რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

“ქალი საჭესთან” – ბერტა ბენცი

"ქალი საჭესთან" ვის გაუგონიაო - ბერტა ბენცი

როდესაც ეს ქალი ოცდაცხრამეტი წლის იყო, მან ქმრის დაუკითხავად ახალ მანქანაში ჩასვა ორი შვილი და მანჰეიმიდან ჰორცჰეიმში დედასთან გაემგაზავრა, დაახლოებით ოთხმოცდაათი კილომეტრის მოშორებით, ქმარს გაუგზავნა დეპეშა: „ჩვენ ბებიასთან ვართ, ყველაფერი კარგად არის” და ორი დღის შემდეგ უკან დაბრუნდა.

მან ეს იმიტომ გააკეთა , რომ მისმა ქმარმა ორი წლით გადადო ამ მანქანის ტესტირება – ან ეზარებოდა, ან ეშინოდა, ან სხვა რამ. კარლ ბენცი მისი ქმრის სახელი იყო. ქალს კი, რომელსაც 1888 წელს “ეშმაკზე” 196 კილომეტრის გავლა არ შეეშინდა, ბერტა ბენცი ერქვა.

საგზაო რუკებისა ან GPS-სისტემების არ არსებობის გამო , ბერტას მოუწია რელიეფის ნავიგაცია მდინარეებისა და სარკინიგზო ლიანდაგების გამოყენებით.
როდესაც წარმოვიდგენთ, თუ როგორ ირწეოდა ის 12 საათის განმავლობაში ხის ბორბლებლებიან კიჩოზე, 2 ცხენის ძალის მქონე ოთხ ტაქტიანი ძრავით, მიხვდებით, რა მამაცი იყო ეს ქალი და ასევე ცოტაც გიჟი. შესაძლოა, სწორედ ამის გამო განხორციელდა მისი გეგმა.

ქალბატონის არალეგალური მგზავრობა Benz Motorwagen No. 3-ის საჭესთან იყო რადიკალური განცხადება, რომ მანქანა უსაფრთხო და გამოსაყენებლად ვარგისია და ასევე იყო გზავნილი კარლისთვის, რომელსაც აძლიერებდა თავისი მუშაობის გასაგრძელებლად.

ბერტა იყო მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც შორს წავიდა მანქანით და ყოველ ჯერზე მასზე მეფიქრება, როცა მესმის ყველა ის სასაცილო ამბავი “ქალი საჭესთან”. 

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა