ვაშლის ძმარი და მისი სამკურნალო თვისებები
ვაშლის ძმარი გამოიყენება ქრონიკული დაღლილობის მოსახსნელად და ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. მზადდება თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევით. ფინჯან თაფლში შეურიეთ ორი ჩაის კოვზი ძმარი, კაგად მოურიეთ და მიიღეთ ორ-ორი ჩაის კოვზი ძილის წინ.
თუ კვების პროდუქტებით მოიწამლეთ, ერთ ჭიქა წყალში გახსენით ვაშლის ერთი ჩაის კოვზი ძმარი და სვით ყოველ წუთში თითო ჩაის კოვზი.
თირკმლის ანთებისას რეკომენდირებულია ორი კოვზი ვაშლის ძმრის სითხე, რომელიც უნდა გავხნათ ერთ ჭიქა წყალში და დავლიოთ.
ცრემლდენისას ერთ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს და ერთ წვეთ იოდს აზავებენ ერთ ჭიქა წყალში; იღებენ ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ, ჭამის წინ.
ართრიტით დაავადებისას ათ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს ხსნიან წყალში და იღებენ ჭამის დროს დღეში სამჯერ. ტკივილები მცირდება და ბოლოს საერთოდ ქრება.
დაავადებული სახსრები დაიზილეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის, ერთი ჩაის კოვზი სკიპიდრის და ერთი კვერცხის გულის ნარევით. ეს მალამო ძალიან კარგია აგრეთვე რადიკულიტის სამკურნალოდ.
მუნის (კანის, თმის, ფრჩხილების დაავადებათა) სამკურნალოდ ვაშლის გაუზავებელი ძმარი წაისვით დღეში 6-ჯერ. რამდენიმე დღეში დაავადება ქრება.
ვისაც ეგზემა ან ტანზე გამონაყარი და ქავილი აწუხებს, გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაიზილოს დაზიანებული ადგილები დღეში რამდენჯერმე. პროცედურა მოხსნის ქავილს და წვას და კანიც ბუნებრივ ფერს დაიბრუნებს. ასევე შეიძლება ოფლიანობა მოვიშოროთ, თუ ძილის წინ ტანს დავიზელთ ვაშლის ძმრით.