რას ეძებ?

ბიოგრაფია

ჟელკო რაჟნატოვიჩი „არკანი“ / მე XX საუკუნის სერბი რობინ ჰუდი

ჟელკო რაჟნატოვიჩი „არკანი“ / მე XX საუკუნის სერბი რობინ ჰუდი

ჟელკო რაჟნატოვიჩი, ზედმეტ სახელი არკანი – დაიბადა 1952 წელს პატარა ქალაქ ბრეჟიცეში, სლოვენიის ჩრდილოეთში. სამხედროების ოჯახში. 1961 წელს მამამისს, სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს და ბელგრადში გადაიყვანეს.

მან გაიარა ბრწყინვალე სამხედრო მომზადება, მაგრამ 1973 წლიდან უცნაური საქმიანობით დაკავდა. ის ძარცვავდა ბანკებს მთელი ევროპის მასშტაბით და ჩუქნიდა მოლარეებს ყვავილებს, რის გამოც მიიღო მეტსახელი “მძარცველი ვარდით”. უცნაური მძარცველი იყო. არც ერთი დაშავებული ან დაღუპული. საბოლოოდ დაიჭირეს. უამრავჯერ გაიქცა ციხიდან.

მას ინტერპოლი ეძებდა, მაგრამ ამავე დროს ხშირად თვითონ უშვებდნენ, რადგან ის ვერ იტანდა ბარიგებს და ნარკომანებს. მან საოცარი წარმატებით მოახდინა რამოდენიმე ათეული ალბანური ნარკომაფიის ლიდერის ლიკვიდაცია. იქ სადაც ჟელკო გამოჩნდებოდა ის ქალაქი ნარკოტიკებისგან თავისუფლდებოდა.

სერბეთში და მთლიანად იუგოსლავიის ტერიტორიაზე ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს, ის ამბობდა: “მე ვართმევ მდიდარ ბანკირებს რათა დავეხმარო ღარიბებს”. რაც საოცარია ეს პიარი არ იყო, მართლა ეგრე იქცეოდა.

უფინანსებდა გაჭირვებულ ოჯახის შვილებს სწავლას, აფინანსებდა ძვირადღირებულ ოპერაციებს. სწორედ მაშინ შეარქვეს ევროპაში სერბი რობინ ჰუდი.

აგრეთვე ის ფეხბურთის დიდი ფანი იყო. საფეხბურთო კლუბ “ცრვენა ზვეზდას” ულტრასების ლიდერი იყო.

ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს მან ულტრას გულშემატკივრებისგან შეკრიბა რაზმი და სრაფადვე გადააქცია ის დიდ და ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფად, რომელმაც მიიღო სახელი “არკანის ვეფხვები”. არკანმა რაზმი ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ ქვედანაყოფად აქცია. არავითარი მაროდიორობა, ტყვეების დახვრეტა და წამება, სიკვდილით დასჯა იყო გაუპატიურებაზე. ასევე სრულიად აკრძალა ალკოჰოლის მოხმარება – “სიმთვრალეში ჩადენილი გმირობები მე არ მჭირდება, რადგან ხშირად ეს გმირობები არაა საშინელი დანაშაულიაო, ჩვენი კი ღირსებით სავსე სერბი მეომრების სახე უნდა ვიყოთო.”

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჟელკო ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობდა უბრალო მოსახლეობაში.

ომის დაწყების შემდეგ მან უამრავი წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მის სახელს უკავშირდება ათიათასობით სერბების გადარჩენა იმ ხოცვა-ჟლეტვის პირობებში რაც დაიწყო ყოფილ იუგოსლავიაში.

მისი ქვედანაყოფის მიერ გადარჩენილი სერბები მას ხელებს უკოცნიდნენ. მას ჰქონდა სურვილი საკუთარ გვარდიას ცოცხალი სიმბოლოები ჰყოლოდა, შედეგად ბელგრადის ზოოპარკიდან რამდენიმე ვეფხვის ბოკვერი აიყვანა და სულ თან დაჰყავდა ისინი.

არკანი დაქორწინდა სერბეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალ ქალზე სვეტლანა ველიჩკოვიჩზე. ჰყავდა 9 შვილი. პარალელურად ის განაგრძობდა საქველმოქმედო საქმიანობას, შეიძინა ათობით ბინა ინვალიდებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე მან შექმნა ფონდი “მესამე ბავშვი” მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. ის გახდა ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო კლუბის “ობილიჩის” მფლობელი და ერთ წელიწადში ეს კლუბი სერბეთის ჩემპიონი გახდა.

ბოლოს მონარქისტულმა იდეებმა დააინტერესა. მას უნდოდა პრეზიდენტ მილოშევიჩის ხელისუფლების შეცვლა

და ოცნებობდა სერბეთი ესპანეთის მსგავსი კონტიტუციური მონარქია გამხდარიყო, ბოლო სერბული სამეფო დინასტიის კარაჯორჯიჩებით სათავეში.

2000 წლის 15 იანვარს ის მოკლა დაქირავებულმა მკვლელმა. მის გასვენებაში ათასობით ადამიანი მივიდა, ხოლო პატარა ბავშვებს ხელით დაჰქონდათ ვეფხვის ბოკვერები!

რაც შეეხება მკვლელს. ის წარმოშობით ბოსნიელი დობროსავ გავრიჩი აღმოჩნდა. რაც შეეხება დამკვეთს, ვინ იყო დადგენილი ახლაც არაა. ერთნი ამბობენ ბოსნიის მთავრობის შეკვეთით მოხდაო, რადგან ჟელკო მათ წინააღმდეგ იბრძოდა წარმატებით, მეორე ვერსიით კი სერბეთის უშიშროებამ მოახდინა მისი ლიკვიდაცია, რადგან სახელმწიფო გადატრიალების შეეშინდათო.

ასეთი უცნაური კაცი იყო ეს ადამიანი. ბანკების მძარცველი რაინდული სულისკვეთებით, ფეხბურთის გულმხურვალე ფანი და სერბეთის დიდი პატრიოტი!

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა