ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) / მოკლე ბიოგრაფია
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი 1894 წლის 26 ივლისს დაიბადა დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, გოდალმინგში. როგორც მამის, ისე დედის მხრიდან ჰაქსლი ბრიტანულ კულტურულ ელიტას მიეკუთვნებოდა, რომელმაც მრავალი. გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი და მხატვარი მოავლინა ქვეყნად,
ჰაქსლის დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა ოლდოსს 13 წელი შეუსრულდა. სამი წლის შემდეგ ბიჭს თვალის ანთება დაემართა და მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა. ამის გამო პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლეს.
თავისი პირველი რომანი, რომელიც არ გამოცემულა, ჰაქსლიმ 17 წლის ასაკში დაწერა. ლიტერატურას ოქსფორდში, ბალიოლის კოლეჯში სწავლობდა. ოცი წლისამ გადაწყვიტა, პროფესიად მწერლობა აერჩია. როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ოქსფორდის დამთავრების შემდეგ მის ძირითად შემოსავალს მასწავლებლობა წარმოადგენდა, აქედან მიღებული ფული კი არ ჰყოფნიდა ბარებში სიარულში, მეძავებთან გართობასა და ბლეკჯეკის თამაშში და ამიტომაც დაიწყო მწერლობა,
1928 წელს დაიბეჭდა მისი რომანი „კონტრაპუნქტი“, რომელმაც სასურველი წარმატება მოუტაზა და იმ დროის ინგლიზელი მწერლების წრეში შეიყვანა. 1937 წელს ჰაქსლი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, იმ იმედით, რომ კალიფორნიული კლიმატი მის მხედველობას წაადგებოდა, სწორედ იქ დაიწყო მისი ძირითადი შემოქმედებითი პერიოდი, რომლისთვისაც ახალ თავისებურებად იქცა ადამიანის არსის უფრო დაწვრილებითი განხილვა. გარდა ამისა, 1938 წელს ჰაქსლიმ ინდოელი ჯიდა კრიშნამურტი გაიცნო, რომლის გავლენითაც სხვადასხვა სიბრძნეს დაეუფლა და მისტიკა შეიცნო.
ჰაქსლი 1963 წელს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა ყელის კიბოთი. სიკვდი–ლის წინ მოითხოვა, კუნთქვეშ ელესდეს ინიექცია გაეკეთებინათ. მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, ცოლმა თხოვნა მაინც შეუსრულა. ეს მოგვიანებით აღიარა ინტერვიუში, რომელიც 1986 წელს ბრიტანულ ტელევიზიას მისცა. მწერლის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მის საკუთარ სახლში ჰაქსლის ყველა ხელნაწერი დაიწვა.