რას ეძებ?

ისტორია კულინარია

მაკარონი: „ძაფების მსგავსი შეჭამანდი“

მაკარონი - ძაფების მსგავსი შეჭამანდი

(მაკარონი) – ისტორიკოსები მაკრონის ისტორიის ძიებისას სამ ძირითად კვალს მიადგნენ: ეტრუსკების, არაბებისა და ჩინელების ცივილიზაციას. მაკარონის მონათესავე პროდუქტს, პირველად აპიკუსის კულინარიულ წიგნში ვხვდებით, რომელიც იმპერატორ ტიბერიუსის დროს ცხოვრობდა. გემრიელი „ლაგანეს“ შესახებ ციცერონი და ჰორაციუსიც წერდნენ. გარდა ამისა, 1154 წელს, სიცილიაში მცხოვრებმა წარმოშობით არაბმა გეოგრაფმა, ალ-იდრიზმა „ძაფების მსგავსი შეჭამანდი“ აღწერა. X საუკუნის დოკუმენტებში კი მდიდრულ ბანკეტებზე მიართმევდნენ მაკარონს სოუსით.

XVI საუკუნიდან იტალიაში მაკარონს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული სახელები ჰქონდათ: „მაესტრი ფიდელარი“ – ლიგურიაში, „ლაზანარი“ – ფლორენციაში, „ვერმიჩელარი“ – ნეაპოლში. ძველ ნეაპოლურ ქარხნებში ცომს ფეხებით ზელდნენ, შემდეგ ხის პრესში ათავსებდნენ, პრესს კი 3-4 მძიმეწონიანი მუშა აჯდებოდა. მუშები მანამ დგებოდნენ და სხდებოდნენ, სანამ ცომი ერთგვაროვან მასად არ იქცეოდა, რის შემდეგაც სხვადასხვა ფორმის ბრინჯაოს ფორმებით, „ფიდელინები“, „ვერმიშელები“ გამოდიოდა.

მაკარონის მომზადების პირველი რეცეპტი XV ს-ში შეიქმნა. იმავე სუკუნეში, ვატიკანის ბიბლიოთეკარის, მამა ბართლომეო სკეჩის წიგნი გამოვიდა, რომელსაც “ჭეშმარიტი სიამოვნებისა და კეთილდრეობის შესახებ“ ერქვა. დაახლოებით იმავე დროს, ბოლონიაში ვარდის კოკრის ფორმის მაკარონი ტორტელინი გამოიგონეს, ისპანახისა და ყველის შიგთავსით. მაკარონს ნეაპოლელები XVI ს-მდე მდიდრულ დესერტად მიიჩნევდნენ. XX საუკუნეს კი სამართლიანდ მიიჩნევდნენ მაკარონის საუკუნედ.

სპაგეტის (მაკარონი) ყველაზე მარტივი ვარიაციის დამზადება შესაძლებელია ფქვლის და წყლის შერევით და დაჭრით, თუმცა მას ექნება ოთხკუთხედის ფორმა და არა ცილინდრული, ამიტომ ის უფრო ემგვანება მაკარონის სხვა სახეობას – ფეტუჩინეს. ზოგიერთ მაკარონის მოსამზადებელ ხელსაწყოს სოაგეტის რეჟიმი აქვს, რის შედეგადაც მაკარონს ცილინდრის ფორმა ეძლევა. ქარხნულად მზადდება გამომშრალი სპაგეტი. პროდუქტს გამოშრობის პროცესში ყურადღებას აქცევენ, რომ მაკარონი არ დაიწვეს ან არ გაფუჭდეს რაიმე სხვა ფაქტორისგან.

ტეგები: მაკარონი, სპაგეტი, იტალია, საინტერესო, makaroni, spageti, italia

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *