ტყუილია თუ მართალი: მითები საკვებ პროდუქტებზე
ტყუილია! სინამდვილეში გასუქებას ხელს უწყობს სხვადასხვა სახის საწებელი. ამიტომ გასუქების შიშით არ შეიკავოთ თავი მაკარონის ჭამაზე. მიირთვით ბოსტნეულთან ერთად და შეანელეთ ერთი სუფრის კოვზი ზიუთუნის ზეთით.
ტყუილია! სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს ნახშირწყლები (კარტოფილი, მაკარონი, პური) და არა უშუალოდ შაქრები.
ამაში ნაკლებად დარწმუნებული არიან მეცნიერები. მეტიც, გამოკვლევებით დადგინდა, რომ მარილის ამოღებამ რაციონიდან შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებები, რადგან უმისობა გამოიწვევს ქოლესტერინის მომატებას, რაც მიზეზი გახდება ათეროსკლეროზის, ინფაქტისა და ინსულტის განვითარებისა.
არასწორია! უფრო მნიშვნელოვანია საკვების მთლიანი რაოდენობის დღის განმავლობაში მიღება და ადამიანის ფიზიკური აქტივობა.
პირიქით! წიწაკა, პილპილი, პირშუშხა, მდოგვი – ნამდვილი მკვლელებია მავნე ბაქტერიებისა, ამავე დროს, ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას.
არა და არა! კვერცხში ნამდვილად არის ბევრი ქოლესტერინი, მაგრამ ის არასოდეს გადადის პირდაპირ სისხლში. თუ არა გაქვთ დარღვეული ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა, ანუ არ გაწუხებთ ეს პრობლემა, შეგიძლიათ ყოველდღიურად მიიღოთ თითო კვერცხი.