რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია პოლიტიკა

რომას კალანტა – ლიეტუველი დისიდენტი და მამულიშვილი

რომას კალანტა - Romas Kalanta - ლიეტუველი დისიდენტი

ზუსტად 50 წლის წინ, 1972 წლის 14 მაისს 19 წლის ლიეტუველმა რომას კალანტამ მანამდე სსრკ-ში გაუგონარი რამ ჩაიდინა. რომასმა საბჭოთა ოკუპაციისადმი პროტესტის ნიშნად ქ. კაუნასში იმ შენობის წინ, სადაც ლიეტუვის გასაბჭოება გამოცხადდა, თავი დაიწვა.

მოსკოვისთვის ეს ქმედება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. მანამდე კრემლში ეგონათ, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობის სურვილი წელში გატეხეს მრავალჯერადი ოკუპაციით, პარტიზანული მოძრაობის ჩახშობით, დახვრეტებით, ციმბირში გადასახლებებით, რასაც საერთო ჯამში ამ პატარა ქვეყნის 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თავის დაწვის წინ რომასმა დატოვა პატარა ჩანაწერი უბის წიგნაკში: “მხოლოდ რეჟიმია დამნაშავე ჩემ სიკვდილში”. 18 მაისს რომასის დაკრძალვა დიდ მღელვარებაში გადაიზარდა კაუნასის ქუჩებში. ათასობით ახალგაზრდა ერთხმად სკანდირებდა: “თავისუფლება ლიეტუვას!”

დემონსტანტებსა და საბჭოთა ჯარს შორის მოხდა შეტაკება. დააკავეს დემონსტრაციებში მონაწილე 402 ადამიანი. საბჭოთა კავშირმა რომას კალანტა გიჟად გამოაცხადა, მის მშობლებს კი საფლავზე წარწერის გაკეთების უფლებაც კი არ მისცეს. კალანტას სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იმ წელს კიდევ 13-მა ლიეტუველმა დაიწვა თავი.

რომასის, ერთი შეხედვით, ეს განწირული ქმედება, ბევრი ლიეტუველისთვის ნუგეშად იქცა – ლიეტუვაში ახალი ძალით გამოცოცხლდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა. რომასი კი 1970-იან და 1980-იან წლებში ლიეტუვის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

ეს მოვლენები ლიეტუვაში “კაუნასის გაზაფხულის” სახელითაა ცნობილი. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ეს ამბავი კაუნასში მოხდა – იგი კოსმოპოლიტური ვილნიუსისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო “ლიეტუვური” იყო თავისი ხასიათით. თანაც, კაუნასი პირველი დამოუკიდებლობის დროს (1919-1940 წწ) ლიეტუვის დროებითი დედაქალაქიც იყო.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *