რას ეძებ?

ისტორია საქართველო

ირან-საქართველოს ისტორია: ომები და ურთიერთობები

ირან-საქართველოს ისტორია: ომები და ურთიერთობები

1. ირან – საქართველოს ურთიერთობები იწყება ძვ.წ 8 საუკუნიდან როცა კოლხეთის სამეფოსა და მიდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება.

2. ძვ. წ 520-515 წლები დარიუსის პირველის აქემენიანთა ჯარები იპყრობენ კავკასიას.

3. გადავდივართ პირველ საუკუნეში როცა 47 -55 წლებში იბერიასა და პართიას შორის დიდი ომი მიმდინარეობდა სომხეთში გაბატონებისთვის. სამწუხაროდ საბოლოოდ დასრულდა პართიის უპირობო გამარჯვებით.

4. მეორე საუკუნეში ფარსმან მეორე ქველის ეპოქაში 30 -50 იანი წლებში იბერია რასაც ჰქვია მუსრს ავლებს პართიის ჯარებს და აწყობს დიდ ლაშქრობებს პართიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში რამდენი საოცრად არ უნდა ჯღერდეს შეტევაშია იბერიაა. ასე გრძელდება სანამ პართიელები 157 წელს ფარსმან ქველს არ მოწამლავენ, მოისყიდიან რა პირად მზარეულს.

5. შემდეგი შეხება უკვე იწყება მე 4 საუკუნის მეორე ნახევარში. 368 წლიდან სასანიდური ირანი იწყებს დიდ ექსპანსიას კავკასიაში. მე 5 საუკუნეში ვასალურ მორჩილებაში მოყავს იბერია, მერე ვახტანგ გორგასალი ანთავისუფლებს, მაგრამ 523 წელს ირანი სრულიად იპყრობს იბერიას და ის ხდება მისი ერთ-ერთი პროვინცია.

6. 523 წელი კოლხეთში შეჭრის მცდელობა სრულდება კრახით ირანისთვის.

7. 542 -562 ლაზიკის დიდი ომი, რომელიც ირანის სასტიკი მარცხით სრულდება და რაც გახდება მისთვის გეოპოლიტიკური კრახის დასაწყისი. 591 წელს ირანი კარგავს კავკასიას და ის გადადის რომის იმპერიის (ბიზანტიის) კონტროლ ქვეშ.

8. ირანი 614 წელს იბრუნებს კონტროლს იბერიაზე, მაგრამ დროებით, 628 წელს ისევ კარგავს მას. 651 წელს კი თვითონ ირანი წყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ხდება არაბული ხალიფატის ნაწილი.

9. ამის შემდეგ თვითონ ირანი არის სხვადასხვა იმპერიების ნაწილი სანამ მე 15 საუკუნეში არ აღიდგენს სახელმწიფოებრიობას უზუნ ჰასანის პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ ორჯერ 1473 და 1477 წელს წარმატებით ლაშქრობს საქართველოში და დიდი ნადავლით და ტყვეებით ბრუნდება უკან.

10. შაჰ ისმაილი 1522 წელს საშინლად აოხრებს თბილისს.

11. შაჰ თამაზმა 1541 -1554 წლებში 4 ჯერ პირადად ილაშქრა ქართლსა და ჯავახეთში, უმძიმესი ზარალი მიაყენა და წაიყვანა 30 ათასი ტყვე, მაგრამ ქვეყნის დამორჩილება ვერ შეძლო.

12. 1556 წელს ქართლის ლაშქარი სასტიკად ამარცხებს ირანის არმიას გარისის ველზე.

13. 1569 წელს ირანელები ტყვედ იგდებენ ქართლის მეფე სიმონს.

ირან-საქართველოს ისტორია

14. 1578 წელს ოსმალეთთან კატასტროფულად მიმდინარე ომის გამო, სპარსელები სიმონს ათავისუფლებენ. ირანი და ქართლი მოკავშირეები ხდებიან. სიმონი 1590 წლისთვის ახერხებს ქართლის სუვერენიტეტის აღდგენას.

15. 1605 წელი იწყება შაჰ-აბასის აგრესია კახეთის სამეფოს მიმართ. მოღალატე კახელი ბატონიშვილი კონსტანტინე დიდი არმიით იჭრება კახეთში, თავიდან წარმატებებს აღწევს, მაგრამ მერე ნადგურდება და კლავენ.

16. 1614 -1618 წლები. კახეთის უდიდესი ტრაგედია, ცრემლი და გოდება. შაჰ-აბასი 4 ჯერ ლაშქრობს კახეთში და მიწასთან ანადგურებს იქაურობას. ითვლებოდა რომ, კახეთის მოსახლეობა 1614 წლისთვის იყო 900 ათასი. 1619 წელს კი კახეთის მოსახლეობა 200 ათასი გახდა. 300 ათასი ადამიანი შაჰის ჯარებმა დახოცეს, 400 ათასი კი შაჰმა აყარა და გადაასახლა ფერეიდანში და ხორასანში. ქართლი მისმა ჯარებმა უბრძოლველად დაიკავეს თავადთა ღალატის გამო.

17. 1625 წელი შაჰი გადაწყვეტს ქართლ-კახეთის მოსახლეობა დედა-ბუდიანად გადაასახლოს ირანში და ყიზილბაშები დაასახლოს. მაგრამ ლეგენდარული გმირის გიორგი სააკაძის წყალობით, ეს განზარხვა ფიასკოთი სრულდება. ის იწყებს გრანდიოზულ აჯანყებას და ანადგურებს ირანის ჯარებს. ირანის რეგულარული 120 ათასიანი არმიის უდიდესი ნაწილი ქართლ-კახეთში იღუპება 1625 -1626 წლის გენიალური სამხედრო კამპანიის შედეგად, რომელიც დიდმა მოურავმა აწარმოა.

18. მაგრამ მას ეს არ დაუფასეს და ის იძულებული შეიქმნა ქვეყნიდან გაქცეულიყო რასაც მალე ირანის დაბრუნება მოჰყვა. 1632 წელს ირანი იპყრობს ქართლს, 1648 წელს კი კახეთს. ორივე ეს სამეფო სამწუხაროდ ირანის პროვინცია ხდება რომელსაც მუსლიმი მმართველები განაგებდნენ, სანამ 1744 წელს გენიალურმა თეიმურაზ მეორემ არ აღადგინა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობა.

19. 1661 -1663 წლებში ირანის ჯარები სასტიკად აოხრებენ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს, ქართლის გამაჰმადიანებული მეფის, შაჰნავაზის იგივე ვახტანგ V ის მეთაურობით.

20. 1745 -1762 წლები. ირანი იშლება და თეიმურაზ პირველი და ერეკლე მეორე წარმატებით აწარმოებენ სამხედრო კამპანიებს ირანული სახანოების წინააღმდეგ.

21. 1795 წელი აღა-მაჰმად ხანის შემოსევა. ის სამწუხაროდ იმარჯვებს კრწანისის ბრძოლაში, ანადგურებს თბილისს და 20 ათასს ადამიანს გაასახლებს ირანში.

22. ამის შემდეგ ირანი-საქართველოს ომები წყდება, რადგან 1804-1813 და 1826 -1828 წლების ომების შედეგად რუსეთი ირანს აძევებს კავკასიიდან და ირანიც საშინლად სუსტდება და თვითონ ექცევა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ.

23. ამჟამად ირანსა და საქართველოს შორის პირდაპირი საზღვარი არ არსებობს და შესაბამისად ნორმალური ურთიერთობებია!

წყარო: საინტერესო ფაქტები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *