რას ეძებ?

ბიოგრაფია საინტერესო ხელოვნება

ასტრიდ ლინდგრენი – ბიულერბიუელი ბავშვები

ასტრიდ ლინდგრენი - ბიულერბიუელი ბავშვები - The Six Bullerby Children

ასტრიდ ლინდგრენი (Astrid Anna Emilia Lindgren), (დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს ვიმერში, შვედეთი – გარდაიცვალა 2002 წლის 28 იანვარს, სტოკჰოლმი), საბავშვო წიგნების გავლენიანი შვედი მწერალი, რომელმაც შექმნა ისეთი დასამახსოვრებელი პერსონაჟები, როგორიცაა: პეპი გრძელი წინდა, სახურავის ბინადარი კარლსონი, ქურდის ქალიშვილი რონია, მიო ჩემო მიო, და სხვა მრავალი.

მინდა გესაუბროთ მის ერთ-ერთ საოცრად შთამაგონებელ ნაწარმოებზე – ბიულერბიუელი ბავშვები

ბიულერბიუელი ბავშვები თავდაპირველად გამოიცა 1947 წელს შვედეთში. მას შემდეგ ის ითარგმნა 39 ენაზე და გამოიცა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში. წიგნი მოგვითხრობს ბავშვებზე, რომლებიც ცხოვრობენ შვედეთის პატარა, შორეულ სოფელში, მოვლენები ვითარდება 1930-იანი წლების ბოლოს, შედარებით მშვიდ პერიოდში, თუმცა ხანდახან მოკლედ არის მოხსენიებული ომი გაზეთებში, რომლებსაც ბავშვები კითხულობენ. სასოფლო-სამეურნეო სამყარო ჯერ კიდევ პრეინდუსტრიულ მდგომარეობაშია (ტრაქტორები და კომბაინი არ არის), მაგრამ სოფელებში მანქანები და მაღაზიები ხელმისაწვდომია.

მთხრობელი ახალგაზრდა გოგონაა, სახელად ლიზა; ის გვიყვება მის ცხოვრებასა და თავგადასავალზე პატარა და მოწესრიგებულ შვედურ სოფელ ბულერბიში (შვედურად Bullerbyn). სოფელი სულ ერთმანეთის გვერდითგვერდ განლაგებული სამი სახლისგან შედგება რომლებშიც ცხოვრობს შვიდი ბავშვი მშობლებთან და დიასახლისებთან ერთად: ლიზა უფროს ძმებთან ლასესთან და ბოსთან ერთად, და-ძმა ბრიტა და ანა, ასევე ულე თავის უმცროს დასთან კერსტინთან ერთად.

ბულერბინი იდენტურია პატარა სოფლის სახელად სევედსტორპთან, სადაც ლინდგრენის მამა გაიზარდა (10 მილი მისი მშობლიური ქალაქ ვიმერბიდან და სოფელ ნასიდან – ასტრიდ ლინდგრენის დაბადების ადგილიდან). დღესაც სამი სახლი, რომელიც მოთხრობაში ჩანს, რჩება სევედსტორპში, სადაც ასტრიდ ლინდგრენის ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ.

მოდით დავუბრუნდეთ ისევ წიგნის, პერსონაჟთა მიმოხილვას. ბავშვებს ერთმანეთში იდეალური ურთიერთობა აქვთ თუმცა ერთმანეთში ხშირად  აქვთ მუსბუქი პაექრობის სურვილი. ბავშვებს ჰყავთ მოსიყვარულე მშობლები. ანას და ბრიტას ჰყავთ კეთილი მოხუცი ბაბუა, რომელიც  ბავშვებთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ სილაღეს  იჩენს. ბავშვები სკოლაში სტორბიში დადიან და კარგი მასწავლებელი ჰყავთ. ისინი მეგობრულ ურთიერთობაში არიან. ბავშვები ხან მარტო მცხოვრებ მოხუც ქალს, კრისტინს სტუმრობენ და ხან ბოროტ ფეხსაცმლის მწარმოებელს ხვდებიან.

ოჯახები გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეწევიან და ბავშვები ხშირად ეხმარებიან მინდორში მუშაობაში ან ცხოველების მოვლაში. ისინი თამაშობენ თავიანთ ბაღებში, ტყეებსა და მთებში, ტბის პირას ან პატარა კუნძულებზე . ისინი ხშირად აშენებენ პატარა ბუჩქებს და თავშესაფარს. არსებობს უამრავი თავი სადღესასწაულო თემატიკით წვეულებებით და დღესასწაულებით, რადგან ისინი აღნიშნავენ დაბადების დღეებს, აღდგომას, სკოლის დასრულებას და ზაფხულის არდადეგების დაწყებას, ზაფხულის მზედგომას, შობას ან ახალ წელს.

წიგნი თავის მხრივ იდეალურად გადმოსცემს მეგობრობის , გაგების, და თანადგომის იდეას, მისი წყალობით ბევრი რამის გაანალიზება არის შესაძლებელი, ძალიან რთულია მძიმე პერიოდში მეგობრობა და სიმშვიდე შეინარჩუნო, არასოდეს დაკარგო შენი ფასეულობები და მუდმივად უერთგულო საყვარელ ადამიანებს.

მწერალი მუდმივად შთაგვაგონებს რამდენად მნიშვნელოვანია, თავისუფლება, საკუთარი თავის სიყვარული, ოჯახის და მეგობრების ერთგულება, მათთან  დიდი დროის გატარება,  მისი ნაწარმოები სავსეა სიყვარულის და მრავალფეროვნების  იდეებით , რაც გვეხმარება უფრო სწორად გავიგოთ  რა არის ადამიანისთვის პრიორიტეტული.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა