რუი ჯინგუ ბანგი მაიმუნების მეფის, სან ვუკონგის იარაღი
რუი ჯინგუ ბანგი მაიმუნების მეფის, სან ვუკონგის იარაღია, კვერთხი რომელიც დაახლოებით 8 000 კგ-ს იწონის და ვუკონგის გარდა რამდენიმეს შეუძლია მისი აწევა.
აღსანიშნავია, რომ კვერთხს მაგიური შესაძლებლობები აქვს, როგორიც არის ზომის ცვლილება, მას შეუძლია რამდენიმე ათასეული კილომეტრის სიგრძის გახდეს, ან იმდენად დაპატარავდეს, რომ ვუკონგის ყურში მოთავსდეს. ასევე აქვს უნარი შექმნას საკუთარი დუბლიკატები, რაც ვუკონგს ჯერ ნეჟას, შემდეგ კი დემონთა არმიის დამარცხებაში დაეხმარა.
რუი ჯინგუ ბანგი გამორჩეულია ფორმის შეცვლის უნარითაც.
დიდებულმა იუიმ, წარღვნის დროს რუი ჯინგუ ბანგი, წყლის სიღრმეების გასაზომად გამოიყენა, სწორედ მისი დამსახურებით მისცა წყლებს ის ფორმა რაც დღეს აქვთ.