რას ეძებ?

კულტურა ხელოვნება

,,პეტრე ოცხელის ფერთა სიჩუმე, რომელიც გესაუბრება’’

,,პეტრე ოცხელის ფერთა სიჩუმე, რომელიც გესაუბრება’’

პეტრე გრიგოლის ძე ოცხელის ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. ფერწერაში ჩაძირვა მისთვის არა უბრალოდ პროფესია, არამედ სამყაროსთან ურთიერთობის ფორმა მისი ნამუშევრები აერთიანებს ტრადიციულ ქართულ ტონსა და თანამედროვე ხედვას — ფერები ხშირად ბუნებაზეა დაფუძნებული, თუმცა თითოეულში იმალება ემოციური სიმძაფრე. პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში 1907 წელს. სავარაუდო დაბადების თვე და რიცხვია 25 ნოემბერი ან 8 ოქტომბერი. გარდაიცვალა 1937 წლის 2 დეკემბერს, 30 წლის ასაკში. პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი — მას წაუყენეს ბრალდება ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში მოსკოვში და სიკვდილით დასაჯეს.

მისი ორიგინალი ნახატები დღეს დღეისობით თბილისის საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული. ოცხარისის სტილში იგრძნობა ფერისადმი განსაკუთრებული სიზუსტე. თავის ნახატებში ხშირად იყენებს ბუნების მოტივებს: წყალი, ტყე, ცა. ბევრ ადამიანს მისი ნამუშევრები მედიტაციური სიამოვნება აძლევს — ისინი იწვევენ ჩაფიქრებას, შინაგან მშვიდობას და ემოციებს.

ჩემთვის პეტრე ოცხელი არის ის მხატვარი, რომელიც სიჩუმით ამბობს ყველაზე მეტს. მისი ნამუშევრები არ ყვირიან, არ ითხოვენ ყურადღებას, მაგრამ ერთხელ რომ დაინახავ, ისინი არასდროს გივიწყდება. ასეთი ხელოვანები იშვიათად ჩნდებიან — ისინი ქმნიან ემოციებს, რომლებიც სიტყვებზე დიდხანს გრჩება გულში. გული მწყდება, რომ პეტრე ოცხელი და მისი ნამუშევრები სრულიად მასშტაბურად ჯერ არ არის მაღალი დონეზე ცნობილი.

• ვფიქრობ, დროა მეტი ვიცოდეთ იმ მხატვარზე, ვინც სიჩუმითაც ხმამაღლა ლაპარაკობდა — პეტრე ოცხარისი.

პეტრე ოცხელის ფერთა სიჩუმე
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *