გიორგი ძაბახიძე – სამოყვარულო ფეხბურთის გულწრფელი ლიდერი

სამოყვარულო ფეხბურთის სცენაზე ბევრი მოთამაშე მოდის და მიდის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მოედანზე არა, არამედ მის მიღმაც ქმნიან ატმოსფეროს. გიორგი ძაბახიძე სწორედ ასეთია.
ძაბახიძე უკვე დაახლოებით 8 თვეა სამოყვარულო საფეხბურთო პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და თავისი თავდადებით, გუნდურობითა და მოტივაციით იქცა ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად. მისი თამაში გამოირჩევა ენერგიულობით, მოედნის ხედვით და შეუპოვარი ბრძოლის სურვილით — სწორედ იმ თვისებებით, რაც ამ დონეზე ნამდვილ ლიდერს სჭირდება.
ის ყოველთვის ცდილობს იყოს გუნდისთვის არამ ხოლოდ მოთამაშე, არამედ მხარდამჭერი, მოტივატორი და მეგობარი. მისი ენთუზიაზმი ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც სამოყვარულო ფეხბურთს სიცოცხლეს აძლევს — სიყვარულს თამაშისადმი, მეგობრობისადმი და რეალური ემოციებისადმი.
2005 წელს დაბადებული ფეხბურთელი ამჟამად სამოყვარულო საფეხბურთო პროექტში იღებს მონაწილეობას და მისი მოღვაწეობა საკმაოდ პროგრესული და წარმატებული გამოდგა. პოზიციით ნახევარმცველი #77 ნომრიან მაისურს ირგებს და რთული გამოსაცნობი არაა ვინ არის მისი ინსპირაციის წყარო.
ფეხბურთელის თამაში არაერთმა კომპანიის წარმომადგენელმა შეაფასა და თითოეული მათგანი განმარტავს რომ, გიორგი გამორჩეულია თავისი ლამაზი სტილის გოლების გატანით, ფეხბურთელში ასევე გამოარჩევენ მოედნის სწორ ხედვას და საფეხბურთო ტერმინით რომ შემოვიფარგლოთ სწორ დროს საჭირო ადგილას ყოფნა, რაც განაპირობებს იმას რომ ფეხბურთელი ყოველთვის გოლის გატანის საჭირო წერტილში იმყოფება.
ძაბახიძე ის მოთამაშეა, ვინც მხოლოდ გამარჯვებისთვის კი არა, თამაშის სიყვარულისთვის გადის მოედანზე. მისი შეუპოვრობა, თავდადება და მეტოქეების მიმართ პატივისცემა უკვე ბევრისთვის მისაბაძია. გიორგი იმ მოთამაშეთა რიგებშია, ვინც სამოყვარულო ფეხბურთს ნამდვილ მნიშვნელობას სძენს — გულწრფელ ემოციებს, მეგობრობას და არასდროს დანებებას. მაღალი და სპორტული აღნაგობის ფეხბურთელი მოედანზე ყოველთვის იწვევს ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ფიზიკური მონაცემებით, არამედ თავდადებული თამაშითა და შეუპოვარი ხასიათით.
გიორგის განსაკუთრებულობას მხოლოდ მოედნის პერიმეტრი არ განსაზღვრავს. სპორტი მისთვის ცხოვრების სტილია — რეგულარული ვარჯიშები, აქტიური ფიზიკური რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესით გამორჩეული ყოველდღიურობა მისთვის ბუნებრივია.
გარდა ფეხბურთისა, გიორგი არის ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების, გონებრივი სააზროვნო შეჯიბრებების და გუნდური აზროვნების აქტიური მონაწილე. მისი შეხედულებით, როგორც სპორტული, ასევე გონებრივი ვარჯიში აუცილებელია პიროვნული განვითარებისათვის – სწორედ ეს ხდის მას საინტერესო ფიგურად სამოყვარულო ფეხბურთის სამყაროში.
რუბრიკას კი იმით დავამთავრებთ რომ, ძალიან მალე ფეხბურთელს საკუთარი პერსონალური საიტი DZABAKHIDZE.COM ექნება, სადაც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველა ინტერნეტ-მომხმარებელს შეეძლება ფეხბურთელზე ინფორმაიციის მოძიება.
