რას ეძებ?

სხვა ჯანმრთელობა და სილამაზე

როგორ დავადგინოთ, ვითვლებით თუ არა ჭარბწონიანად

როგორ დავადგინოთ, ვითვლებით თუ არა ჭარბწონიანად - სიმსუქნე

ძნელად თუ იპოვით ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი წონით სრულებით კმაყოფილია. ყველაზე ტანადები და მომხიბვლელებიც კი ამბობენ, რომ სრული კმაყოფილებისთვის 2-3 კგ-ს დაკლება სჭირდებათ. სტატიაში მოყვანილია ძირითდი კრიტერიუმები იმის დასადგენად, თუ რამდენად ჯანსაღია თქვენი წონა.

ცხიმოვანი ქსოვილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ოფტიმალურად მიჩნეულია თანაფარდობა, რომლის დროსაც ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის მასის 25-31 %-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი საკმაოდ პირობითია: მისი მომატებისას ზოგი შესაძლოა სავსებით ჯანმრთელი იყოს, ზოგი ნორმალური მაჩვენებლის პატრონი კი მძიმე დაავადების რისკჯგუფში იმყოფებოდეს. მასის ინდექსი ყველასათვის ცნობილია, თუმცა ყოველთვის ვერც მას დავეყრდნობით, რადგან ეს ფორმულა არ ითვალისწინებს სხეულის აგებულების თავისებურებებს, ცხოვრების წესს და მემკვიდრეობას. იმის დასადგენად კი, საჭიროებს თუ არა ჩვენი სხეული წონის დაკლებას, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ ამ ნიშნებზე:

  • არ გიზიდავთ მოძრაობა – ადამიანს, რა დაკავებულიც არ უნდა იყოს, სჭირდება მოძრაობა. თუ დასვენებულსაც კი არ გინდათ სეირნობა, ცეკვა და ზედმეტად განძრევა, წონის დაკლების დრო მოსულა;
  • ღამით გძინავთ და გამოუძინებელი დგებით;
  • „რბილი“ ცელულიტის ნიშნები;
  • გამუდმებით სისუსტეს უჩივით;
  • გამუდმებით გშიათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად იკვებებით – ეს შესაძლოა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ არასწორად იკვებებით;
  • გაწუხებთ მაღალი წნევა და ქოლესტერინის დონეც მომატებული გაქვთ;
  • თეძოს გარშემოწერილობა 85 სმ-ს აღემატება;
  • უჩვით ზურგის, მენჯებისა და მუხლის ტკივილს;
  • ყოველწლიურად იმატებთ ერთ-ორ კილოგრამს ან მეტს.

ეს ჩვენი სხეულის მასის ინდექსია. გრაფიკში წონის დიაპაზონი გამოითვლება სიმაღლეზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მეთოდოლოგიის შესაბამისად, სადაც ყვითელი ფერი არასაკმარისი წონის აღმნიშვნელია, მწვანე ნორმაა, ნარინჯისფერი ჭარბ წონაზე მიუთითებს, ხოლო წითელი გაცხიმოვნების მანიშნებელია.

მასის ინდექსი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *