რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

არსარხადონი – შემდგომ სინახერიბისა

არსარხადონი / შემდგომ სინახერიბისა / ასურეთი

ძვ. 681 წელს როცა სინახერიბის უფროსმა შვილებმა ადრამელეხმა და შარაცერმა მამა მოკლეს, არმიამ მისი სურვილისამებრ ტახტზე მისი უმცროსი შვილი არსარხადონი აიყვანა. უფროსი ძმები კავკასიაში გაიქცნენ, რომელიც მაშინ ასურეთს ემორჩილებოდა და შეიძლებოდა მათი იქ შეპყრობა, მაგრამ არსარხადონი კი უყვარდა მამას, მაგრამ ხასიათით მას არ გავდა. თუ სინახერიბი ორივეს სასტიკი სიკვდილით დასჯიდა, არსახარდონმა ორივე გაუშვა, სკვითიაში. მან განაცხადა: “მათ მშობელი მამის სისხლში გაისვარეს ხელი, მე ძმების სისხლში არ გავაკეთებ იმავეს. წავიდნენ, გადაეცით რომ უკან აკრძალული აქვთ დაბრუნება”. ასეც მოხდა და მერე მათ შესახებ ყველანაირი ცნობა ქრება.

მეორე ქმედება არსახადონისაც საოცრად ჰუმანური იყო. ძვ. 679 წელს მან გამოაცხადა რომ ის აღადგენს ბაბილონს რომელიც გაანადგურა მამამისმა. შემდეგ 9 წლის განმავლობაში ასირიელი ხუროთმოძღვრები ნულიდან ულამაზეს ქალაქს ააშენებენ. ინტერნეტში სურათებს რომ ხედავთ ბაბილონისა ეგ სწორედ არსახადონის მიერ აშენებული ბაბილონია, თორემ ძველი პირწმინდად მოთხარა სინახერიბმა.

ძვ.670 წელი ბაბილონი გაიხსნა და იქ არსახადონმა ქალდეველი ტომები და სხვა ბაბილონის სამეფოს ქალაქებიდან გადარჩენილი ხალხი ჩაასახლა. არ დაუფასდება ეს მერე ასირიელებს და არსარხადონის ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდება ძალიან დიდი შეცდომა, რადგან ბაბილონი იქნება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ასურეთის განადგურებისა ძვ. 616 -605 წლებში.

ამის გარდა არსარხადონმა განაგრძო მასობრივი მშენებლობები იმპერიაში და ის ნამდვილ სამშენებლო პოლიგონს დაამსგავსა. ასურეთი მშვენდებოდა და მდიდრდებოდა.

ძვ. 679 -678 წელს ასირიელემა კიმერიელების შეჭრა მოიგერიეს კაპადოკიაში, პირწმინდად გაანადგურეს მათი არმია, ბრძოლის ველზე დაეცა მათი ბელადი ტეუშპაც. ათასობით კიმერიელი მხედარი ტყვედ ჩავარდა. არსარხადონი აღფრთოვანებული დარჩა მათი სიმამაცით და ვაჟკაცობით და ყველას შეწყალება შესთავაზა, თუ მის სამსახურში ჩადგებოდნენ. ასეც მოხდა და 20 ათასი კიმერიელი ასირიულ არმიაში ჩაირიცხა.

ძვ. 676 წელს არაბულმა ტომებმა შეუტიეს ასირიის საზღვრებს და ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. როგორც ასირიული ანნალები იუწყებიან, სწორედ აქ ნახეს პირველად არსარხადონი საოცრად გაცოფებული.

ძვ.676 -675 წლებში მისმა ჯარებმა გადაუარეს არაბეთის ნახევარკუნძულს. მაშინ არაბეთს 8 შეიხი მმართავდა. რვავე შეიპყრეს და თავი მოკვეთეს. ყველა არაბული ქალაქი მიწასთან გაასწორეს. ზიანი იმდენად დიდი იყო რომ ამის შემდგომ 100 წელი არაბები უდაბნოდან საომრად არ გამოსულან. გარდა ამისა არსახადონმა ასურეთის პროვინციად აქცია დღევანდელი ქუვეითის ტერიტორია და ამით ბუფერული ზონა შექმნა უშუალოდ ძირძველ ასირიულ პროვინციებსა და არაბებს შორის.

ძვ. 674 წელს აჯანყდა მიდია. ცენტრალურ ირანში. მათ მოიშველიეს სკვითები, გაანადგურეს ასირიული გარნიზონები და მათ წინააღმდეგ გაგზავნილი ასირიული არმია. ყველა ელოდა რომ არსახადონი ძირითადი არმიით ჩაახშობდა მაგ აჯანყებას, მაგრამ არსახადონმა მიდია გაუშვა. ძვ. 673 წელს მათ დამოუკიდებელი მიდიის სამეფოს აღდგენა გამოაცხადეს რომელიც არსარხადონის ბაბუამ სარგონ მეორემ გაანადგურა და დაიპყრო. ეს გადაწყვეტილებაც შემდგომ ძვირად დაუჯდება ასურეთს. სწორედ მიდიურ-სკვითური კავშირი შეეკვრება სამომავლოდ ბაბილონს რომელიც ძვ. 626 წელს მოიპოვებს ისევ დამოუკიდებლობას და ერთობლივი ძალებით გაანადგურებენ ასურეთის იმპერიას.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ არსარხადონმა მიდია ასე მარტივად იმიტომ გაუშვა რომ ის ეგვიპტის დასაპყრობად ემზადებოდა. ეგვიპტისა რომელიც 2000 წელი იყო ჰიქსოსების შემდეგ ვერავის ვერ დაეპყრო, მას სურდა ამით თავისი სახელი უკვდავყოფა, დაეპყრო ის ქვეყანა რომლის დაპყრობა შეუძლებლად მიიჩნეოდა. სწორედ მაგ პერიოდში როცა მიდიის აჯანყება აქტიურად მიმდინარეობა ის თავისი არმიით ძვ. 674 წელს ეგვიპტეში შეიჭრა, მაგრამ ქალაქ პელუზიასთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა.

ნინევიაში დაბრუნებულმა მან რევანშისთვის მზადება დაიწყო. მან მთელ იმპერიაში მობილიზაცია გამოაცხადა. ძვ.წ 671 წელს ის 140 ათასიანი არმიით, 120 ათასი ქვეითი და 20 ათასი ცხენოსანი ეგვიპტისკენ დაიძრა. ამჯერად ლაშქრობა ტრიუმფით დასრულდა. მან ზედიზედ სამ გრანდიოზულ ბრძოლაში დაამარცხა ეგვიპტის ფარაონ ტაჰარკას ჯარები, აიღო ორივე დედაქალაქი მემფისი და თებე. ძვ.670 წლის იანვრისთის მან შეძლო ის რაც ბოლო 2000 წელი არავის გამოსვლოდა. მან სრულიად დაიმორჩილა ეგვიპტე და ის ასურეთის იმპერიის პროვინციად გამოაცხადა. ეგვიპტეში ასირიელებმა ზღაპრული სიმდიდრე ჩაიგდეს ხელთ. 180 ტონა ოქრო და 9 ტონა ვერცხლი.

ძვ. 670 წელს ნინევიაში დაბრუნებულმა არსარხადონმა გრანდიოზული ტრიუმფი გადაიხადა. ასევე მან გადაწყვიტა ეს სიმდიდრე საკუთარი ხალხისთვის გაენაწილებინა და პირადად დაურიგა გაჭირვებულ ასირიელებს ოქრო და ვერცხლი. მაგრამ დამოუკიდებლობას მიჩვეული ეგვიპტე შემდეგ წელს აჯანყდა და ზემო და ქვემო ეგვიპტეც სახალხო ომის ცეცხლის ალში გაეხვია.

სწორედ ამ აჯანყების ჩასახშობად დაძრული არსარხადონი, სრულიად მოულოდნელად ძვ.წ 669 წლის 1 ნოემბერს გზაში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 44 წლის იყო. ასე გარდაიცვალა ადამიანი რომელსაც ასურეთის ერთ-ერთ ყველაზე კეთილ მეფეს ეძახდნენ.

ტახტზე მისი შვილი აშურბანიპალი ავიდა. ახალი ეპოქა დაიწყო – აშურბანიპალის ეპოქა რომელიც ოქროს ასოებით ჩაეწერა ასურეთის იმპერიის ისტორიაში!

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა