მარია შელინკი / ნაპოლეონის ქალი მეომარი
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
ნაპოლეონის დიად არმიაში ბევრი მამაცი ქალი მსახურობდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი მეომარი ქალი გახლდათ წარმომავლობით ბელგიელი – მარია შელინკი.
მის სიმამაცეზე და გმირობებზე ლეგენდები დადიოდა. მან მონაწილეობა მიიღო იმპერატორის თორმეტ საომარ კამპანიაში, მათ შორის ისეთ ლეგენდარულ ბრძოლებში როგორიც იყო არკოლე, მარენგო, აუსტერლიცი, იენა, ფრიდლანდი. იყო რამოდენიმეჯერ დაჭრილი. 17 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1806 წელს გამოჩენილი სიმამაცისთვის და თავდადებისთვის მარიას მიანიჭეს სუბლეიტენანტის წოდება.
1808 წელს პირადად ნაპოლეონმა დააჯილდოვა საპატიო ლეგიონის ორდენით, სამხედრო აღლუმზე რომელიც პარიზში გაიმართა.
დაჯილდოების შემდეგ კი იმპერატორმა შემდეგი სიტყვებით მიმართა არმიას.
“ბატონებო, მუხლი მოიყარეთ ამ გამორჩეული და დიდებული ქალის წინაშე. ის იმპერიის დიდების ცოცხალი განსახიერებაა! “
იმავე წელს გავიდა პენსიაზე. ნაპოლეონის ბრძანებით მას ქალაქ გენტში აჩუქეს სახლი, დიდი მიწის ნაკვეთი და დაუნიშნეს პენსია 700 ფრანკი.
გარდაიცვალა 1840 წელს. დაკრძალეს სამხრედრო პატივით.