რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ინდოეთის პირველი გენერალ-გუბერნატორი უილიამ ბენტიქტენი

ინდოეთის პირველი გენერალ-გუბერნატორი უილიამ ბენტიქტენი

ავტორი: Data Gunjua

ეს ადამიანი (ლორდ უილიამ ბენტიქტენი) 1828 წელს დაინიშნა თავის თანამდებობაზე. იყო უაღრესად განათლებული და ერუდირებული კაცი. დაიწყო ინდოეთის საფუძვლიანი შესწავლა. ერთ დღეს მან აღმოაჩინა რომ ცოცხლად წვავდნენ ქალს. მან ბრძანა დაუყოვნებლივ შეეჩერებინათ პროცესი და დაიწყო იმის გარკვევა რა ხდებოდა.? მას უთხრეს რომ ეს ინდური ტრადიციაა რომელსაც “სატი” ერქვა, რომლის მიხედვით თუ ქმარი გარდაიცვლებოდა ცოლი მასთან ერთად რიტუალურ კოცონზე უნდა დაეწვათ. ბენტიქტენი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო. ის გაოგნებული იყო ამ საშინელებით.

მან ის ქალიც გაადარჩინა და გადაწყვიტა ამ კატასტროფისთვის მოეღო ბოლო. მან სპეციალური მოხსენება გაგზავნა მეფის სახელზე და 1829 წლის შემოდგომაზე ლონდონიდან მოვიდა ვილჰელმ მეოთხის ბრძანება რომლის მიხედვით, სასტიკად იკრძალებოდა ეს საშინლად არაადამიანური და არაჰუმანური აქტი. ვინც არ დაემორჩილებოდა მეფის ბრძანებას დაისჯებოდა სიკვდილით.

ამან ინდოელები გააღიზიანა. ისინი ინდოეთის გენერალ-გუბერნატორ უილიამ ბენტინქტთან მივიდნენ და უთხრეს ,რომ ეს მათი ჩვეულება იყო და მისი აკრძალვა არ შეიძლებოდა, რაზეც გუბერნატორმა უპასუხა:

,,ეს თქვენი ჩვეულებაა? დაე იყოს ასე, თქვენ მისდიეთ თქვენს ჩვეულებებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი ტრადიციები. ჩვენი წესებით, როცა ქალს ცოცხლად წვავენ ჩვენ ამ ამბის ყველა მონაწილეს სახრჩობელაზე ვკიდებთ და მათი ქონების კონფისკაციას ვახდენთ.როცა თქვენ ცეცხლს დაანთებთ ჩვენი დურგლები სახრჩობელებს აღმართავენ, როცა თქვენ ქვრივს დაწვავთ ჩვენი ჯალათები თოკზე ჩამოგკიდებენ. დაე ყველამ თავის წესებს მისდიოს!”

ინდური ტრადიცია ქალის დაწვა - ინდოეთის პირველი გენერალ-გუბერნატორი უილიამ ბენტიქტენი

ინდოელები ფიქრობდნენ რომ ხუმრობდა, მაგრამ ლორდმა ბენტიქტენმა დაამტკიცა რომ სერიოზულად აპირებდა ამ სადიზმისთვის ბოლო მოეღო. როცა 1830 წელს ინდოელებმა სცადეს ბრძანების იგნორირება, მან რამოდენიმე ათეული არარაობა ჩამოკიდა სახრჩობელაზე და ამის შემდგომ სანამ ბრიტანელები მმართავდნენ ინდოეთს ეს საშინელება პრაქტიკულად ყველგან შეწყდა.

პარალელურ რეჟიმში ლორდი ბენტიქტენი საქმით უმტკიცებდა რას ნიშნავდა ქრისტიანული სიკეთე და ჰუმანურობა. ეხმარებოდა ქრივ-ობლებს, ხსნიდა სავამდყოფოებს, ეხმარებოდა ინდოელ ბავშვებს განათლების მიღებაში, გაჰყავდა გზები.

P.S აქედან გამომდინარე ყველაფერი ასე მარტივად არაა ამ ისტორიაში. კი ბრიტანეთის იმპერიამ უზარმაზარი სიმდიდრე გაზიდა ინდოეთიდან, ზღაპრული სიმდიდრე, მაგრამ ამავე დროს მისცა იქაურობას, ქრისტიანული ჰუმანისტური იდეები, განათლება, ჯანდაცვა, სამართალი და ეს უაღრესად ველური ქვეყანა დაამსგავსა და აქცია ცივილიზებული სამყაროს ნაწილად!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა