რას ეძებ?

საინტერესო სხვა

ცოტა რამ ლაბრადორ რეტრივერზე (ლაბრადორი)

ლაბრადორი (ლაბრადორ რეტრივერი) - labrador retriever

უბადლო მოცურავე, დაუღალავი მშრომელი, გულკეთილობის და ერთგულების ნიმუში – რა ეპითეტები არ დაუმსახურებია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოთხფეხა მეგობარს! ოდესღაც ლაბრადორები (labrador retriever) თავდაუზოგავად შრომობდნენ კუნძულ ნიუფაუნდლენდის ყურეებით მდიდარ სანაპიროზე (დღეს კანადის ტერიტორიას ეკუთვნის), სადაც მეთევზეებთან ცურვით მიჰქონდათ თევზით სავსე ბადეები. დღეისდღეობით ეს გამობრძმედილი ძაღლი ოთხფეხა მეგობრის იდეალია.

ლაბრადორს მოკლე ბალანი აქვს, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის. ბეწვი არ ატარებს წყალს, რაც მას შესანიშნავ მოცურავედ აქცევს. ლაბრადორი შეიძლება იყოს ყვითელი, შოკოლადისფერი ან შავი. ღია-ყავისფერ, საშუალო ზომის თვალებს რბილი, გულკეთილი გამოხედვა ახასიათებს. იგი შედარებით დიდი ტანის იზრდება. მამალი იწონის საშუალოდ 29–36 კილოგრამს, ხოლო დედალი 25-32 კგ-ს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-13 წელი.

ლაბრადორი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. იგი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლადაა მიჩნეული. ეს არის ჯიში, რომელსაც აქვს უსაზღვრო ენერგია, ამიტომ აუცილებელია ამ ენერგიის დახარჯვა დიდ ტერიტორიაზე მუდმივი ვარჯიშით.

საინტერესო ფაქტები: 1) ამერიკაში ძაღლის ჯიშების რეიტინგში ლაბრადორ რეტრივერი 24 წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. 2) შავი, შოკოლადისფერი და ყვითელი ლაბრადორი შესაძლოა ერთი და იმავე მშობლისგან დაიბადოს. სხვადასხვა ფერის მშობლის შეჯვარებისას ლეკვები იღებენ მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის გენეტიკურ ფერს. 3) ეს ჯიში გამოყვანილია 1887 წელს, მეთევზეების მიერ, რადგანაც მათ ესაჭიროებოდათ ძაღლი, რომელიც დაეხმარებოდა თევზის ჭერასა და შეგროვებაში. ამისთვის აუცილებელი იყო ძლიერი თათის მქონე, კარგად მოცურავე ძაღლი. მეთევზეებმა ამ ჯიშს ზღვის სახელი დაარქვეს (Labrador Sea), სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ძაღლის სახეობას ლაბრადორი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *