ვაინახი ხალხის ტრაგედია – 1944 წლის დეპორტაცია
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
1943 წლის სექტემბერში სტალინს მაგიდაზე დაუდეს დასკვნა გრიფით საიდუმლოდ, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების უფროსის სულთან ალგობაჩიევის, სადაც ეწერა, რომ ვაინახებში იყო ხალხი რომლებიც მხარს უჭერდნენ ნაცისტებს და მათ თეთრი დროშებით დახვდნენ. ვერმახტის რიგებში კი 4000 ადამიანი ჩაირიცხა. სტალინმა მიაწერა აუცილებლად განსახილველი, ოღონდაც ჩრდილოეთ კავკასიის სრულიად განთავისუფლების შემდეგ. 1944 წლის დასაწყისში კი სპეციალური თათბირი მოიწვია რომელსაც ესწრებოდნენ: ჟდანოვი, ბერია, მიკოიანი, ხრუშოვი, კაგანოვიჩი, კალინინი, ვოზნესენსკი და მოლოტოვი.
მან სხდომაზე წარმოადგინა ის დასკვნა და თხოვა გამოეთქვათ საკუთარი აზრი. პირველი მისმა მეგობარმა, ანდრეი ჟდანოვმა ითხოვა სიტყვა, სადაც გამოაცხადა ვაინახები დამნაშავე ერად და განაცხადა რომ ისინი ყველანი უნდა გადასახლებულიყვნენ, მერე სტალინმა ბერიას სთხოვა გამოეთქვა აზრი. ბერიამ განაცხადა შემდეგი, “რა საჭიროა მთელი ხალხების გადასახლება, 4000 ათასი ადამიანი არაა ისეთი დიდი რიცხვი, რომ სრულიად ერებს ჩეჩნებს და ინგუშებს ვუწოდოთ დამნაშავე, მე შემიძლია ზუსტად დავადგინო რეალურად ვინ და რამდენი მონაწილეობდა და ისინი გადავასახლოთ მხოლოდ- ალტაის ოლქში, მაგრამ მთლიანად ერების დასჯა, სადაც ამდენი ბავშვი და ქალია არასამართლიანად მიმაჩნიაო”. მიკოანმაც ბერიას დაუჭირა მხარი და პლიუს განაცხადა რომ ეს საერთაშორისო დონეზე არ წაგვადგებაო.
მაგრამ მოულოდნელად მოლოტოვმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თქვა რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და ყველა გადასახლებელია, ოღონდ ყაზახეთშიო სადაც მათ დავასახლებთ და მსოფლიოს ვეტყვით რომ სადღაც ყინულებში კი არ ჩავასახლეთ, არამედ სხვა რეგიონში მოვახდინეთ მათი გადამისამართება, სადაც ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ვერ აწარმოებენ, სხვა მხრივ ჩვეულებრივად იცხოვრებენო. სტალინმა სხვა დამსწრე ხალხის აზრიც იკითხა და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი მოლოტოვის წინადადებას – გადასახლებას ყაზახეთში. ბერიას და მიკოიანის კიდევ ერთი მცდელობა გადაერწმუნებინათ სხდომის მონაწილენი უშედეგოდ დასრულდა.
სტალინმა ოპერაციის თარიღად დანიშნა 23 თებერვალი. მერე ბერიას უთხრა რომ, რადგან საოცრად მამაც და მეომარ ხალხთან გვექნება საქმე, ოპერაცია წარმატებით რომ ჩატარდეს 200 ათასიანი სამხედრო დაჯგუფება იქნება გამოყოფილიო. უშიშროების განხრით ვინ გვყავს საუკეთესო კადრი ამ წუთას კავკასიაშიო? ბერიამ უპასუხა- მიხეილ გვიშიანიო. სწორედ ის დანიშნა სტალინმა ოპერაციის ხელმძღვანელად.
31 იანვარს მან მოაწერა ხელი საიდუმლო დოკუმენტს რომლითაც უქმდება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი. მოსკოვიდან ოპერაციის მთავარ კურატორად გაგზავნეს უშიშროების გენერალი – ივან სეროვი. 21 თებერვალს, სტალინის ბრძანებით, ბერიაც ჩავიდა გროზნოში თუ რაიმე გართულება იქნებოდა, ადგილზე მიეღო ზომები.
ბევრი ვარაურობდა რომ იქიდან გამომდინარე რომ საოცრად მამაც და მეომარ ხალხთან ჰქონდა საქმე, იქნებოდა ბრძოლები და ბევრი აულის შტურმით აღება მოუწევდათ, მაგრამ გვიშიანმა თვითონ ოპერაციას რაც შეეხება, ჩაატარა უმაღლეს დონეზე. 650 ათასი ადამიანი გადაასახლეს ისე რომ ხელი არ გაანძრევინეს. იყო მცირე ჯგუფი რომელმაც სცადა წინააღმდეგობის გაწევა და ადგილზე მოახდინეს მათი ლიკვიდაცია – 780 კაცი.
სრულიად გადაასახლეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობა. უდიდეს ტრაგედიად იქცა ეს ყველაფერი ამ ერებისთვის. გზაში ათასობით დაიღუპა რომელიც ძველი ვაგონებით გადაიყვანეს, სიცივეში და ყინვაში. ყაზახეთში ჩასულებს სანამ ფეხზე დადგებოდნენ უმძიმესი დღეების გადატანა მოუწიათ, ავამდყოფობები , შიმშილი. ჯერაც გაუგებარია რატომ იქნა მიღებული ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან როგორც ბერიამ თქვა თავისუფლად შეიძლებოდა, იმათ გამოვლენა ვინც უშუალოდ თანამშრომლობდა ნაცისტებთან და მათი დასჯა და აქ ყველანი ერთ ქვაბში მოხარშეს! ეს ნამდვილად იყო საშინლად უსამართლო გადაწყვეტილება, რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის ტრაგედია გამოიწვია!
გადასახლებულთა სახლებში სხვა ერები დაასახლეს , ინგუშების მიწაზე ძირითადად ქართველები. როცა ისინი დაბრუნდნენ უკან 1957 წელს, მხოლოდ ჩვენმა წინაპრებმა დაუთმეს უანგაროდ ყველაფერი და დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ამ კეთილშობილურ საქციელს ინგუშები ახლაც არ ივიწყებენ და საოცარი მადლიერებით არიან აღვსილნი ჩვენს მიმართ, “მოვლილი ქვეყანა დაგვახვედრეს ქართველებმა, მერე კი ყველაფერი უანგაროდ დაგვითმეს, ხალხი საკუთარ სახლებში დაბრუნდაო!”
P.S სტენოგრამა რომელშიც ასახულია საიდუმლო თათბირის დეტალები, თავის დროზე გამოაქვეყნა ელცინის მთავრობაში პირველმა ვიცე-პრემიერმა და ინფორმატიკის მინისტრმა- მიხაილ პოლტორანინმა!