რას ეძებ?

ისტორია საქართველო

შორაპანი / ერთ-ერთ უძველესი ისტორიული ქალაქი

შორაპანი / ერთ-ერთ უძველესი ისტორიული ქალაქი

შორაპანი, ისტორიული „შარაპანა“ (მეგრულად ითარგმნება, როგორც “გზის ბატონი”) საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქს წარმოადგენს.

იგი ანტიკურ ხანაში არგვეთის ერთეულის ცენტრი იყო. ხოლო მოგვიანებით არგვეთის საერისთავოს ცენტრი, ჩხეიძეთა საგვარეულო მმართველობის დომინაციამდე.

შარაპანაზე უძველეს ცნობებს იძლევა სტრაბონი, რომელიც მას ახასიათებს, როგორც დიდ სამდინარო პორტს კოლხეთში, მდინარე ყვირილას ნაპირზე, სადაც ჩერდებოდნენ გემები და ხდებოდა პროდუქციის გადატანა. შარაპანაში მდებარეობდა შორაპნის ციხე, რომელსაც თავისი სიდიდით, შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა.

შორაპანმა მე-9 საუკუნიდან დაკარგა მნიშვნელობა და იგი ჯერ არგვეთის საერისთავოს, ხოლო შემდეგ იმერეთის სამეფოს ერთ-ერთ ჩვეულებრივ დასახლებას წარმოადგენდა.

რუსეთის იმპერიის პერიოდში, შორაპანმა კვლავ დაიბრუნა თავისი მნიშვნელობა და მან “შორაპნის მაზრის” ცენტრის სტატუსი მიიღო, რომელიც მთელს ზემო იმერეთს მოიცავდა.

1938 წელს მას დაბის სტატუსი მიენიჭა. იგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთადერთ დაბას წარმოადგენს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა