დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუს გენერლებთან კავშირის გამო აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩნოსნები დააკავეს
        
      
          
        
        
        ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ ალიევმა, რუს გენერლებთან მჭიდრო კავშირის გამო, თურქეთის მოთხოვნით დაიჭირა გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თავდაცვის მინისტრი, და კიდევ 6 გენერალი და თურქეთს გადასცა.
გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის განცხადებით, თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მოთხოვნით თავდაცვის მინისტრთან ერთად დააკავეს და თურქეთს გადასცეს 7 აზერბაიჯანელი გენერალი. ყველა მათგანს სახელმწიფო ღალატს ედავებიან.
ნათელია რომ ამ დაკავებებით თურქეთი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას აზერბაიჯანულ არმიაზე. ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის გენერალური შტაბის ხელმძრვანელობიდან გენერალ-პოლკოვნიკი ნაჰმედინ სადიკოვი გაანთავისუფლეს იმის გამო, რომ გამოხატა უკმაყოფილება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მართვაში თურქი სამხედროების მონაწილეობით.
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
    
      