სუბუდაი ბაღათური: ჩინგიზ ყაენის საუკეთესო სამხედრო მეთაური
სუბუდაი ბათირი (ბაღათური) დაიბადა 1176 წელს. ვინ იყო სუბუდაი-დიდი სტეპის გამორჩეული მეომარი ჩინგიზ ყაენის „4 ქოფაკს“ შორის ყველაზე „ცოფიანი“, დიდებული სტრატეგი და ტაქტიკოსი?
ის იყო უბრალო მჭედლის, ჯერჩუდაის ვაჟი ურიანხაელთა ტომიდან. მჭედლები გვაროვნულ სტეპში დაბალი ფენა როდია, მაგრამ ისინი ბათირებზე, ნოინებსა და მითუმეტეს ხანების ოქროს საგვარეულოებზე დაბლა იდგნენ, 14 წლამდე ის იზრდებოდა როგორც მჭედელი და არა მებრძოლი. ვინ იყვნენ ურიანხაელები, დღევანდელი რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ტუვას რესპუბლიკის მცხოვრებთა წინაპრები.
სუბუდაიმ თავისი სამხედრო კარიერა რიგითი ნუკერის რანგში დაიწყო და მონღოლთა არმიის უდიდეს მთავარსარდლად იქცა. მონაწილეობდა ჩინგიზის ყველა ომებში. თანდათანობით მას დამოუკიდებელ სამხედრო ოპერაციებსაც ავალებდნენ და სწორედ აქ გამოვლინდა მისი სამხედრო გენია. ქრონოლოგიურად რომ დავალაგოთ მისი ხელმძღვანელობით მონღოლთა არმიამ შემდეგი გამარჯვებები მოოპოვა:
1208 წელს ის ამარცხებს ირტიშის ველზე ნაიმანებს.
1217 -1219 წლებში ის ანადგურებს მერკიტთა სახანოს.
1219 წელს ამარცხებს ხორეზმშაჰის არმიას მდინარე ირგიზთან.
.1220 წელი სამარყანდის დაპყრობა.
. იმავე 1220 წელს ზენჯანის და ყაზვინის აღება.
1221 წელი ხუნანის ველი. გიორგი ლაშას არმიის დამარცხება.
. იმავე 1221 წელი ნახიჩევანის და მარაგის აღება.
. 1222 წელი შემახის აღება და გაერთიაბული ყივჩაღ -ალანური არმიის დამარცხება.
. 1223 წელი კალკის ბრძოლა და უზარმაზარი ყივჩაღურ -რუსული არმიის განადგურება.
. 1224 წელი ერთადერთი მარცხი კარიერაში , ვოლჟელ ბულგარებთან.
მერე დარჩენილი არმიით ბრუნდება ჩინგისთან. მაგრამ ეს დასასრული არ არის. მისი გენიის და მხედარმთავრული ნიჭის დაგვირგვინება იყო 1235 -1242 წლის დასავლური კამპანია.
დასავლეთის კამპანია უდიდესია თავისი მასშტაბებით. სამხედრო ოპერაცია დაიწყო 1235 წელს და გაგრძელდა 1242 წლამდე. ამ ოპერაციის შედეგად მონღოლები გავიდნენ ადრიატიკის სანაპიროსთან და ვენასთან. პირწმინდად გაანადგურეს:
ვოლჟელი ბულგარები,
ყივჩაღები,
დაიპყრეს რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდავეთი. დაიკავეს უზარმაზარი ტერიტორია კრასნოდარიდან მდინარე ნემანამდე.
მერე განაგრძეს შეტევა და დამოიმორჩილეს ️ პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.
განადგურებული აღმოსავლეთ ევროპა კი მონღოლთა ულუსობისგან იხსნა მონღოლთა დიდი ყაენის უგედეის გარდაცვალებამ.
მონღოლთა შტანდარტები სტეპებში დაბრუდნენ, რათა ახალი ყაენის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. ამ გრანდიოზული გამარჯვებების და დაპყრობების შემოქმედი სწორედ სუბუდაი ბაღათური იყო. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ბრძოლაში, ის რიცხობრივად ბევრად მრავალრიცხოვან მტერს ებრძოდა, მაგრამ მაინც გარდა ერთი ბრძოლისა, ყველა მისი ტრიუმფით დასრულდა!
ამით სუბუდაის საოცარი სამხედრო კარიერა სრულდება და ის მონღოლეთში ბრუნდება სადაც ის გასაოცარი პატივით და დიდებით მიიღეს. გარდაიცვალა 1248 წელს 72 წლის ასაკში მშობლიურ მიწაზე!

