რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა სელებრითი

ფაირუზი / არაბული სამყაროს სახელგანთქმული მომღერალი

ფაირუზი / არაბული სამყაროს სახელგანთქმული მომღერალი

არაბული სამყაროს, რომელიც მოიცავს 22 არაბულენოვან ისლამურ ქვეყანას, ყველაზე სახელგანთქმული და ცნობილი მომღერალი იყო მართლმადიდებელი – ფაირუზი (ნუჰად უადი ჰადადი).

ლიბანელი მომღერალი ფაირუზი დაიბადა 1934 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ბეირუთში, მართლმადიდებელი დიოფიზიტის და მარონიტის (კათოლიციზმს მიკუთვნებული ერთ-ერთი ახლო აღმოსავლური მიმდევრობა) ოჯახში. მან მიიღო დიოფიზიტური მართლმადიდებლობა, რომელსაც ლიბანში მოსახლეობის ~15% მიეკუთვნებოდა.

ფაირუზმა ძმებ რაჰბანებთან ერთად მკვეთრი გარდატეხა მოახდინა არაბულ მუსიკაში. მან მუსიკაში ჩართო დასავლური ბგერები და ძველი 30 და 50 წუთიანი სიმღერების მაგივრად, რომელიც წარმოადგენდა ეგვიპტური მუსიკის გავლენით დაწესებულ ჩარჩოს, შემოიტანა 3 და 4 წუთიანი სიმღერები, რითაც რევოლუცია მოახდინა იმ დროინდელ ლიბანურ მუსიკაში. მისი კარიერის განმავლობაში, მისთვის ძმებმა რაჰბანებმა დაწერეს ასობით ცნობილი სიმღერა და ოპერეტები. იგი მონაწილეობდა არაერთ მუსიკალურ სპექტაკლებში.

მისი აღიარება საერთაშორისო გახდა 1971 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნეს შემდეგ, რომელიც დიდი აღფრთოვანებით მიიღეს არაბულმა და ამერიკულმა საზოგადოებებმა. მან თავისი ტურნეები ჩაატარა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ამ პერიოდში იგი იქცა არაბული სამყაროს ყველაზე თვალსაჩინო და წარმატებულ მომღერლად, რომელსაც ინარჩუნებდა თითქმის მთელი დარჩენილი მე-20 საუკუნის განმავლობაში.

ფაირუზი დღემდე წარმოადგენს არაბული და ისლამური სამყაროს მუსიკის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წარმომადგენელს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ითვლება არაბული მუსიკის სახედ.

მისი რეპერტუარის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერაა “al kuds al atika“”, რომელიც მიუძღვნა მან იერუსალიმს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *