა ვინმეს, ვისზეც აგრესიას გადმოაფრქვევდა. და დაარტყა გარდაცვლილს.

“ცისფერ სანთელში” ჯარისკაცი მეფის ქალიშვილს დასცინის. ჯარისკაცმა ჯადოქარს წაართვა ლურჯი სანთელი: თუ აანთებ, ჯუჯა გამოჩნდება, რომელიც სურვილებს ასრულებს. ჯარისკაცმა გადაწყვიტა მეფის დასჯა, რომელმაც იგი სამსახურიდან გააძევა: ამისათვის ჯუჯას უბრძანა, პრინცესა ყოველ საღამოს მიერთმია მისთვის ოთახში. ჯერ აიძულებდა იატაკი ეწმინდა, შემდეგ კი გოგონას მოსთხოვა ჩექმების გახდა, რომელსაც სახეზე აბჯენდა. საბოლოოდ, პრინცესამ და მამამისმა მოახერხეს ჯარისკაცის დაპატიმრება.დაპატიმტრებულმა კვლავ მოიხმო ჯუჯა, რომ თავიდან აეცილებინა სასჯელი, და მოაწყო ხოცვა-ჟლეტა: ” კაცმა ელვასავით დაიწყო სირბილი აქეთ-იქით და ვისაც უბრალოდ შეეხო თავისი ჯოხით, ყველა უსულოდ დაეცა მიწაზე”. შეშინებულმა მეფემ პირობა დადო, რომ ქალიშვილს ჯარისკაცს ცოლად მისცემდა.

“ზღაპარი ღვიაზე” სუპი ბიჭისგან

ბოროტ დედინაცვლს სძულს თავისი გერი და სურს ქმრის მთელი ქონება საკუთარ ქალიშვილზე გადავიდეს. ერთ დღეს ბიჭს დედინაცვალმა ვაშლის არჩევა შესთავაზა სკივრიდან. როდესაც ბავშვი დაიხარა, მოულოდნელად დაიხურა ზარდახშის მძიმე სახურავი: ” თავი მოსწყდა და წითელ ვაშლებზე დაეცა”. დედინაცვალი აქ არ გაჩერებულა: მან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო, თავი სხეულზე მიაბა, გარდაცვლილი ბიჭი ვაშლით ხელში სკამზე დადო, შემდეგ კი გოგონას უთხრა, ძმისთვის ვაშლი ეთხოვა.მან უპასუხა, რომ ბიჭი თეთრი ზის, არაფერს ამბობს და ვაშლსაც არ აძლევს. დედამ ქალიშვილს ურჩია: “ისევ მიდი და თუ ის არ გიპასუხებს, ყურზე მოარტყი”. ბავშვი სწორედ ასე მოიქცა და როცა დაინახა, რომ ძმას თავი გადაუვარდა, გაოგნდა, ჩათვალა, რომ მან მოკლა ძმა. დედამ დაარწმუნა, რომ ნამდვილად მან მოკლა თავისი ძმა, მაგრამ შეუძლია საიდუმლო შეუნახოს მამასთან. ადგა და ბიჭისგან წვნიანი მოამზადა. გოგონა ქვაბთან ახლოს იდგა და ტიროდა: “მთელი ცრემლები ქვაბში ჩაცვივდა, ამიტომ მარილის ჩაყრა აღარ იყო საჭირო”.

ქალმა ქმარს უთხრა, რომ ბიჭმა გადაწყვიტა დარჩეს ბიძასთან. შემდეგ კი სუპი მიართვა. “- ოჰ, ცოლო, – თქვა მან, – რა გემრიელი სუპი გაქვს! კიდევ დამისხი ”. რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო უნდოდა: ასე რომ, მან შეჭამა მთელი წვნიანი ქვაბიდან. ძვლები კი მაგიდის ქვეშ დაყარა.

გოგონამ შეაგროვა ძმის ძვლები და დაფლა ღვიის ბუჩქის ქვეშ. ბიჭი ჩიტად გადაიქცა და დაიწყო ქალაქის გარშემო ფრენა. მღეროდა მისი საშინელი მკვლელობის შესახებ. ხალხს მოწონდა სიმღერა, ყველა თხოვდა სიმღერის გამეორებას (ხალხის მიდრეკილება საშინელებებისადმი), მაგრამ ჩიტმა მოითხოვა გადაეხადათ სიმღერისთვის.

ბოლოს და ბოლოს ბიჭმა დედინაცვალს თავში წისქვილის ქვა ესროლა და ხელახლა დაიბადა იმავე ასაკში, რომელ ასაკშიც მოკლეს. რის შემდეგაც, მამასთან და დასთან ერთად “სახლში შევიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ და ერთად დაიწყეს სადილობა.” მართლაც, აბა სხვა რისი გაკეთება შეგიძლია მას შემდეგ, რაც დაინახავ მოლაპარაკე ფრინველს, რომელიც კლავს ადამიანს.

რაპუნცელი ორსულადაა. პრინცს კოშკიდან აგდებენ

მულტფილმში პრინცმა ერთი ნახვით შეიყვარა გოგონა და მოიყვანა ცოლად. გრიმების მიხედვით კი უფლისწული რაპუნცელს ერთხელ და ორჯერ კი არა, მეტჯერ ეწვია და არა იმისთვის, რომ მისი სიმღერა მოესმინა….

რაპუნცელის ორსულობა მაშინ ვლინდება, როდესაც გულუბრყვილო გოგონა ჯადოქარს ეკითხება, რატომ გახდა ძალიან მჭიდრო მისი ტანსაცმელი და აღარ ერგება მას. მოსამსახურემ მოაჭრა რაპუნცელას ნაწნავი, გააგდო იგი ტყეში, ხოლო პრინცი ფანჯრიდან გადააგდო, როდესაც იგი თმის საშუალებით ოთახში ამოვიდა, რადგან არ იცოდა, რომ გოგონა კოშკში აღარ იყო.

მიწაზე დანარცხების შემდეგ დაბრმავებული პრინცი ხეტიალობს მთელს მსოფლიოში. ერთხელ ხვდება რაპუნცელს ორ ტყუპ ბავშვთან ერთად (გასაკვირია, რომ ბავშვები გადარჩნენ ზღაპრის მეორე გამოცემაში) იგი სიხარულისგან ტირის და ცრემლები უბრუნებს მხედველობას. ამის შემდეგ ბრუნდებიან სასახლეში. ბრწყინვალე ქორწილს იხდიან.

ყველანი დაიღუპნენ: ქათმის ზღაპარი

ეს ზღაპარი სავსეა საყვარელი პერსონაჟებით: მამალი, დედალი, თაგვები, მელა და ა. შ. მაგრამ თავად ისტორია უფრო ჰგავს თრილერს, რომელშიც ყველა გმირი იღუპება. ყველაფერი იწყება იქიდან, რომ დედალი ძალიან დიდ კაკალს ყლაპავს და იღრჩობა. მამალი წყლისთვის ეშვება, მაგრამ ჭაბურღილი ითხოვს წითელ აბრეშუმს, რომელიც ქალბატონს აქვს, ქალბატონი კი ქსოვილისთვის გვირგვინს ითხოვს. დახალოებით ქართული “რწყილი და ჭიანჭველას” ფაბულაა.

მიუხედავად იმისა, რომ მამალი ცდილობს დედლის გადარჩენას, დედალი მაინც კვდება. ტყის ყველა ცხოველი უბედური ფრინველის დაკრძალვაზე მიდის, მაგრამ ისინი ნაკადულის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. თავდაპირველად ყველა თაგვი იხრჩობა. შემდეგ მამალი ეტლით შეეცდება გადაიყვანოს ცხოველები, მაგრამ ეტლი გადაბრუნდება წყალში და ცხოველები იხრჩობიან. მამალი საფლავს თხრის დედლისთვის, დამარხავს ცოლს. ჩამოჯდება მიწის ბორცვზე, სანამ ისიც არ მოკვდება.

წყარო: თუთი კო / საინტერესო

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *