რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო სხვა

მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპით მომაკვდავი გალაქტიკა დააფიქსირეს

მომაკვდავი გალაქტიკა NGC 1947

გალაქტიკა, სახელად NGC 1947 პირველად აღმოაჩინა შოტლანდიელმა ასტრონომმა, ჯეიმს დანლოპმა 1826 წელს. ობიექტი ჩვენგან დაშორებულია დაახლოებით 40 მილიონი სინათლის წლით. მისი დანახვა კი შესაძლებელია დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან.

ახლახანს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გაშვებულმა ჰაბლის ტელესკობმა NGC 1947-ის კვდომის პროცესი დააფიქსირა.

თავდაპირველად NGC 1947 იყო სპირალური გალაქტიკა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დიდი რაოდენობით აირი დაკარგა, რამაც მას ახალი ვარკვლავების წარმოქმნის უნარიც დააკარგვინა, შესაბამისად, ამ გარემოებამ მისი ზრდის პროცესის შეჩერებაც განაპირობა.

გამოსახულებაზე მოჩანს იონიზებული გაზი, რომელიც გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი და მას დისკის ფორმა აქვს. ხოლო მის გარშემო შეინიშნება კოსმოსური მტვრისა და აირისაგან შემდგარი სპირალურად განლაგებული შვერილების კვალი.

მომაკვდავი გალაქტიკა

ტეგები: კოსმოსი, მეცნიერება, საინტერესო, ჰაბლი, mecniereba, galaktika, saintereso, kosmosi, habli

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა