რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

თავისუფლების ქანდაკება / ამერიკის სიმბოლო

თავისუფლების ქანდაკება - ამერიკის სიმბოლო - ნიუ-იორკი

მსოფლიოში იმედის სიმბოლოდ ცნობილი ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება ოდესღაც მრავალი იმიგრანტისთვის აშშ-ის პირველი ხედი იყო. „თავისუფლებას“ ცალ ხელში განათლების ჩირაღდანი უპყრია, მეორეში ქვის დაფა უჭირავს, რომელზეც დამოუკიდებლობის დეკლარაციის თარიღია ამოტვიფრული და მარცხენა ფეხი გაწყვეტილ ჯაჭვებზე – მონობის დასრულების სიმბოლოზე უდგას.

ნიუ-იორკის უბეში, კუნძლ ლიბერთიზე აღმართული 93 მ სიმაღლის თავისუფლების ქანდაკება („მსოფლიოს განმანათლებელი თავისუფლება“) ამერიკელებს ფრანგმა ხალხმა აჩუქა. 1876 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან ასი წელი სრულდებოდა და ფრანგმა მოქანდაკემ, ფრედერიკ ბართოლდიმ საჯარო შემოწირულობებისგან, საქველმოქმედო ღონისძიებებისა და ლატარიისგან მიღებული შემოსავლებით ეს ქანდაკება დააპროექტა.

მსგავსი ღონისძიებებით აშშ-ში ქანდაკებისთვის კვარცხლბეკის ფულიც შეგროვდა. ქანდაკების დასადგმელად მოქანდაკემ თავად შეარჩია პატარა კუნძლი ლიბერთი, რომელსაც მაშინ ბედლოუ ერქვა. უკვე 1892 წლიდან ლიბერთი აშშ-ში ჩასული მილიონობით იმიგრანტისთვის მთავარ ჭიშკრად და ამერიკული ოცნების ასრულების სიმბოლოდ იქცა.

ბართოლდიმ ნამდვილად კოლოსალური ქანდაკება აღმართა. თავად „თავისუფლება“ 46 მ სიმაღლისაა; ფოლადის კარკასი სპილენძთაა დაფარული, ხოლო ჩირაღდნის ალი მოოქროულია. „თავისუფლებას“ თავზე შვიდქიმიანი ვარსკვლავი ადგას. გვირგვინის ქიმები შვიდი კონტინენტის სიმბოლოა. სვარაუდოდ ასეთივე გვირგვინი უმშვნებედა თავს ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთს, როდოსის კოლოსს.

ატლანტის ოკეანის ორივე სანაპიროზე შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო „თავისუფლებამ“ ნიუ-იორკში დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასი წლისთავისთვის ვერ ჩააღწია. ის 1884 წლის ივლისში დაასრულეს. ორი წლის შემდეგ, 1886 წლის 22 აპრილს კვარცხლბეკიც აღმართეს. იმ დროისთვის ქანდაკება უკვე ნიუ-იორკში იყო და 1886 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა ფოიერვერკების თანხლებით საზეიმოდ გახსნა.

ცოტამ თუ იცის, რომ „თავისუფლების ქანდაკების“ პროტოტიპად ფრედერიკ ბართოლდიმ საკერავი მანქანების შემქნელის, ისააკ ზინგერის მეუღლე, მშვენიერი გარეგნობის იზაბელა ბოიერი შეარჩია. თვითონ ქანდაკება ნიუ-იორკში დაშლილ მდგომარეობაში ჩაიტანეს, რომელიც ჯამში 350 ფრაგმენტისაგან შედგებოდა, მისი საერთო წონა კი 225 ტონა იყო.

ამჟამად „თავისუფლება“ არა მხოლოდ ნიუ-იორკის, მთელი ამერიკის სიმბოლოა. ის სუვენირებზე, საფოსტო ბარათებსა და მაისურებზეა გამოსახული. მას ყოველ წელს მილიონობით ტურისტი სტუმრობს და ყველა მათგანს საშუალება აქვს, ბილეთი შეიძინოს, ქანდაკების შიგნით შევიდეს და ნიუ-იორკს მისი გვირგვინიდან გადმოხედოს.

თავისუფლების ქანდაკება - აშშ
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა