რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო

ლენდ-ლიზი: რა მიიღო მოსკოვმა ვაშინგტონისგან 1941-1945 წლებში

ლენდ-ლიზი: რა მიიღო მოსკოვმა ვაშინგტონისგან 1941-1945 წლებში

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

აშშ-ის მიერ 1941-1945 წლებში სსრკ-ს ლენდ-ლიზის (Lend-Lease) პროგრამით გადაცემული შეიარაღების, საკვებისა და ტანსაცმელის ღირებულება იმ დროინდელი კურსით $11.3 მლრდ-ს შეადგენდა, რაც ამჟამინდელი კურსით $220 მლრდ-ის ტოლია. ჩექმაც კი არ ჰქონათ საკარისი, ახლა კი დახმარების მნიშვნელობას აკნინებენ. მაინც რა მიიღო მოსკოვმა ვაშინგტონისგან?

1) 13 000 ტანკი;
2) 14 000 თვითმფრინავი;
3) 400 000 ჯიპი და სატვირთო;
4) 8 000 ტრაქტორი;
5) 35 000 მოტოციკლი;
6) 1981 ლოკომოტივი;
7) 11 200 სარკინიგზო ვაგონი;
8.) 620 000 ტონა რელსი;
9) 522 მლნ მსხვილკალიბრიანი ვაზნა;
10) 603 მლნ შაშხანის ვაზნა;
11) 3 მლნ ჭურვი წვრილკალიბრიანი ქვემეხებისთვის;
12) 18 მლნ ჭურვი მსხვილკალიბრიანი ქვემეხებისთვის;
13) 107 000 ტონა ბამბა;
14) 1.5 მლნ საბანი;
15) 2.7 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი;
16) 15 მლნ წყვილი სამხედრო ჩექმა;
17) 4.5 მლნ ტონა საკვები;
18) სხვადასხვა მოცულობის: ეთილის სპირტი, ანტიფრიზი, კობალტი, ნიკელი, ვოლფრამი, თუთია, ცეზიუმი, კადმიუმი, ბერილიუმი… ასევე მედიკამენტები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა.

ლენდ–ლიზი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა მოკავშირეებს (გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვ.) დიდი რაოდენობით შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.

ლენდ-ლიზი: რა მიიღო მოსკოვმა ვაშინგტონისგან 1941-1945 წლებში
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *