ალექსის დე ტოკვილი: “დემოკრატია ამერიკაში”
XIX საუკუნის გამოჩენილი ფრანგი მოაზროვნის, ისტორიკოსის, დიპლომატისა და პოლიტიკოსის – ალექსის დე ტოკვილის (1805-1859) წინასწარმეტყველური სიტყვები…
ამერიკელი ებრძვის იმ წინააღმდეგობებს, რომლებსაც ბუნება წარმოშობს; რუსი ებრძვის ადამიანებს.
ერთი ეომება უდაბნოებსა და ბარბაროსობას, მეორე კი – ცივილიზიაციას;
ამიტომ ამერიკელთა მონაპოვარი მიწათმოქმედის გუთნად გადაიქცევა, რუსის მონაპოვარი კი – ჯარისკაცის მახვილად.
თავისი მიზნის მისაღწევად ერთი ეყრდნობა პირად ინტერესებს და პიროვნებას ანიჭებს მოქმედების თავისუფლებას იმდენად, რომ არ შეიზღუდოს ცალკეული ინდივიდის ძალა და გონება.
მეორე საზოგადოების ყველა ძალას ერთ ადამიანში აქცევს.
ერთისთვის მოქმედების მთავარი საშუალება თავისუფლებაა, მეორისათვის – მორჩილება.
სხვადასხვაა მათი ამოსავალი წერტილები, სხვადსხვაობენ მათი გზებიც, მაგრამ წინასწარგანგებულების საიდუმლო ნებით თითოეული მათგანის დანიშნულებაა ოდესმე ხელთ იგდონ ნახევარი მსოფლიოს ბედი.
“დემოკრატია ამერიკაში” – ალექსის დე ტოკვილი