რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით!
იმ შემთხვევაშ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება ან ფლობთ უძრავ ქონებას და ავტომობილს, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება გადაიხადოთ ქონების გადასახადი ბიუჯეტში.
ოჯახად წევრად ითვლება – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, ასევე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, თუ ისინი საერთო მეურნეობას ეწევიან.
ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად. კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში – მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული ხელფასი.
ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად, თუ გაყიდეთ ბინა და მისი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე შესყიდვის ფასი – სხვაობა ითვლება შემოსავლად.
ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას შემდგომ პუნქტზე: სხვა ნებისმიერი სახის ეკონომიკური სარგებელი, მაგალითად, უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი (დასაქმება, ონლაინ-შემოსავალი და სხვ.).
რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით!
1. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს წლებია უცხოეთში, არაა საქართველოს რეზიდენტი, უცხოეთში გამომუშავებული ფული აქ არ იბეგრება და არც ქონების გადასახადს იხდის საქართველოში.
2. როცა უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქე (ან არამოქალაქე) ფულს უგზავნის თავისი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, ეს ფული მიმღები პირებისათვის არის შემოსავალი. თუ ეს თანხა წლიურად აღემატება 40 ათას ლარს, ფულის მიმღები ოჯახი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი. მიღებული ფული კი არ იბეგრება, არამედ მიმღების ქონება.
3. თუ ფულის მიმღები აქ მუშაობს და მას არ უგროვდებს 40 ათასი ლარი შემოსავალი, მაგრამ უცხოეთიდან მიღებული გზავნილების დამატების შემდეგ საერთო შემოსავალი გადასცდება 40 ათას ლარს, მაშინ იგი ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი.
4. მიუხედავად იმისა, აგზავნი თუ არა უცხოეთიდან ფულს საქართველოში, ხარ თუ არა რეზიდენტი( ანუ დროის უმეტეს ნაწილს ატარებ უცხოეთში), თუ გაქვს მიწის ნაკვეთი, მასზე უნდა იქნას ქონების გადასახადი გადახდილი.

