ქრისტიანობა / მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგია
ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიაა. ამ რელიგიის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით 2.5 მილიარდია.
ქრისტიანობა იყოფა სხვადასხვა მიმდევრობებად, რომელთა რაოდენობები შემდეგნაირად ნაწილდება:
კათოლიციზმი – 1.380 მილიარდი მიმდევარი; ყველაზე მაღალი პროცენტი: ვატიკანი(100%), ტიმორ-ლესტე(97%), სან-მარინო(90.5%), პარაგვაი(89%). ყველაზე მეტი რაოდენობა: ბრაზილია(124 მლნ), მექსიკა(100 მლნ), ფილიპინები(86 მლნ), აშშ(69.5 მლნ).
პროტესტანტიზმი – ~900 მილიონი მიმდევარი; ყველაზე მაღალი პროცენტი: დანია(87%), შვედეთი(84%), ფინეთი(83.5%), ნორვეგია(81%). ყველაზე მეტი რაოდენობა: აშშ(160 მლნ), ნიგერია(60 მლნ), ჩინეთი(58 მლნ), ბრაზილია(41 მლნ).
დიოფიზიტი მართლმადიდებლები – იგივე აღმოსავლური მართლმადიდებლობა: 220 მილიონი მიმდევარი; ყველაზე მაღალი პროცენტი: მოლდოვა(97%), საბერძნეთი(90%), კვიპროსი(89%), სერბეთი(84.5%), საქართველო(83.5%). ყველაზე მეტი რაოდენობა: რუსეთი(~103 მლნ), უკრაინა(~30 მლნ), რუმინეთი(16.5 მლნ), საბერძნეთი(9.4 მლნ).
მონოფიზიტი მართლმადიდებლები – იგივე ორიენტალური მართლმადიდებლობა: 70 მილიონი მიმდევარი; ყველაზე მაღალი პროცენტი: სომხეთი(92.5%), ერიტრეა(47%), ეთიოპია(43.5%), ეგვიპტე(10%). ყველაზე მეტი რაოდენობა: ეთიოპია(47.5 მლნ), ეგვიპტე(10.5 მლნ), ინდოეთი(4 მლნ), სომხეთი(2.8 მლნ).
თეგები: ქრისტიანობა; ქრისტიანები; ქრისტიანობის გავრცელება; ქრისტიანები მსოფლიოშ; რუკა; ქრისტიანობის გავრცელების რუკა.