ქალი ახსნას უძებნის სასრულობას, მამაკაცი უსასრულობას მისდევს. ეს ასეც უნდა იყოს, მათ ხომ ერთმანეთის ტკივილისა ესმით; ქალი ბავშვს ტკივილებით აჩენს, მამაკაციც აზრამდე ტანჯვის მეშვეობით მიდის; უიმედობის წამება და ეჭვიანობით გამოწვეული ღელვა ქალისთვის არ არის განკუთვნილი. ...
ქრისტიანობაში წინა პლანზე დაქვემდებარებულთა და დაჩაგრულთა ინსტინქტებია წამოწეული: მასში ხსნას უმდაბლესი ფენები ეძიებენ. ცოდვის კაზუისტიკა, თვითკრიტიკა, სინდისის ინკვიზიცია აქ დანერგილია, როგორც საქმიანობა, როგორც საშუალება მოწყენილობის წინააღმდეგ; აქ გამუდმებით (ლოცვის მეშვეობით) ხდება გზნების შენარჩუნება ძლევამოსილი არსებისადმი, ...
ადამიანები ცხვრები არ არიან და ცხვრებიც კი იმდენად არ ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ შორის განსხვავება საერთოდ არ იყოს. იმისათვის, რომ ჰქონდეს კაბა თუ ჩექმები, რომელიც კარგად მოერგება, ადამიანმა ის თავისი ზომის შესაბამისად უნდა შეუკვეთოს, ან ...
რა არის რელიგიების მიზანი? რელიგიებს მსოფლიოს აძლევენ მათი დამაარსებლები, რომლებიც ბევრად უფრო ბრძენნი არიან, ვიდრე ის ხალხი, რომლისთვისაც ეს რელიგიებია განკუთვნილი. მათი მიზანია, კაცობრიობის ცივილიზაცია დააჩქარონ. იმისათვის, რომ ეს ეფექტურად გააკეთონ, რელიგიურმა ჭეშმარიტებებმა ყველა ცალკეული ...
რაოდენ შორს ვრცელდება ჩვენი მოგონებები ბავშვობის სიღრმეში? ჩემთვის ცნობილია რამდენიმე კვლევა, მიძღვნილი ამ საკითხისადმი, მათ შორის ანრისა და პოტვინის შრომები; მათი მეშვეობით ჩვენ ვიგებთ მნიშვნელოვან ინდივიდუალურ განსხვავებათა შესახებ; დაკვირვების ქვეშ მყოფი ზოგი ადამიანი პირველ მოგონებებს ...
შეკითხვა: რას გულისხმობთ თქვენ სიყვარულში? კრიშნამურტი: ჩვენ ვაპირებთ ავხსნათ ეს იმის გაგებით, თუ რას არ წარმოადგენს სიყვარული, იმიტომ, რომ რამდენადაც სიყვარული უცნობია, ჩვენ უნდა მივიდეთ მის გაგებამდე, უნდა უკუვაგდოთ რა უკვე ცნობილი. უცნობი არ შეიძლება ...
მე ვაღიარებ, რომ კაცობრიობის ზნეობრივი აღორძინებისათვის, აუცილებელია, რომ ქრისტიანულ ზნეობასთან ერთად არსებობდეს სხვა ზნეობრივი სისტემებიც, რომელთა წყაროც იქნებოდა არა მხოლოდ ქრისტიანული დოქტრინა, რამდენადაც ადამიანის გონების არასრულყოფილი მდგომარეობისას, თვით ჭეშმარიტების ინტერესები მოითხოვს სხვადასხვა აზრის არსებობას. ცოდნა ...
თითოეული ადამიანის მოვალეობაა, ყურადღებით დააკვირდეს თავის შინაგან სამყაროს და დაინახოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და ძალისხმევა არ დაზოგოს თავისი სხეულის, გონების და სულის გასაუმჯობესებლად. მან უნდა გააცნობიეროს უსამართლობით, მანკიერებით, ამპარტავნობით და მსგავსი თვისებებით გამოწვეული ...
ოკულტიზმი ხილულ ფორმას აღიარებს, როგორც უხილავი ჭეშმარიტების უკანასკნელ ფიზიკურ გამოხატულებას. ყველაფერი, რაც დედამიწაზე არსებობს, არის აზრის ფიზიკური გამოხატულება. საგანი უფრო მეტი არ არის, ვიდრე იდეა, გამოვლენილი და გამკვრივებული. ყველა საგანი სამყაროში არის ღვთაებრივი იდეა, გამოხატული ...
შეკითხვა: ჩვენ ვიცით სექსი, როგორც გარდაუვალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური აუცილებლობა და, როგორც ჩანს, სწორედ ის არის უმთავრესი მიზეზი ქაოსისა ჩვენი თაობის ადამიანებს შორის. როგორ შეგვიძლია გავართვათ თავი ამ პრობლემას? პასუხი: რატომ ხდება, რომ ყველაფერი, რასაც ...