რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

თავისუფლების ქანდაკების პროტოტიპი, იზაბელა ბოიერი

იზაბელა ბოიერი - „თავისუფლების ქანდაკების“ მოდელი

ეს იყო საფრანგეთის საჩუქარი აშშ-ს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე.

ამერიკის სიმბოლოს, თავისუფლების ქანდაკების პროტოტიპი იზაბელა ბოიერი იყო, საკერავი მანქანების შემქმნელის, ისააკ ზინგერის მეუღლე. მშვენიერი გარეგნობის, საინტერესო, მდიდარი ქალი ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. გასაკვირი არაა, რომ „თავისუფლების ქანდაკების“ მოდელად სწორედ ის აირჩიეს. დაიბადა პარიზში. ცოლად გაჰყვა 30 წლით უფროსს ზინგერს. მუშაობდა მოდელად. დაქვრივდა. რამდენიმე წელში მეორედ იქორწინა ცნობილ მუსიკოსზე, ჰოლანდიელ გრაფ ვიქტორ როიბსტეტზე და გახდა გრაფინია. სწორედ მაღალი წრის საზოგადოებაში, ერთ-ერთ ბოჰემურ საღამოზე გაიცნო მოქანდაკე ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი და მისი მუზა გახდა.

იზაბელა ბოიერი - ქალი, რომელიც თავისუფლების ქანდაკებაზეა გამოსახული

მალე, დამოუკიდებლობის დეკლარაციის აღსანიშნავი თარიღისთვის ამერიკელების ქალღმერთი „იზაბელა ბოიერ-ზინგერი“ ოკეანით ამერიკას მიადგა. ის ნიუ-იორკში დაშლილ მდგომარეობაში (350 ფრაგმენტი) გემით ჩაიტანეს. მისი წონა 225 ტონაა. მის დამზადებაში 125 ტონა ლითონი და 30 ტონა სპილენძი გაიხარჯა.

თავისუფლების ქანდაკების დადგმას უამრავი ცნობილი მოღვაწე გულშემატკივრობდა. ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა რკინის კონსტრუქციაზე იმუშავა, სამხედრო მოღვაწემ შერმანმა ქანდაკებისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩია, ჯოზეფ პულიცერი პრესის მეშვეობით მოუწოდებდა ამერიკელებს წვლილი შეეტანათ ამ გრანდიოზულ პროექტში. ქანდაკება 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა. 1984 წლიდან ქანდაკება იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

იზაბელა ბოიერი გარდაიცვალა პარიზში 1904 წელს, 62 წლის ასაკში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *