რუმინეთის მეფე მიჰაი პირველი
ეს პიროვნება რუმინეთის მეფე მიჰაი პირველია. რუმინელების ერთ-ერთი საყვარელი მმართველი. მამამისის გადადგომის შემდეგ მეფე გახდა 6 წლის ასაკში 1927 წელს. მისი არასრუწლოვნების გამო ქვეყანას რეგენტთა საბჭოს მმართავდა. მათ სრული ფიასკო განიცადეს, ამის გამო მამამისი დაბრუნდა 1930 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი კვლავ მიჰაი გახდა მეფე 1940 წელს!
1944 წელს ჩამოაგდო ფაშისტი დიქტატორი, ტირანი იონ ანტონესკუ და რუმინეთი მოკავშირეების მხარეს გადაიყვანა. მან განაცხადა: “ჩვენ დიდი ხანია ვიყავით ანტონესკუს უგუნურების და ჩემი გამოუცდელობის გამო ისტორიის არასწორ მხარეს. აწი ჩვენ სიკეთის მხარეს ვიბრძოლებთ”.
1947 წელს ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს მოსკოვის დახმარებით. მაშინ პრინცესა ელისაბედ II-ის ქორწილიდან დაბრუნებულს, ბუქარესტი და სასახლე აჯანყებული სამხედროებით დაკავებული დახვდა. მისი დაპატიმრება და გასამართლება უნდოდათ, მაგრამ საქმეში მოულოდნელად სტალინი ჩაერია. მან კატეგორიულად აუკრძალა ახალი მთავრობის მეთაურს პეტრუ გროზას მისთვის ხელის ხლება. სტალინმა თქვა “ის ომის გმირია, ჩვენ კი ომის გმირებს არ ვსჯით. 1944 წელს მან სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა რუმინეთი” ამის შემდეგ ის “გამარჯვების” ორდენით დააჯილდოვეს და შესთავაზეს რუმინეთში უპრობლემოდ დარჩენა.
მაგრამ მან ასე ნაგლურად სახელმწიფო მმართველობიდან ჩამოშორების გამო, პროტესტის ნიშნად ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. 1948 წელს შვეიცარიაში დასახლდა. 1956 წელს კი ხრუშოვის მოთხოვნით მას ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს.
1990 წელს, ნიკოლაი ჩაუშესკუს დიქტატურის დამხობის შემდეგ მიჰაი რუმინეთში დაბრუნდა, მაგრამ პოლიციამ ის დარეპორტა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წელს ახალმა მთავრობამ ნება მისცა ჩასულიყო და აღდგომა რუმინეთში აღენიშნა. მეფის გამოჩენისას ბუქარესტის ქუჩებში მის მხარდასაჭერად მილიონობით ადამიანი გამოვიდა, რამაც ანტიმონარქისტულად განწყობილი პრეზიდენტი შეაშინა და რუმინეთი კვლავ დაატოვებინეს, დაბრუნებაზე კი კვლავ უარით ისტუმრებდნენ 1997 წლამდე, სანამ ახალმა პრეზიდენტმა ემილ იონ კონსტანტინესკუმ მას მოქალაქეობა არ აღუდგინა!
მიუხედავად თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ანტიმონარქისტული აგიტაციისა , მიჰაიმ პოპულარობის შენარჩუნება მაინც მოახერხა. 1997 წელს მას ისევ მილიონობით ადამიანი შეეგება. 1997-2002 წლებში მიჰაიმ მთელი ევროპა მოიარა, შეხვდა ქვეყნების მეთაურებს და არწმუნებდა მათ, რომ რუმინეთი ნატოსა და ევროკავშირში მიეღოთ, რომლის შედეგად რუმინეთი მიიღეს კიდეც ორივე ორგანიზაციაში 2004 წელს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰაის რუმინეთის მეფედ მოიხსენიებდნენ. გარდაიცვალა 2017 წელს, 96 წლის ასაკში! რუმინეთის ისტორიაში ითვლება ეროვნულ გმირად და ლეგენდარულ ფიგურად!
წყარო: მსოფლიო ისტორია ავტორი: დათო ბიბლაია