ბარონი მიუნჰაუზენი: ცოტა რამ ჩვენი ბავშვობის გმირზე
ბევრმა ალბათ შეიძლება არც იცოდეს, რომ ჩვენი ბავშვობის გმირი ბარონი მიუნჰაუზენი იყო რეალური პიროვნება. იგი დაიბადა გერმანიაში, მაგრამ შემდეგში საცხოვრებლად გადავიდა ლატვიაში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში. ომებიდან დაბრუნების შემდეგ კი ყვებოდა საოცარ და დაუჯერებენ ამბებს ბრძოლებზე, რუსეთზე, ნადირობაზე და ა.შ.
ყველამ იცოდა, რომ ბარონი აჭარბებდა და ალამაზებდა ისტორიებს. მაგრამ მას მოყოლის იმდენად მიმზიდველი ფორმა და მანერა ჰქონდა, რომ უამრავი ხალხი ცდილობდა მისი ამბების მოსმენას.
მისი მონაყოლი კი ჩაიწერა ერთმა ღვთისნიერმა მწერალმა და ისტორიკოსმა რუდოლფ ერიხ რასპემ და კაცობრიობას ბავშვობა გაულამაზა.
11 მაისს მიუნჰაუზენის დაბადების დღეა. იგი 301 წლის გახდა. მისი სახლ-მუზეუმის ნახვა კი შეგიძლიათ ქ. რიგის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფ. დუნტეში ბალტიის ზღვის სანაპიროზე.
ბარონი მიუნჰაუზენის ერთადერთი ნამდვილი პორტრეტი, რომელიც დახატულ იქნა 1752 წელს ბრუკნერის მიერ, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას განადგურდა, თუმცა საბედნიეროდ შემორჩენილი იქნა ორიგინალი სურათების ფოტოები.