რას ეძებ?

ისტორია საქართველო

ამაზასპი – რომში დაკრძალული ქართველი უფლისწული

ტრაიანე (ამაზასპი - რომში დაკრძალული ქართველი უფლისწული)

რომში, კარგა ხნის წინ იპოვეს ქართველი უფლისწულის – ამაზასპის საფლავის წარწერა:

,,მეფის სახელოვანი ძე, ამაზასპი, მითრიდატე მეფის ძმა, რომლის მშობლიური მიწაც არის კავკასიის კარიბჭესთან, ქართველი, ქართველის ძე, განისვენა წმინდა ქალაქთან, რომელიც ააგო ნიკატორმა ზეთისხილოვან მდინარესთან (ნიზიბინი). გარდაიცვალა თანამგზავრი ავზონთა წინამძღოლი მეუფისა (იმპერატორისა). მოსული იყო სპარსელებთან საომრად, გარდაიცვალა იქამდე, ვიდრე მტრის სისხლში გაისვრიდა ხელს, ვაი, რომ ძლიერ ხელს! [ერთდროულად] შუბოსანი, მშვილდოსანი, მახვილოსანი, ქვეითიც და მხედარიც. მორცხვ ქალწულს ჰგავდა…”

როგორც ირკვევა, ამაზასპი იმპერატორ ტრაიანეს დასახმარებლად 115-წელს ნიზიბისში მოსულ ქართველთა ლაშქარს სარდლობდა. მაგრამ როგორ აღმოჩნდა მისი საფლავი რომში? რატომ იყო ასე ძვირფასი იმპერატორისთვის ამაზასპის ცხედარიც კი?

რადგანაც ადრიანე და ტრაიანე ცნობილი ჰომოსექსუალები იყვნენ, ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ტრაიანესა და ამაზასპს შორის ისეთივე ურთიერთობები არსებობდა, როგორიც ადრიანესა და ანტინოეს შორის, რის გამოც ტრაიანემ ამაზასპის ნეშტი თავისთან დაიტოვა…

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა