მოგზაურობა დავით აღმაშენებლის ეპოქაში
მოგზაურობა დიდი დავით აღმაშენებლის ეპოქაში. გრანდიოზული ეპოქაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო კავკასიელი ერების, ეთნოსების, იდენტობის და თვითმყოფადობის გადარჩენის საქმეში!
წინაპერიოდი – კატასტროფის ზღვარზე.
სანამ ჩვენ გადავალთ უშუალოდ დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, უნდა ვისაუბროთ რასთან მოუწია მას შეჯახება, რატომ უწოდებდნენ მას ადამიანს რომელიც 1000 წელიწადში ერთხელ იბადება და რატომ იყო ის ჭეშმარიტად ღვთივრჩეული კაცი!
1047 წელი იდგა ქრისტესშობიდან. კავკასიის საზღვრებს, აზიის ტრამალებიდან მეომართა უზარმაზარი მასა მოადგა. ისინი თავს თურქ -სელჩუკებს უწოდებდნენ, თავიანთი პირველი მთავრის სელჩუკის საპატივცემლოდ, რომელმაც გააერთიანა, ოღუზური ტომები. ახლა კი მათ სულთანი თოღრულ -ბეგი მოუძღვის.
მათ უკვე დაიპყრეს მთლიანად შუა აზია, ირანი, ავღანეთი და მოადგნენ კავკასიას. მათი გაადგილება გავს უბედურებას. ისინი თავიანთ გზაზე ანადგურებენ და სპობენ ყველაფერს. რჯულით მუსლიმები არიან. გზაში შეიერთეს ყველა თურქმანული ტომები და სადაც მიდიან იქ ბევრ ადგილას ანადგურებენ აბორიგენ მოსახლეობას და თვითონ სახლდებიან.
1047 წლიდან კავკასიაც მათი პერმანენტული შეტევის ობიექტია.
დღევანდელი აზერბაიჯანის ადგილას მაშინ ქრისტიანული ალბანეთი მდებარეობდა. პირწმინდად მოსპეს და გაანადგურეს ეს ხალხი და აქ მდებარე დიდი ცივილიზაცია და თვითონ დასახლდნენ. მიზანი კი სრულიად კავკასიის გამაჰმადიანება და გათურქება იყო.
მე 11 საუკუნის 60 წლებში, სისხლი და განადგურება მოიტანეს სომხეთში, 1071 წლის შემდეგ როცა 100 ათასიანი ბიზანტიური არმია დაამარცხეს მანიცკერტის ბრძოლაში, პირწმინდად გაანადგურეს ბერძნულ-რომაული კულტურა ანატოლიასა და წინა აზიაში, თავის მოსახლეობიანად და თვითონ დასახლდნენ, იქაური უნიკალური კულტურულ-რელიგიური ცენტრები ნაცარტუტად აქციეს.
საქართველოში მარბიელი ლაშქრობები 1064 წლიდან დაიწყეს, პირველი მასობრივი შეჭრის მცდელობა 1074 წელს ჰქონდათ, მაგრამ მაშინ მეფე გიორგი II დაამარცხა მათი არმია ფარცხისის ბრძოლაში, მაგრამ 1080 წლისთვის თურქებმა შეძლეს გიორგი მეფის სასტიკად დამარცხება და დაიწყო ახალი, წარმოუდგენელი უბედურების ერა საქართველოსთვის და სრულიად კავკასიისთვისაც- დიდი თურქობა.
1080-1088 წლებში მათ სრულიად საქართველო გაასწორეს მიწასთან. ტაო- კლარჯეთში, ბასიანში, სპერში, ჭანეთში, ჯავახეთში, ქართლში ადამიანების მოძებნა ჭირდა ისე იავარყვეს.
როგორც ჩვენი მემატიანეები, ისე სომხური და ბერძნული ერთი და იგივე სურათს გვიხატავს:
“აღარა დარჩა ადამიანთა ნაკვალევი ამ მიწებზე. მრავალ ადგილას სადაც ადრე ქალაქები ყვაოდა და ეკლესიათა ზარები რეკდა, ახლა მხოლოდ მგლების ყმუილი თუ ისმოდა. სიკვდილი გამეფებულიყო ირგვლივ და აღარ ჩანდა საშველი”.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს. იქ მთლად მგლები ჯერ არ ყმუოდნენ, მაგრამ ისიც სრულიად გადაწვეს და ააოხრეს. მაგ დიდი ქალაქები ქუთაისი, დიოსკურია, ფაზისი, ბათომი და ა.შ, ცეცხლს იქნა მიცემული. საქართველოდან წაყვანილი ათიათასობით ადამიანებით აივსო მონათა ბაზრები.
რაც შეეხება კახეთ-ჰერეთს. ის მეფე აღსართანმა უბრძოლველად ჩააბარა მტერს, პრივილეგიების სანაცვლოდ. აქაც თურქებმა საშინელი ძარცვა-ტერორი გააჩაღეს და დაიწყეს ეტაპობრივი გათურქება იქაურობას.
სამართლიანობის უნდა ითქვას რომ ასეთი სურათი იყო სრულიად კავკასიაში, გარდა თბილისისა, რომლის მმართველმა უმდიდრესმა ელიტამ, იყიდა თავისი უსაფრთხოება და პრივილეგიები, გახდა რა ერთ-ერთი მთავარი დონორი თურქ-სელჩუკთა საომარი კამპანიებისა და ექსპანსიისა.
მერე კი დგება 1089 წელი. გიორგი II ხედავს რომ მისი მმართველობა იქცა ქვეყნისთვის სრულ კატასტროფად. აქ კი გიორგი იღებს გადაწყვეტილებას რომელიც მეფეთა ცხოვრებაში უნიკალურია , რადგან თავისი ნებით იშვიათია რომელიმე მონარქს, მითუმეტეს შუა საუკუნეებში ტახტი დაეტოვებინოს. მან ეს გააკეთა და დაუთმო გზა თავის შვილს. სწორედ ამისთვის ეს ადამიანი იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. მან საკუთარი ეგო მეორე პლანზე გადადო და გზა დაუთმო იმას, ვისზეც მისი საუკეთესო მეგობარი და დავითის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი ეუბნებოდა- საოცარი ნიჭის პატრონია და მიეცი საშუალება იმეფოსო.
მაშ ასე. საქართველო და სრულიად კავკასია ნანგრევებშია და მიწასთანაა გასწორებული, აქაურ ხალხებს ტოტალური მოსპობა და განადგურება ემუქრება. ასეთ ვითარებაში ტახტზე ადის 16 წლის ჭაბუკი – დავით IV ბაგრატიონი, შემდგომად აღმაშენებლად წოდებული.

ფენიქსივით აღმდგარნი – დიდი რეფორმების ეპოქა!
დავითის ისტორია წარმოუდგენელია გიორგი ჭყონდიდელის გარეშე, კაცის რომელმაც ის აღზარდა სამეგრელოში, ჭყონდიდის ეპარქიაში, ჩაუნერგა მას საოცარი იდეალები, გვერდში ედგა ბოლომდე და მისცა მას საოცარი განათლება. მაგ, დავით აღმაშენებელმა ბრწყინვალედ იცოდა შემდეგი ენები: ქართული, მეგრული, სომხური, ბერძნული, არაბული, ლათინური და თურქული.
“ბუნებით გმირი, ბუნებითვე თავმოდრეკილი, რომელსაც სიტყვა “მე” გადავიწყნოდა, მხოლოდ “ჩვენს” იტყოდა ხოლმე და ამ “ჩვენსში” იგულისხმებოდა ხალხი , მეფე, მისი ოდაბადე და სახელმწიფო, რომლის დაქცევის თანდამსწრე თავათ გამხდარიყო.
ჭმუნავდა განადგურებული მამულის შემყურე, მაგრამ გულს არ იტეხდა მაინც: წამომეზრდება გაზრდილი და დიდ საქმეებს თავს მოვაბამთო”.
წმ.გიორგი ჭყონდიდელის დახასიათება – კ.გამსახურდია “დავით აღმაშენებელი”.
ასეთი დროც მოვიდა 1089 წელს.
ქვეყანა როგორც წინა თავში ვისაუბრეთ ნაცარტუტადაა ქცეული. ქვეყანაც არაა, უბედურების ზონაა, კრიმინალური ქაოსითა და ანარქიით, ამას დამატებული თურქთა ტოტალური თარეში და შემოსევები. მაგრამ ფაქტია გიორგი ჭყონდიდელი ემზადებოდაა. მან მოახდინა საეკლესიო საგანძურის მობილიზება, რამაც გარკვეული ბიუჯეტი მისცა სამეფო კარს, მოქმედებისთვის.
პირველი რაც გაკეთდა ესაა შეიქმნა ელიტური სამხედრო რაზმი, მონა-სპა რომელიც 5000 კაცს მოიცავდა. მეფეს სჭირდებოდა დასაყრდენი რეგიონი და ასეთად იქცა სამეგრელო, სამეფო დომენი სადაც ის აღიზარდა. თანაც მაშინდელი სამეგრელო ბევრად უფრო დიდი იყო და მოიცავდა, თანამედროვე სამეგრელოს, აჭარას, გურიას და აფხაზეთს. თავიდან სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა რკინისებური წესრიგის აღდგენა. დაერივნენ ყაჩაღთა ბანდებს. ვინც მოსახლეობის ტერორში იქნებოდა შემჩნეული. იდგმებოდა სახრჩობელოები და იქვე კიდებდნენ. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა კორუფციასთან. 500 დიდგვაროვანი დაისაჯა სიკვდილით მაშტაბური კორუფციისთვის. დაწინაურება ხდებოდა მხოლოდ ნიჭის და პატიოსნების მიხედვით, წარმომავლობა მეორე ხარისხოვანი გახდა.
გატარებულმა ღონისძიებებმა 1089 -1092 წლებში სამეგრელოში გამოიწვია რკინისებური წესრიგის დამყარება, დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა და შეიქმნა სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელმაც რეფორმების გაგრძელების საშუალება მისცა ახალგაზრდა მეფეს.
ამის შედეგად 1092 -1099 წლებში გატარდა უნიკალური რეფორმები.
შეიქმნა მთავრობის მეთაურის თანამდებოდა- მწიგნობართუხუცეს- ჭყონდიდელის. რა თქმა უნდა ეს თანამდებოდა დაიკავა გიორგი ჭყონდიდელმა.
შეიქმნა სააჯო კარი- დამოუკიდებელი სასამართლო – რომელშიც სამეფოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს მისვლა და თავისი უფლებების დაცვა.
მსტოვართა ინსტიტუტი- უშიშროების სამინისტრო, რომელშიც ორი დეპარტამენტი შეიქმნა, კონტრდაზვერვა და საგარეო მიმართულება. საოცარი სიტყვები უწერია მემატიანეს: “დავითმა ისიც იცოდა რას ლაპარაკობდა დიდგვაროვანი საკუთარი ცოლთან სარეცელზე, ან რა ხდებოდა დეტალურად, დამასკოში, ბაღდათში, თავრიზი იქნებოდა ეს თუ კონსტანტინოპოლში.”
რეგულარული არმია- რომელსაც ამირსპასალარი ედგა სათავეში, ქვედა რგოლებზე სპასპეტები ხელმძღვანელობდნენ. თავიდან დაიწყო 10 ათასი კაცით, ბოლოს 60 ათასამდე ავიდა.
ცალკე შეიქმნა სარეზერვო სისტემა რომელიც თავიდან 30 ათასი გაწვრთნილი მეომრისგან შედგებოდა, ბოლოს კი 80 ათასამდე ავიდა.
შემდგომში ამას დაემატა ყივჩაღთა 40 ათასიანი არმია, რომელიც ძირითადად საგარნიზონო ფუნქციების ასრულებდნენ.
კავკასიის ერთი სკიპტრის ქვეშ მოქცევის შემდეგ, შეიქმნა მონაპირეთა ჯარი-მესაზღვრები- რომელიც 10 ათასი კაცისაგან შედგებოდა.
შემოღებულ იქნა მანდატურთუხუცესის თანამდებოდა – შსს მინისტრი. დავითის სახელმწიფოში უმაღლესი დონის წესრიგი დამყარდა. აი რას წერდა მემატიანე 1110 წელს ამის შესახებ:
“ისეთი სიმშვიდე და წესრიგი სუფევდა სამეფოში, მდიდარ ქვრივს, ოქროთი დატვირთულს, ერთი კიდიდან მეორეში რომ გაევლო მარტო, არც ერთი სულიერი არ ახლებდა ხელსო!”
დაარსდა მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობა. – ფინანსთა მინისტრი. მას ევალებოდა უმკაცრესი კონტროლი ფინანსებზე.
ეს იყო რეფორმების პირველი ეტაპი.
მეორე დაიწყება 1103 წელს და დასრულდა 1107 წელს.
. 1103 -1104 წლებში ჩატარდება რუის-ურბისის საეკლესიო კრება, სადაც ქართული ეკლესია გაიწმინდება უღირსი სამღვდელოებისგან. ეკლესიაში იყიდებოდა წოდებები, მამიდან შვილზე გადადიოდა, მასობრივი კორუფცია, ზოგიერთ ადგილას კი ქარაფხანებიც კი იყო გახსნილი.
როგორც მემატიანე წერდა: “ავაზაკთა ბუნაგად იყოო ქცეული”.
მაგრამ რუის ურბინის შემდეგ უკვე ასეთი ჩანაწერი ჩნდება:
“ქრისტეს ეკლესია განიწმინდა უღირსებისგან, ისევ იქცა სიმწინდის და სიყვარულის წყაროდ. ადგილად სადაც ყოველი დავრდმოლი და გაჭირვებული პოულობს ქრისტესმიერ სიყვარულს და თანადგომას, ისევ იქცა ადამიანობის და სიკეთის სამყაროდ”.
განათლების რეფორმა.
შემოღებულ იქნა 4 წლიანი ზოგადი განათლების სისტემა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო წერა-კითხვის სწავლა განურჩევლად მისი წარმომავლობისა.
შეიქმნა უმაღლესი განათლების საფეხურები. აღორძინდა აკადემია ფაზისში. დაარსდა ახალი აკადემიები გელათში დ იყალთოში.
შეიქმნა სოციალური სამსახური. სახელმწიფომ დაიწყო სიღარიბესთან ბრძოლა. ქვეყანა იქცა სამშენებლო პოლიგონად. ადამიანები ოღონდაც დაბრუნებულიყვნენ ქალაქებში და ბარში, მათ უშენებდნენ სახლებს, აძლევდნენ მიწას, ეხმარებოდნენ ქვრივ-ობლებს, გაყავდათ გზები და წყალმომარაგება.
შეიქმნა ცალკე სამედიცინო სამსახური რომელიც ამზადებდა კადრებს, ხსნიდა სამედიცინო პუნქტებს. თუ ადრე 40 წლის მამაკაცი მოხუცად ითვლებოდა, მოხდა სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი ზრდა-70 წლამდე. მაგ გიორგი მეორე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა- 1112 წელს.
დავით აღმაშენებელი იყო ისტორიაში პირველი მეფე, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფასოდ გამოუყო საცხოვრებელი და მომვლელები მიუჩინა, უპოვართა სახლები გახსნა და უფასო სავამდყოფოები.
ამ გენიალური რეფორმების შედეგად გაქრობისთვის განწირული ერი, ახალ მე 12 საუკუნეს აღორძინებული და დიდი იმედებით ხვდებოდა!

აღმასვლა
”ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს.
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარეთ გამესხნეს.
თევზნი წყალტაგან ამერთა, იმერ წყალთა შთამესხნეს.
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედ დამესხნეს!”
1092 წელს დავითი მყარად აკონტროლებს მაშინდელ სამეგრელოს, რაც მოიცავდა დღევანდელ აჭარას, გურიას, სამეგრელოს და აფხაზეთს.
1093 წლიდან დავითი იწყებს სამეგრელოს საზღვრებს გარეთ გასვლას და წესრიგის დამყარებას ქვეყანაში.
1093 წელს დავითმა შეუტია დაუმორჩილებელ კლდეკარის საერისთავოს, რომელსაც ლიპარიტ ბაღვაში აკონტროლებდა. 1093 -1094 წლებში მან დაამყარა კონტროლი კლდეკარის საერისთავოზე და სამეფო დომენად გამოაცხადა. 1094 -1099 წლებში მან სრულიად დაიმორჩილა დასავლეთ საქართველო. ყოფილი ლაზთა სამეფოს ტერიტორია სრულიად მის კონტროლ ქვეშ იყო, ნიკოფსიიდან რიკოთამდე.
დავითი სხვათაშორის ხმალთან ერთად აქტიურად იყენებდა დიპლომატიას. მთელი ეს 10 წელი ის თურქ -სელჩუკებს უგზავნის ხარკს, რათა მათ მხარი არ დაუჭირათ აჯანყებული თავადებისთვის. ამავე პერიოდში 1092 წელს კვდება მალიქ-შაჰი და თურქ-სელჩუკთა იმპერიაში დიდი სამოქალაქო ომი იწყება საიმპერატორო ტახტისთვის, რომელიც 1099 წლამდე გაგრძელდება. გაჩნდება შუალედი როცა თურქებს დიდად არ ეცლებათ ჩვენთვის, რომელსაც დავითი ბრწყინვალედ გამოიყენებს და გაატარებს უნიკალურ რეფორმებს, რაზეც საუბარი გვქონდა მეორე ნაწილში. წაიკითხეთ მეგობრებო პირველი და მეორე ნაწილიც ქვემოთ დევს.
1099 წელს კი დავითი ხარკს უწყვიტავს თურქებს და თავის სრულიად დამოუკიდებლად აცხადებს. ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა იმპერიისთვის, მაგრამ დავითი უკვე მზათ იყო ამისთვის. მას ომი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოაქვს.
მის უდიდეს ნაწილს კი კახეთ -ჰერეთის სამეფო აკონტროლებდა. დავითმა ჯერ პლაცდარმი შექმნა შიდა ქართლის დაკავებით და მერე შეუტია თვითონ კახეთის -ჰერეთის სამეფოს.
კახეთ-ჰერეთის სამეფოს ჭიშკარს ეძახდნენ ზედაზნის ციხესიმაგრეს. სწორედ ის დაიკავა დავითმა მოულოდნელი იერიშით 1103 წელს, მაგრამ პირდაპირი იერიში არ განუგვრძნია. შემდეგ მოვლენებმა კი გამოაჩინა თუ რამდენად ბრწყინვალე რეფორმები გაატარა მანდ. მსტოვრების მეშვეობით დავითმა ზუსტად იცოდა რომ, სამეფოს შიგნით დიდი უკმაყოფილება იყო აზნაურთა შორის, რადგან აღსართან II სულ უფრო და უფრო უმორჩულებდა ქვეყანას თურქებს და ისინი ცდილობდნენ აქ დედაბუდიანად დამკვიდრებას.
ეს მომენტი ბრწყინვალედ იქნა გამოყენებული დავითის მიერ. თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით მან შეძლო აღსართანისთვის შეთქმულების მოწყობა ისე რომ, ეს მისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. სათავეში ადგილზე ედგნენ ჰერი დიდებულები არიშიანები, რომლებმაც აღსართანი დავითის მიერ გამოგზავნილ დამხმარე ელიტურ რაზმებთან ერთად მოიპარეს და დავითს მიჰგვარეს. მან აიძულა აღსართანი გადამდგარიყო და კახეთ -ჰერეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა.
მაგრამ ნაწილმა თავადებისა განძაში გაიქცა. განძის მმართველმა შეატყობინა სულთანს რომ კახეთ -ჰერეთი იკარგება და დავითი იკავებსო მას. სულთანმა ბაჰრიაროკმა მიწერა რომ არმიას გამოუგზავნიდა და თვითონაც შეეკრიბა შირვანში არმია და დაებრუნებინა კონტროლი კახეთ -ჰერეთის სამეფოზე. როგორც წყაროებში წერია თურქებმა 100 ათასიან ლაშქარს მოუყარეს თავი და 1104 წელს დაიძრნენ საქართველოს წინააღმდეგ. დავითი თავისი არმიით მათ ერწუხთან (დღევანდელი საინგილო). გადაეღობა. ქართული არმიის რაოდენობა -40 ათასის განისაზღვრა.
სამწუხაროდ როგორ წარიმართა ბრძოლა არაა ცნობილი , მაგრამ ცნობილია საბოლოო შედეგი. თურქ- სელჩუკთა არმია პირწმინდად განადგურდა, როგორც მხატროვნად უწერია ერთ-ერთ მემატიანეს “რომაელები კანესთანო”.
ეს ბრძოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა 1105 წლისთვის კახეთ -ჰერეთის ტერიტორია სრულიად გაწმენდილი იყო მოწინააღმდეს არმიისა, გარნიზონებისგან და აჯანყებული თავადების ლაშქრიდან. 1105 წელს დავითმა კახეთ -ჰერეთი მისი სამეფოს ერთ -ერთი პროვინციად გამოაცხადა! მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.
P.S ამ სამხედრო კამპანიაში ბრწყინვალედ ჩანს თუ რა მაღალ დინეზე მუშაობდნენ დავითის მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები, სიტუაციის ანალიზი, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება , საიდუმლო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სამხედრო მხარდაჭერა!

ზესახელმწიფოს სურნელი. 1110 – 1118
1105 წელს კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ დიდი ომიანობა დროებით შეწყდა. დავითი დიდი გრანდიოზული სამშენებლო და საგანმანათლებლო პროექტებითაა დაკავებული, ფაზისის აკადემიის აღდგენა, გელათის ტაძრის აშენება, გელათის და იყალთოს აკადემიების აშენება და გახსნა და ა.შ.
ამ პერიოდში არც თურქებს სცალია ჩვენთვის, რადგან ისინი ჯვაროსნების წისნვლის შეჩერებას ცდილობენ და ახერხებენ კიდეც 1110 წლისთვის, ყველა ფრონტზე და ყველა მიმართულებით.
სწორედ ამ დროს სულთანი მუჰამად ტაპარი ისევ მიაქციევს ყურადღებას კავკასიის რეგიონს, რადგან დავითი ახალ შეტევაზე გადადის. 1110 წელს, გიორგი ჭყონდიდელი ელიტური მონა სპით უნიკალურ სამხედრო ოპერაციას ატარებს. 30 კაციანი ჯგუფი რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა თურქული, შეიპარება ქალაქ სამშვილდეში, თურქი ვაჭრების ფორმით და ღამით ახდენს გარნიზონის მთლიანი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას და აღებს ქალაქის კარიბჭეს. ასე მოულოდნელად, ღამე 10 ათას კაციანი ქართული არმია თავზე წამოადგება მძინარე თურქებს, რომლებიც ამის შედეგად პანიკაში ვარდებიან და ეგრევე ნებდებიან.
ამის შემდეგ გიორგი ჭყონდიდელი, მესამე დღეს, ასევე ღამით, 5 ათასკაციანი რაზმით აღორციელებს დიდი ქალაქი ძერნას აღებას. სელჩუკები აქაც არ ელოდნენ შეტევას, რადგან ეგონათ სამშვილდე კეტავდა მათკენ გზას და აზრზე არ იყვნენ, ის რომ დაეცა.
ეს დიდი გამარჯვება იყო, იქიდან გამომდინარე რომ, ქართულ არმიას გზას უხსნიდა განჯისკენ და შირვანისკენ.
ეს ამბავი მალე ქალაქ რეიში, სულთან მუჰამად ტაპაკს ჩაუტანეს, რომელმაც 50 ათასიანი არმია დაძრა საქართველოსკენ.
მაშინ დავითი და გიორგი ჭყონდიდელი ნაჭარმაგევს ყოფილან 15 ათასიანი არმიით. მსტოვრებისგან მათ გაიგეს სელჩუკთა დიდი არმიის შემოსვლის და მათი მარშრუტის შესახებ. ამის შედეგად თრიალეთში მარშზე მყოფ თურქულ არმიას წამოადგნენ თავზე და პირწმინდად გაანადგურეს.
1112-1114 წლების ბრწყინვალე სამხედრო კამპანიის შედეგად, ჯავახეთი და ლორე გაანთავისუფლებულ იქნა ოკუპაციისგან, სადაც კიდევ ერთი დიდი თურქული საექსპედიციო კორპუსი გაანადგურა დავითმა. 1115 წელს გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავი აიღო.
1116 წელს კი უკვე აღზმრდელმა და მისი გენიალურმა მოწაფემ ტაო-კლარჯეთს და ჭანეთს შეუტიეს და სრულიად გაწმინდეს იგი თურქული გარნიზონებისგან. სულთანმა ახალი 60 ათასიანი არმია დაძრა ტაოში. დავითმა თურქებს დიდი ხაფანგი დაუგო. დეკემბერი იდგა. არმია ქუთაისში გადაიყვანა. დიდი თოვლი მოვიდა და სელჩუკები ფიქრობდნენ მარტივად გავავლებთ მუსრს ქართულ გარნიზონებს, ვერ მოეშველება მათი მეფეო. მაგრამ დავითმა დათოვლილ რიკოთში გამოატარა ჯარი და ოლთისის ნანგრევებთან პირწმინდად გაანადგურა სელჩუკთა არმია. ეს სამხედრო ოპერაცია ისე განხორციელდა, სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა მტრისთვის.
1117 წელს, არმიის ერთი ნაწილით დემეტრე უფლისწულმა განახორციელა დიდი მარბიელი ლაშქრობა შირვანს, მუსრი გაავლო იქ მდგარ თურქულ არმიას, გარნიზონებს და დიდი ნადავლით დაბრუნდა უკან.
პარალელურად კი დავითმა ჩრდილოეთ კავკასიის განთავისუფლება დაიწყო. 1118 წლის იანვარში, დიდი 60 ათასიანი არმიით გადავიდა დარიალის ხეობით ჩრდილოეთ კავკასიაში. სელჩუკები ფიქრობდნენ იანვარში მთებში ვინ დაიწყებს შეტევასო, მაგრამ დავითმა დაიწყო, რეგიონში მდგარი თურქული არმიაც გაანადგურა
და წლის ბოლოს სრულიად ჩრდილოეთ კავკასიამ მისი უზენაესობა აღიარა. ყველა იქაურმა მმართველმა, თავი დავითის ვასალად და მოხარკედ ცნო.
სწორედ ამ ლაშქრობის დროს ჩამოასახლა ყივჩაღები, რომლებსაც კიევის დიდი მთავარი ვლადიმირ მონომახი ავიწროებდა. დავითმა 40 ათასი ოჯახი ჩამოსახლა და აღმოსავლეთ საქართველოში დაუდო ბინა. ამით საქართველოს 40 ათასი მეომარი შეემატა. თითო ოჯახს 1 მეომარი უნდა გამოეყვანა. დავითი მათ გარნიზონებად იყენებდა, მისი უკვე დიდი სახელმწიფოს საზღვრებში.
ამავე 1118 წლის ბოლოს გარდაიცვალა მისი აღმზრდელი, გიორგი ჭყონდიდელი რომელიც მამასავით უყვარდა. მთელ სამეფოში 40 დღე გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც მემატიანე ამბობს: “საოცრად დაიტირაო დავითმა გიორგი და პირველად ჭაღარა თმაში მაშინ შეეპარაო.”
1118 წელი პოლიტიკურად ტრიუმფალურად, ადამიანურად კი ტრაგიკულად სრულდებოდა, რადგან წუთისოფელი დატოვა ადამიანმა ვინც იყო დავითის ერთ-ერთი მთავარი დამხმარე და სულისჩამდგმელი იმ გრანდიოზული გარდაქმნებისა რაც მოხდა, ადამიანი რომლის გარეშე დავით აღმაშენებელი ვერასდროს გახდებოდა ის ვინც გახდა!
მაგრამ გიორგი ჭყონდიდელმა ბედნიერმა დატოვა წუთისოფელი, რადგან ოცნება აისრულა. მისი შვილობილი გახდა ტიტანი და მათ ერთად საოცარი საქმეები აკეთეს და ისტორიის მიმდინარეობა შეცვალეს!

დიდგორის წინარე პერიოდი
1120 წელი იდგა ქრისტესშობიდან. დავით აღმაშენებელი უკვე 23 წელი იყო გრანდიოზულ ომს აწარმოებდა უზარმაზარ სელჩუკთა იმპერიასთან და რაც მთავარია საოცრად წარმატებით.
თურქთა იმპერია ირხეოდა და ნადგურდებოდა მისი დარტყმების ქვეშ. სელჩუკთა სამხედრო ექსპედიციები მოდიოდნენ კავკასიაში და ქრებოდნენ, იმპერია კი ახალ-ახალ ტერიტორიებს კარგავდა. არც 1120 წელი იყო გამონაკლისი.
საბრძოლო მოქმედებები ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა 1120 წლის თებერვლის დამდეგს. დავითი გეგუთს იმყოფებოდა, სადაც მას ბრწყინვალედ მომუშავე მსტოვრებმა (დაზვერვის სამსახური) შეატყობინა რომ ახალი 40 ათასიანი თურქული არმია შეჭრილა მტკვრის ხეობაში და ბორტიას დაუბანაკებიათ.
მეფემ იმდღესვე შეკრიბა 30 ათასიანი არმია და დაიძრა ბორტიისკენ. 3 დღიანი მარშის შემდეგ 14 თებერვალს დილით, თავს დაეცა მტრის ბანაკს. მოწინააღმდეგისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო. არავინ ელოდა რიკოთის ასეთ სწრაფ გადმოსვლას. თურქთაგან მხოლოდ მცირედი გადარჩა. გამარჯვება პირწმინდა იყო. როგორც მემატიანე გადმოგვცემს “ქართველებმა “აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხვი”.
ბორტიადან დავითი ღანუხს მივიდა და იქ დაბანაკდა, სადაც დამატებით 20 ათასი მხედარი მოუვიდა. აქედან 50 ათასიანი, ბრწყინვალედ აღჭურვილი, პროფესიული არმიით შირვანში შეიჭრა და აიღო დიდი ქალაქი ყაბალა და იქ ყივჩაღებისგან შემდგარი დიდი გარნიზონი დატოვა.
ამის შემდეგ მეფე უკან გაბრუნდა და რუსთავს დაბანაკდა, სადაც დიდი ლაშქრობისთვის დაიწყო მზადება. 7 მაისს დავითმა 60 ათასიანი არმიით დაიწყო შეტევა აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ტერიტორიებზე. აქ მან აიღო ყველა მნიშვნელოვანი ციხესიმგრე, მათ შორის სამი თურქთაგან საგულდაგულოდ გამაგრებული -ლიზანი, ქურდევანი, ხიშტალანთი.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. დავითი ირანში შეიჭრა, გაანადგურა მის დასამარცხებლად წამოსული არმია, მოარბია და დალეწა თურქთა გამაგრებული პუნქტები თავრიზამდე. უკანა გზაზე სომხეთით დაბრუნდა და იქ მდგარი კიდევ ერთი თურქული არმია გაანადგურა.
ზაფხულის ბოლოს, დატვირთული უზარმაზარი ალაფითა და სიმდიდრით შევიდა ტრიუმფალურად ქუთაისს.
აქედან მეფე ბედიანთა (იგივე დადიანთა) საბრძანისში ცხუმში (სოხუმი) ჩავიდა დასასვენებლად. სწორედ აქ მოუვიდა მას სექტემბრის ბოლოს ჯვაროსანთა დიდი დელეგაცია, რომელიც ვენეციელთა სამხედრო გემებით ჩამოვიდნენ. ისინი დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ისინი წერდნენ:
“მათი არმიები სასტიკად მარცხდებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, რათა თურქებს იერუსალიმისთვის არ შეეტიათ.”
ამის შემდეგ დავითი ნოემბრის დასაწყისში მცირე აზიაში შეიჭრა სამხრეთ დასავლეთიდან. ქალაქ აშორნიაში, ის სრულიად მოულოდნელად თავს წამოადგა თურქულ ურდოს, რომელიც პირწმინდად განადგურა.
როცა ეს ცნობა ალეპოს ჩავიდა, ისრაელში შესაჭრელად მდგარი თურქული არმია ქართველებისკენ გამობრუნდა და მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია, თურქები პირწმინდად განადგურდნენ.
იერუსალიმზე შეტევა ჩაიშალა, დავითი კი ისევ უზარმაზარი ნადავლით დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში.
სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ ჩავიდა თბილისიდან შავ ძონძებში ჩაცმული დელეგაცია სულთან მაჰმუდთან, რომელიც უკვე დავითის სამფლობელოების ალყაში იყო, ისლამურმა სამყარომ კი დაიწყო მუსლიმთა ისტორიაში ყველაზე დიდი კოალიციური ლაშქრობისთვის მზადება. წინ დიდგორი ელოდა სამყაროს!

1121 წლისთვის თურქ-სელჩუკთა იმპერია უდიდეს რყევას განიცდიდა. მათ გააჩერეს ჯვაროსანთა წინსვლა და დაამარცხეს ისინი, არც ბიზანტიის იმპერია ემუქრებოდა მათ, მაგრამ საფრთხე მოდიოდა იქიდან საიდანაც ვერც წარმოიდგედნენ – კავკასია.
უზარმაზარი თურქული არმიები მიდიოდნენ კავკასიაში და უკან არ ბრუნდებოდნენ. ქართველთა მეფე დავითმა გაანადგურა ისინი, იმპერია კი სულ ახალ და ახალ პროვინციებს კარგავდა.
ამ ვითარებაში სულთან მაჰმუდს სურს შეკრიბოს დიდი მუსლიმური კოალიცია, არმია რომლის მსგავსი მანამდე მუსლიმურ სამყაროს არ უნახავს. ამისთვის საბაბი ჭირდება და ისიც გამოჩნდება. 1120 წლის შემოდგომაზე, თბილისიდან ძონძებში ჩაცმული დიდი დელეგაცია ჩადის, რომელსაც გზაში განჯისა და შირვანის მუსლიმების ნაწილიც შეუერთდა. ისინიც შველას ითხოვდნენ. აი ამ ხალხით სულთანი ბაღდათში ჩადის სადაც მუსლიმთა ლიდერთან, ხალიფასთან ერთად ჯიხადს “წმიდა ომს” უცხადებს დავით IV. გაერთიანება რომ აუცილებელია ამის დასტურად, ამ ძონძებს და ამ მტირალა ხალხს დაატარებენ და უჩვენებენ მუსლიმ მმართველებს.
როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს:
“სულთანმა მაჰმუდმა თავისი უზარმაზარი იმპერიის ყველა ემირი გააერთიანა ამ ლაშქრობის გარშემო, შემოიერთა არაბი შეიხები და ჩრდილოეთ აფრიკის და ეგვიპტის მუსლიმი მმართველები და უზარმაზარი, რჩეული 300 ათასიანი მუსლიმური მხედრობა დაიძრა კავკასიისკენ. ამ ლაშქრობის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენდნენ ბაღდათის ხალიფა და ქალაქ თბილისის მდიდარი ელიტა”.
დადგა საკითხი ვინ უნდა გამხდარიყო არმიის მეთაური. კოალიციურ ჯარის მეთაურად, მაშინდელი მუსლიმური სამყაროში ყველაზე ცნობილი სარდალი, ჯვაროსანთა მრავალჯერ დამმარცხებელი, “სარწმუნოების ვარსკლავად” წოდებული- ნაჯმ ად-დინ ილღაზი დაინიშნა.
ამოცანა- დავით აღმაშენებლის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა, კავკასიის სრულიად დამორჩილება, მისი შემდგომი ისლამიზაციის და მუსლიმური ტომებით ჩასახლების მიზნით.
ბრძოლის მნიშვნელობა უზარმაზარი იყო. საიდუმლოდ იერუსალიმის მეფე ბალდუინ II იყო ჩამოსული რათა დარწმუნებულიყო მზათ იყო თუ არაა საქართველო ამ გრანდიოზული ომისთვის, რადგან თუ სელჩუკები კავკასიას დაიმორჩილებდნენ, იერუსალიმის სამეფოც ბედის გადაწყვეტილი იქნებოდა. სწორედ მაშინ დარჩა 200 ჯვაროსანი მეომარი აქ.
დავით აღმაშენებელმა, მსტოვრების საოცარი მუშაობის შედეგად დეტალურად იცოდა ყველაფერი.
მან 80 ათასიანი, ბრწყინვალედ აღჭურვილი და მომზადებული არმია გამოიყვანა. დიდგორი ერთი ბრძოლა არ იყო, ეს იყო დიდი სამხედრო კამპანია, რომელიც თავიდან ბოლომდე დავითის გეგმით წარიმართა.
დავითმა თავიდან მოწინააღმდეგე შემოუშვა თავისი სამეფოს სიღრმეში. მას ჭირდებოდა მტრისთვის მოესპო მისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ ილღაზი სულელი არ იყო. ამიტომ დავითმა არმია გაყო, ჯერ მცირედი საკავალერიო იერიშებით აწუხებდა ილღაზის, მერე 25 ათასიანი არმია გამოყო და დიდი ბრძოლის იმიტაცია გაითამაშა.
თურქული, არაბული, და სპარსული წყაროები ხაზგასმით აღნიშნავდნენ რომ, ილღაზიმ “პირველი ბრძოლა მოიგო”. არადა ეს დავითის გენიალური გეგმის ნაწილი იყო, რათა გენერალური ბრძოლა მომხდარიყო იქ სადაც მას სურდა. ილღაზიმ “დამარცხებული არმიის” დევნის ოპერაცია დაიწყო და ასე აღმოჩნდა დიდგორის ველზე.
მთელი კამპანიის განმავლობაში მას სადაზვერვო ინფორმაციის დეფიციტი ჰქონდა, რადგან დავითის მსტოვრები სასწაულად მუშაობდნენ და თურქული ჯაშუშური ქსელი სრულიად განეიტრალებული იყო. აქედან გამომდინარე მან ჩათვალა რომ “მოიგო დიდი ბრძოლა” და მოწინააღმდეგისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო საჭირო და ასე აღმოჩნდა დიდგორის ველზე. მეტიც 1121 წლის 11 აგვისტოს საღამოს, მისმა მზვერავებმა ინფორმაცია მოუტანეს რომ, ქართული არმიის უკან გზები ჩახერგილია. ის საბოლოოდ დარწმუნდა რომ მისი თეორია სიმართლე იყო, მან მოწინააღმდეგე მიიმწყვდია და მეორე დღეს გადაწყვიტა ბოლო მოეღო ქართული არმიისთვის.
მაშ ასე გათენდა 1121 წლის 12 აგვისტო. არმიებმა ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება. მოულოდნელად ქართულ ბანაკს 200 ყივჩაყი გამოეღო. მათგან 1 ადამიანი წამოვიდა წინ. მან თურქებს შეატყობინა რომ:
” ყივჩაღთა 15 ათასიანი კორპუსი მზათაა გადმოვიდეს ილღაზის მხარეს, დაინახეს რა თურქული არმიის სიძლიერე და ეს 200 წარჩინებული ყივჩაღი მოსალაპარაკებლად მოდის.”
მოახსენეს ილღაზის. ყივჩაღები მაშინდელი მსოფლიოში მოქირავნე მეომრებად იყვნენ ცნობილნი და ილღაზიმაც დაიჯერა ეს ამბავი და გასცა ბრძანება დაუბრკოლებლად შემოეშვათ ბანაკის სიღრმეში.
მაგრამ ამის შემდეგ ყივჩაყებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და დაერივნენ მტერს.
რა ხდება ამ დროს ქართულ ბანაკში.
დავითი სიტყვით მიმართავს არმიას:
“ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით!”
ამის შემდეგ ქართული არმია შეტევაზე გადავიდა. დავითმა მტერს ორივე ფლანგიდან შეუტია, მარჯვენა ფლანგს თვითონ გაუძღვა, მარცხნიდან დემეტრე უფლისწული უტევდა. ისედაც არეული კოალიციური ლაშქარი კიდევ უფრო აი-დაირია. ამას მერე ქართული არმიის შეტევა დაემატა ცენტრში. ბრძოლის ველზე ილღაზი მძიმედ დაიჭრა. ამან კოალიციურ არმიაში სრული პანიკა. გამოიწვია. დაიწყო ჭყლეტვა, რადგან ადამიანების უზარმაზარი მასა ვერ გაიშალა დიდგორის ველზე. საბოლოოდ ეს ყველაფერი საყოველთაო გაქცევაში გადაიზარდა.
მაგრამ ბრძოლა ამით დასრულებული არ იყო. კოალიციური არმიის ზოგიერთი ნაწილი საერთოდ არ იყო ბრძოლაში ჩართული, თავისი სიდიდიდან გამომდინარე. 7 დღე აგრძელებდა დავითი საბრძოლო მოქმედებებს, რათა მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის, გადაჯგუფების შესაძლებლობა არ ქონოდა, რათა ახალი დიდი ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა მოესპო. საბოლოოდ 20 აგვისტოსთვის ყველაფერი დასრულდა. 90 პროცენტი გაერთიანებული მუსლიმური არმიის განადგურებული იყო. გამარჯვება იმდენად გენიალური და გრანდიოზული იყო, სწორედ ამიტომაც ეწოდა- ძლევაი საკვირველი!
ზეიმობდა მთელი ქრისტიანული სამყარო. როგორ კანცლერი გოტიე, მათე ურჰაელი და ა.შ. გადმოგცემს, ზეიმობდა, იერუსალიმი, რომი, კონსტანტინოპოლი, თვით შორეულ პარიზშიც კი ეკლესიის ზარები რეკდნენ, რათა ეუწყათ ქრისტიანთა საოცარი გამარჯვების შესახებ. რა თქმა უნდა ზეიმობდა ქრისტიანული კავკასიაც, თავისი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგებას, რომლის შედეგად გადარჩა ჩვენი იდენტობა, რწმენა, ენები, მრავალფეროვნება და დიდი კულტურა.
P.S. ლეგენდის მიხედვით ქარველთა მხარეს ხილულად იბრძოდა წმიდა გიორგი. მსოფლიო საქრისტიანოს ისტორიაში კი დავითი ახალი სახელით შევიდა- მახვილი მესიისა!

სამართლის აღსრულება
დიდგორის ბრძოლაში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, როცა გაერთიანებული მუსლიმური 300 ათასიანი კოალიცია გაანადგურა დავითმა, მან გადაწყვიტა საქართველოში თურქ-სელჩუკთა მთავარი დასაყრდენი ქალაქი- თბილისი აეღო.
საერთოდ თბილისის როლი კავკასიის ქრისტიანი ხალხების სამამულო ომში თურქ- სელჩუკთა წინააღმდეგ, ძალიან უარყოფითი იყო. როცა 1068 წელს სულთანი ალფ-არსლანი ქალაქს მიადგა ის დიდი ზარ- ზეიმით შემოუშვეს, ქალაქის მმართველმა ვაჭართა საბჭომ ერთგულება შეჰფიცა და მერე ბოლომდე თურქების ერთგულები დარჩნენ. მაშინდელ კავკასიაში და წინა აზიაში თბილისი ითვლებოდა უმდიდრეს ქალაქად, უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებით. სულთანმა ვაჭრებს ყველა პრივილეგია შეუნარჩუნა და ისინიც კავკასიაში თურქთა ერთ-ერთ მთავარ დასაყრდნენ ძალად იქცნენ.
როცა დავითმა დაიწყო დიდი განმანთავისუფლებელი ომი, რომელსაც კავკასიის ქრისტიანი ხალხები დიდი აღტაცებით შეხვდნენ , თბილისი პირიქით იყო. მან მთელი თავისი სიმდიდრე მიმართა დავითის შესაჩერებლად, დიდგორის გრანდიოზული ომის მიზეზიც თბილისის პოლიტიკა იყო. სწორედ აქედან ჩასული დელეგაცია დაეხმარა სულთან მაჰმუდს, შეეკრიბა გაერთიანებული კოალიციური ლაშქრობა, დავითის ძლევამოსილი სვლის შესაჩერებლად, შემოსული არმიის მომარაგებას კი თბილისის მმართველი ელიტა და მოსახლეობა იღებდა საკუთარ თავზე.
როცა ყველაფერი თურქებისთვის სრული კრახით დასრულდა, 1121 წლის ნოემბერში დავითი არმიით თბილისს მიადგა. მან სცადა უსისხლოდ სიტუაციის მოგვარება. შესთავაზა მათ დანებება, დაპირდა ამნისტიას თუ წინააღმდეგობის გაწევა არ მოხდებოდა და ყველაფრის პატიება. მოუწოდა მათ თუ 1068 ში ისინი მუსლიმებს შეხვდნენ გაშლილი დროშებით, ახლა სიხარულით მიეღოთ თავიანთი ქრისტიანი ძმები.
მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად მათ კატეგორიული უარი თქვეს ამაზე, მეტიც ქალაქი გამაგრებული აღმოჩნდა, დიდი გარნიზონით და მარაგებით ალყის გასაძლებლად. ამას დამატებული გარნიზონმა გააფთრებული იერიში მიიტანა ქართული არმიის პოზიციებზე, მაგრამ სასტიკი მარცხი იწვნია. ამის შემდეგ დაიწყო ალყა. 1122 წლის თებერვლის ბოლოს, გააფთრებული იერიშის და ქუჩის ბრძოლების შედეგად ქალაქი აღებულ იქნა.
მერე კი როგორც მემატიანეებს უწერიათ, დავითმა თბილისი დასაჯა ისე როგორც არც ერთი აღებული ქალაქი არ დაუსჯია.. ის გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს. არმიას ქალაქი 3 დღით გადაეცა როგორც ნაალაფარი. ჯარისკაცებს ყველაფრის გაკეთების უფლება მიეცათ, გარდა ერთი რამისა. კატეგორიულად აკრძალული იყო ძალადობა ქალებზე და ბავშვებზე.
ქალაქის მმართველი ელიტა და უმდიდრესი 500 ვაჭარი დავითს მოჰგვარეს. ეს საქრისტიანოს მოღალატეები , მედროვეები, არარაობები, რომლებიც მთელი 23 წელი თურქეთის ომს აფინანსებდნენ კავკასიის ქრისტიანი ხალხების წინააღმდეგ, სამართლიანად დაისაჯნენ. ჯერ წვივები დააჭრეს ყველას და მერე თავები გააგდებინეს. ყველა ის ადამიანები ვინც ქუჩის ბრძოლებს აწარმოებდა ქალაქში შემოსული არმიის წინააღმდეგ, სიკვდილით დასაჯეს. პრაქტიკულად ძველმა თბილისმა არსებობა შეწყვიტა.
ამის შემდგომ დავითის ბრძანებით ათიათასობით ადამიანი კოლხეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან ჩამოასახლეს და დააფუძნეს თბილისში. გაშენდა ახალი ქალაქი , ახალი მოსახლეობით, ელიტით, კულტურული იდეალებით. სწორედ ეს ქალაქი გამოაცხადა დავითმა ერთიანი კავკასიის იმპერიის დედაქალაქად – 1124 წელს.
ასე დავითის კიდევ ერთი ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა ეს ომი. თურქებს არც ერთი ძლიერი დასაყრდენი აღარ დარჩათ რეგიონში. კავკასიაში ლეგენდად ქცეული, მშვიდობის და აყვავების პერიოდი იწყებოდა!

სომხეთის განთავისუფლება დავით აღმაშენებლის მიერ
თბილისის 1122 წელს აღების, 1123 დმანისის და სრულიად შირვანის დღევანდელი აზერბაიჯანის შემოერთების შემდეგ, სადაც დავითმა შემახასთან გაანადგურა სულთან მაჰმუდის ჯარები, მან არმია დასავლეთ საქართველოში გადაიყვანა და დაასვენა.
1124 წელს კი დაიწყო ახალი გრანდიოზული კამპანია სელჩუკების წინააღმდეგ. 1124 წლის მარტ-აპრილში დავითმა თანამედროვე სომხეთის ტერიტორია სრულიად გაწმინდა თურქთა ჯარებისგან, ამის შემდეგ მან შეტევა განაგრძო სამხრეთის მიმართულებით და მაისს-ივნისის ელვისევური სამხედრო კამპანიის შედეგად ტერიტორია ჯავახეთიდან, ბასიანის და სპერის ჩათვლით სრულიად დავითის უპირობო კონტროლს დაექვემდებარა.
სხვათაშორის მემატიანე აქ აღნიშნავს ერთ საინტერესო დეტალს, ხშირად თურქები პირადად დავითის მოახლოებას რომ გაიგებდნენ, იმდენად შიში ჰქონიათ ჩაბუდებული, გარბოდნენ და ტოვებდნენ გამაგრებულ ციხესიმაგრეებს. სწორედ ამან განაპირობა ასეთი სწრაფი ტემპი და ამხელა ტერიტორიის ასეთი სწრაფი დაკავება.
შემდგომ მათე ურჰაელი გადმოგვცემს, ბასიანში დავითს ეახლა სომეხთა დელეგაცია, მწინგობარნი და სამღვდელონი, მუხლებში ჩაუვარდნენ, მადლობა გადაუხადეს ნაწილი სომხური მიწების განთავისუფლების და თხოვეს თურქთა ტირანიისგან და ტერორისგან სომეხთა უძველესი სატახტო ქალაქ ანისის განთავისუფლება.
დავითმა ეგრევე შეიწყნარა ქრისტიანთა თხოვნა და 60 ათასიანი არმია დაძრა აგვისტოში ანისისკენ. ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები გამართულა, მაგრამ მისვლიდან მესამე დღეს დავითს ქალაქი გაუნთავისუფლებია. ამ მოვლენას ასე აღწერდა მათე ურჰაელი: “კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა თურქთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, 20 000 კაცი მოსპო და გაანთავისუფლა სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა მუსლიმთა ტყვეობაში და სასტიკ ტერორში.“
ამის შემდგომ დავითმა როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა მეფემ და გმირმა, ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა, და მანდ ისევ დაიწყო ქრისტიანული წირვა-ლოცვა. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „გიხაროდეს შენ წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“
დავითმა განთავისუფლებული ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისი აბულეთს და მის შვილ ივანეს გადასცა. მაგრამ ეს ბოლო ლაშქრობა არ იყო ამ წელს.
შემოდგომაზე დავითმა სრულიად გაწმინდა თურქებისაგან ვანანდის, არარატის და არცახის პროვინციები, რომლებიც ერთ დროს სომეხ მეფეებს კვირიკესა და აბასს ეკუთვნოდათ, აგრეთვე ხაბანდა და ქვეყნები კასპიის ზღვამდე და საკუთარ სამეფოს შემოუერთა.
1124 წლის ნოემბრის ბოლოს დავითი ტრიუმფალურად დაბრუნდა თბილისში სადაც რომაელი იმპერატორების მსგავსად დიდი გამარჯვების აღლუმი იგივე -ტრიუმფი გადაიხადა! ქვეყანა ოქრო- ვერცხლით აივსო. დავითი კი კავკასიის უპირობო ჰეგემონად იქცა! კავკასიის ქრისტიანი ხალხები კი თურქული კატასტროფის დასრულებას ზეიმობდნენ!

დასასრული. დრონი მეფონენ და არაა მეფენი!
ყველა დიდებულ და გრანდიოზულ ეპოქას სამწუხაროდ აქვს დასაწყისი და დასასრული. აქაც ასე მოხდა.
1124 წლის დეკემბრის ბოლოს დავითი ავად შეიქმნა და 1125 წლის 24 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს, გარდაიცვალა უცნობი სენით- 52 წლის ასაკში.
დიდი მეფე თითქოსდა გრძნობდა დასასრულსო. 1124 წელს დაასრულა უნიკალური ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი” რომელიც არის ჭეშმარიტი ქრისტიანის ბოლო სიტყვა, სადაც უდიდესი შინაგანი სამყარო, მონანიება და სულის სიდიადე ჩანს დავით მეფისა!
დავით მეფის სიდიადეზე და მის მიღწევებზე აი ეს ტექსტიც დიდებულად მოგვითხრობს რომელიც აღმოაჩინა და თარგმნა, ლეგენდარულმა აღმოსავლეთმცოდნემ, ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა მაგული თოდუამ.
თავრიზში დაცული მიმოწერებიდან: “პასუხი მეფე დავითს, კოლხის- აფხაზის პატრონს. უზენაესი ბრძანება უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფარველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა (გვირგვინოსნისა); ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აფხაზის, კოლხის, ქართველის, სვანის, კახთა და ჰერთა, სომხის, შაქის, შირვანის, ალანის, ძურძუკის და რუსის მეფეთა-მეფისა; მესიის მახვილისა!”
ბოლოს კი დავასრულებ გენიალური ივანე ჯავახიშვილის შეფასებით:
“დავით აღმაშენებელმა ჯამში გადაიხადა 60 დიდი თუ მცირე ბრძოლა სადაც ყველგან გამარჯვებული გამოვიდა. რომ არაა მისი მმართველობა კავკასიას დიდი ალბათობით თურქულ- მუსლიმური ზღვა შთანთქავდა, მაგრამ მისი გენიალური მოღვაწეობის შედეგად, კავკასიელი ხალხებისთვის დაიწყო უნიკალური ეპოქა, სულიერი და კულტურული აღორძინებისა, ნამდვილი ოქროს ხანა!
ძალიან დიდი იყო დავითი, ერთდროულად პერიკლეცა და კეისარიც საქართველოსი, სამოცი ომის კავალერი, მორწმუნე, ჭეშმარიტი ქრისტიანი, უბრწყინვალესი მოაზროვნე და სწორუპოვარი მხედართმთავარი ერთიანი კავკასიური იმპერიისა!
წყარო: საინტერესო ფაქტები და ადამიანები

